საქართველო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებების შინაარსზე კომენტარი გააკეთა.
“საქმე ეხება ოთხ საკითხს, რომელზეც შევთანხმდით ვენეციის კომისიასთან. საუბარია ბონუს სისტემის გაუქმებაზე, ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე, ასე ზუსტდება რწენის თავისუფლებასთან დაკავშირებული ჩანაწერი და ზუსტდება ჩაანაწერი საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების შესახებ. ეს ოთხი ცვლილებება შევა კონსტიტუციაში. შეიქმნება კომისია და ეს კომისია იმუშავებს ერთი თვის განმავლობაში და შემდეგ დაიწყება საპარლამენტო განხილვები,”- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, განხილვებში ყველა იქნება ჩართული, მათ შორის პრეზიდენტი, მესამე სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
კონსტიტუციაში ახალი რედაქციის ძალაში შესვლის შემდეგ პარლამენტი მორიგი ჩასწორებებისთვის ემზადება. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, სავარაუდოდ, ბიუროს დღევანედლ სხდომაზე მოხდება.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ორი მოსმენით მიღება 15 დეკემბრამდე მოხდება. პროექტს მესამე მოსმენით, საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ.
13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია. ოპოზიციამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობა არ მიიღო. კონსტიტუციის პროექტს ხელი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 19 ოქტომბერს მოაწერა.
ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა 6 ოქტომბერს დაამტკიცა.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.