რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად არაღიარების რეზოლუციის პროექტის კომენტირებისას, რომელიც ამერიკელმა კონგრესმენებმა შეიმუშავეს, განაცხადა, რომ “ამერიკის შეერთებულ შტატებში ისე ეშინიათ რუსეთის, ლამის ისტერიკაში ჩავარდნენ”. ვოლოდინის თქმით, ვაშინგტონის ქმედებები, მიმართული რუსეთის ლიდერის წინააღმდეგ, ცხადყოფს ამერიკელების შიშს პუტინის ხელმძღვანელობით ძლიერი რუსეთის წინაშე.
“მსგავსი რეზოლუცია კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ აშშ–ს არ სურს ძლიერი რუსეთი, ეშინიათ ისტერიკამდე. ყველაფერს აკეთებენ ჩვენს დასასუტებლად, შემდეგ კი _ დასანგრევად. ამისთვის კი მათ სჭირდებათ რუსეთში ხელისუფლების შეცვლა. დღეს ყველასთვის ნათელია: პუტინი რუსეთის უპირატესობაა!” _ დაწერა ვოლოდინმა თავის ტელეგრამარხზე.
news.rambler.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ