ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში თბოელექტროსადგურის აფეთქების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 64 დაშავდა, რომელთაგან უმეტესობა კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Hindustan Times ავრცელებს.
თავდაპირველად ინფორმაცია 20 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.