Home ახალი ამბები მსოფლიო “ირანი გაანადგურებს აშშ-ს და მის მოკავშირეებს, თუ ისინი წითელ ხაზებს გადაკვეთენ”

“ირანი გაანადგურებს აშშ-ს და მის მოკავშირეებს, თუ ისინი წითელ ხაზებს გადაკვეთენ”

1125
ირანი

ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა მთავრობის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, რომ ირანი გაანადგურებს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაკვეთენ თეირანის წითელ ხაზებს.

“ჩვენ დიდი მოთმინება გამოვიჩინეთ… ჩვენ მოვითმინეთ ამერიკის, სიონისტური რეჟიმის (ისრაელი) და საუდის არაბეთის ბრძოლა ირანის წინააღმდეგ… მაგრამ ჩვენ მათ გავანადგურებთ, თუ ისინი გადაკვეთენ ჩვენს წითელ ხაზებს”, _ განაცხადა ჰოსეინ სალამიმ.

25 ნოემბერს ირანში მთავრობის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია გაიმართა. დემონსტრანტები რევოლუციის მოედანზე შეიკრიბნენ დროშებითა და ლოზუნგებით “სიკვდილი ამერიკას”, “სიკვდილი ისრაელს”, შემდეგ კი საჯაროდ დაწვეს ამერიკის დროშები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here