Home ახალი ამბები მსოფლიო “ირმის ნახტომის” ცენტრიდან წამოსულმა იდუმალმა სიგნალმა მეცნიერები საგონებელში ჩააგდო

“ირმის ნახტომის” ცენტრიდან წამოსულმა იდუმალმა სიგნალმა მეცნიერები საგონებელში ჩააგდო

281

ავსტრალიელმა მეცნიერებმა პირველებმა შეძლეს უჩვეულო სიგნალის მიღება, რომელიცირმის ნახტომისგალაქტიკის ცენტრიდან მოდიოდა.

როგორც The Astrophysical Journale იუწყება, ახალი სიგნალი უჩვეულო მახასიათებლებით გამოირჩევა. ეს ენერგიის წყარო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩანდა რადიოსიხშირეების სპექტრში, როგორც ძალიან კაშკაშა ობიექტი, მაგრამ შემდეგ გაქრა. ამის გამო მეცნიერებმა ვერ შეძლეს ციური სხეულის სახეობის ამოცნობა. ამ რადიოსიგნალის მიღებაზე, რომელსაც ASKAP J173608. 2-321635 უწოდეს, რადიოტელესკოპ ASKAP-ის მომსახურე პერსონალმა გაავრცელა ინფორმაცია. ასტროფიზიკოსების თქმით, 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის აგვისტომდე რეგისტრირებულია 13 სიგნალი, თითოეულ მათგანს არ ჰქონია რამე შესამჩნევი სისტემა და რამდენიმე კვირაზე მეტხანს არ გაგრძელებულა. ამ მომენტისთვის სიგნალი ASKAP J173608.2-321635 მეცნიერების მიერ შეფასებულია, როგორც მოჩვენებითი, და მიეკუთვნება Galactic Center Radio Transients-ის ჯგუფს. ამ ცნებაში ხვდება აფეთქების შედეგად გამოყოფილი ენერგიის კაშკაშა წყაროები.

მათი წარმოშობა უცნობია, მაგრამ ბოლო ვერსიით, ასეთი ენერგიის გამოსხივება შეუძლია ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონულ ვარსკვლავებს.

topnews.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here