ერაყსა და სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხების შემდეგ დასავლეთის ძალებს მოთარეშეთა შეიარაღებული დაჯგუფებები ავღანეთსა და ცენტრალურ აზიაში გადაჰყავთ, _ მიიჩნევს ირანის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ახმედ ვაჰიდი. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” სააგენტო tasnim–ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერაყის პრემიერმინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ დეკემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის ქვეყანაში კოალიციის სრული გამარჯვებით დამთავრდა ომი “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ. ვლადიმერ პუტინმა კი 11 სექტემბერს გასცა ბრძანება რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილების სირიის არაბული რესპუბლიკიდან გაყვანის შესახებ. უფრო ადრე, ნოემბრის ბოლოს, თეირანმა განაცხადა, რომ “ისლამური რესპუბლიკა” ერაყსა და სირიაში განადგურებულია.