Home სხვადასხვა დაიჯესტი “ისლამური სახელმწიფო” პოლონეთს უმიზნებს

“ისლამური სახელმწიფო” პოლონეთს უმიზნებს

ისლამური სახელმწიფო

პოლონელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვიტოლდ გადოვსკი ისრაელის დაზვერვის _ “მოსადისანონიმური წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომისლამურ სახელმწიფოსგანზრახული აქვს პოლონეთზე თავდასხმის განხორციელება.

“ისლამურ სახელმწიფოში” არის ისრაელზე შეტევისთვის გაწვრთნილი ევროპელების ჯგუფი, რომლის ნაწილი პოლონეთისთვისაა გამიზნული. მათ აქვს კრაკოვის, ვარშავისა და ჩენსტოხოვას რუკები”, _ დაწერა გადოვსკიმ თავისი “ფეისბუქის” გვერდზე.

პოლონეთზე შეტევის ალბათობა მაღალია შემდეგი მიზეზების გამო:

  1. “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერ აბუ მუჰამედ ალ-ადნანის დაღუპვის შემდეგ (მოკლეს 2016 წლის აგვისტოში) ისლამისტებმა პოლონეთი დაასახელეს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც “წინასწარმეტყველის მეომრების” წინააღმდეგ იბრძვიან”;
  2. ამ ზაფხულში პოლონეთში გაიმართება მუსიკალური ფესტივალი “ვუდსტოკის გაჩერება”, რომელიც ყველაზე ნაკლებად დაცული მასობრივი ღონისძიებაა, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ტერორისტებმა;
  3. “ევროპაში ყველაზე უფრო კათოლიკური ქვეყნისთვის დარტყმის მიყენება კარგი რეკლამა იქნება “ისლამური სახელმწიფოსთვის”.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი ამშვიდებს საზოგადოებას: ტერორიზმის საშიშროება პოლონეთს არ ემუქრება, სპეცსამსახურები ამის ვერავითარ წინაპირობას ვერ ხედავს.

ვარშავას, რომელიც უარს ამბობს რუსეთთან თანამშრომლობაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, არაერთხელ გამოუხატავს მზადყოფნა სირიაში სპეცრაზმისა და ავიაციის გაგზავნის თაობაზე იქ მყოფ აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეთა დასახმარებლად. მაგრამ ასეთი პოზიცია მხოლოდ ამცირებს ტერორიზმთან წარმატებული ბრძოლის შანსს, რადგან დღითიდღე ნათელი ხდება, რომ ამერიკელების განცხადებები ამ ბრძოლის გაძლიერების თაობაზე მხოლოდ ფუჭი სიტყვებია.

პოლონელებს ისღა დარჩენიათ, ენდონ თავიანთი მინისტრის _ ბლაშჩაკის განცხადებას, რომ მათ ქვეყანას არაფერი ემუქრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here