Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი ზარქუა – შვედი პოლიტიკოსები უბედურ დღეში არიან, ნოტაციებს გვიკითხავდნენ, გამჭვირვალეობის კანონი...

ირაკლი ზარქუა – შვედი პოლიტიკოსები უბედურ დღეში არიან, ნოტაციებს გვიკითხავდნენ, გამჭვირვალეობის კანონი როგორ მიიღეთო, ახლა ანტიდემოკრატიული გამონათებები რომ აქვთ, თურმე კანონი უნდა მიიღონ

შვედი პოლიტიკოსები უბედურ დღეში არიან, რადგან ნოტაციებს გვიკითხავდნენ, გამჭვირვალეობის კანონი როგორ მიიღეთო და არასამთავრობო ორგანიზაციები საიდან ფინანსდებიან, რატომ უნდა იცოდეთო. ახლა უკვე ანტიდემოკრატიული გამონათებები რომ აქვთ, თურმე შვედეთში კანონი უნდა მიიღონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, მსგავსი ადამიანები ხალხის ინტერესებს საკუთარ სახელმწიფოშიც არ წარმოადგენენ.

„რა გითხრათ, საბრალონი არიან. ერთ საათში განსხვავებული პოზიციების დაფიქსირება შეუძლიათ. შვედი პოლიტიკოსი აქ იყო და ხალხს დამხობისკენ მოუწოდებდა, ეტყობა, ეს დაავიწყდათ. ზუსტად ვიცით, ისინი ხალხის ინტერესებს საკუთარ სახელმწიფოშიც არ წარმოადგენენ. ისინი აგენტურა არიან „დიფ სთეითის“, როგორც ტრამპი უწოდებს. ისინი მთელ მსოფლიოში არიან მოდებული და გვარებით ვიცით, მათ შორის დანიაში, შვედეთში, აღმოსავლეთ ევროპაში, ვის რა ინტერესები აქვთ და რა ამოძრავებთ“, – განაცხადა ზარქუამ.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here