Home ახალი ამბები მსოფლიო ინსტრუქციები “ვაშინგტონური მაიდნისთვის”

ინსტრუქციები “ვაშინგტონური მაიდნისთვის”

367
ინსტრუქციები “ვაშინგტონური მაიდნისთვის”

აშშში პოპულარულმა ვებგვერდმა Politico გამოაქვეყნა მასალაყოველდღიური გზამკვლევი იმის შესახებ, რა მოხდება, თუკი არჩევნები სასურველი მიმართულებით არ წარიმართება. წერილში ლაპარაკია საინტერესო დოკუმენტზე, რომელიც ორიოდე კვირის წინათ ტრამპისტვიტერისმეშვეობით გავრცელდა. ეს დოკუმენტი პრეზიდენტის გარემოცვას ჩაუვარდა ხელში და ტრამპმაც თავისი მოწინააღმდეგეების გეგმები ფართო აუდიტორიას გაუზიარა.

38-გვერდიანი დოკუმენტის სახელწოდება უბრალო და გასაგებია _ “შევაჩეროთ გადატრიალება” და მასში “სუნთქავს” ცნობილი ამერიკელი მოღვაწის, “ფერადი რევოლუციების” იდეოლოგის, აწ გარდაცვლილი, მაგრამ მუდამ ცოცხალი ჯინ შარპის სული. დოკუმენტში პუნტობრივად არის მოთხრობილი, “როგორ არ უნდა დაუშვან ხელისუფლების მიტაცება (წყეული ტრამპის მიერ)” და თვითონ დაეუფლონ ძალაუფლებას.

გეგმის შემქმნელია ორგანიზაცია Disruption Project-ი, რაც ითარგმნება, როგორც “ნგრევა”.

Disruption Project-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ: “პროექტი ეძღვნება ამბოხების, წინააღმდეგობისა და პირდაპირი მასობრივი მოქმედების მხარდაჭერას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ადამიანების დიდი მასები აღდგებიან რასობრივი კაპიტალიზმის, ჰეტეროსექსუალური პატრიარქატის, თეთრების უპირატესობისა და მოსულთა კოლონიალიზმის უსამართლო სისტემის წინააღმდეგ, ჩვენ შევძლებთ სისტემის დემონტაჟს. ჩვენ ვნახეთ, როგორ დაამხეს არაძალადობრივი ამბოხებით დიქტატურა და არალეგიტიმური მთავრობები სხვა ქვეყნებში”.

ინსტრუქციები “ვაშინგტონური მაიდნისთვის”

გეგმის პირველ ნაწილში ნათქვამია, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს (ავტორებს ეს, საერთოდ, არ აინტერესებთ _ ისინი მოუწოდებენ ადამიანებს, ქუჩაში გამოვიდნენ ხმების დათვლამდე და შედეგების გამოცხადებამდე), მნიშვნელოვანია, ვინ გამოაცხადებს გამარჯვებას და, შესაბამისად, არ შეიძლება ეს გააკეთონ ტრამპისტებმა.

“აუცილებელია ყველა ხმის დათვლა: ბევრ შტატში არის კანონები, რომლებიც კრძალავს ხმების დათვლას 3 ნოემბრამდე. ეს ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ დადგება პერიოდი, როცა აშკარა გამარჯვებული არ იქნება. ჩვენ 14 დეკემბრამდე გვაქვს დრო (ამ დღეს შეიკრიბება ამომრჩეველთა კოლეგია), მივაღწიოთ ხმების დათვლას. ყოველ შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ საჯარო მოქმედებებისთვის და მოვითხოვოთ ხმების დათვლა გამარჯვებულის გამოცხადებამდე.

მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და სოციალური ქსელების სააგენტოების წნეხში მოქცევა გამარჯვებულის გამოცხადებაზე უარის თქმის მიზნით; ტრამპის სასარგებლო კენჭისყრის გამოცხადებისთვის წინააღმდეგობის გაწევა; ხმების ფიზიკური დაცვა კონტრსაპროტესტო აქციის წარმომადგენლებისგან, ფედერალური აგენტებისა და თეთრი რასის უპირატესობის მომხრეთაგან _ აი ეს არის შესაძლო მოქმედებები ამ მომენტისთვის”.

jpgazeta.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here