Home სხვადასხვა დაიჯესტი ინგლისის ეკლესიას ბრალი დასდეს ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტების დამალვაში

ინგლისის ეკლესიას ბრალი დასდეს ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტების დამალვაში

306
ინგლისის ეკლესიას ბრალი დასდეს ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტების დამალვაში

ინგლისის ეკლესიამ თავი ვერ გაართვა სექსუალური დანაშაულისგან ბავშვების დაცვის საქმეს და წლების განმავლობაში მფარველობდა დამნაშავეებს, _ ნათქვამია ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის შემსწავლელი დამოუკიდებელი ჯგუფის მოხსენებაში.

“ათწლეულების განმავლობაში ინგლისის ეკლესია ვერ ახერხებდა ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვას მათგან, ვინც სექსუალურ დანაშაულს სჩადიოდა. ამის ნაცვლად ეკლესიამ შექმნა კულტურა, რომელშიც დამნაშავეებს დამალვა შეეძლოთ, მსხვერპლნი კი აბრკოლებენ ინფორმაციის გასაჯაროებსს”, _ ამბობს გამოძიების ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსის ჯეი.

მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ 1940-იანი წლებიდან 2018 წლამდე ეკლესიის 390 წარმომადგენელი ან ეკლესიასთან დაკავშირებული ნდობის ჯგუფების წევრები ბავშვების წინააღმდეგ დანაშაულში იყვნენ შემჩნეულნი.

მაგრამ ამ შემთხვევებს შორის ბევრს ეკლესია დანაშაულად არ მიიჩნევდა, დამნაშავეებს უფრო უჭერდნენ მხარს, ვიდრე დაზარალებულებს. ამის ერთ-ერთ მაგალითად მოხსენებაში დასახელებულია მანჩესტერის ტაძრის წინამძღვრის, რობერტ უოდინგტონის, საქმე. ამ ღვთისმსახურს ეს თანამდებობა 1984-დან 1993 წლამდე ეკავა. გარდაიცვალა ონკოლოგიური სნეულებით 2007 წელს. 1999 წელს მას იორკელ არქიეპისკოპოს დევიდ ჰოუპთან უჩივლეს (ამჟამად იგი ლორდთა პალატის წევრია), მაგრამ არქიეპისკოპოსმა განაცხადა, რომ უოდინგტონი ასე არ მოიქცეოდაო.

მოხსენებაში მითითებულია ისიც, რომ სასულიერო პირებს ახალ თანამდებობებზე ამწესებდნენ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ჩადენის მიუხედავად.

“ეკლესია თავისი რეპუტაციის დაცვას ამჯობინებდა, სერიოზულად არ აღიქვამდა უმწეოთა შეურაცხყოფის ფაქტებს, შექმნა კულტურა, რომელსაც დამნაშავეები პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად იყენებდნენ”, _ ნათქვამია მამხილებელ მოხსენებაში.

ცნობილია, რომ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ ინგლისის ეკლესიამ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

“მოხსენება გამაოგნებელია. ეკლესიამ დასკვნები უნდა გამოიტანოს ამ გამოკვლევიდან”, _ ნათქვამია ჰადერფილდის ეპისკოპოსის _ ჯონათან გიბსის განცხადებაში, რომელიც მან მთელი ეკლესიის სახელით გააკეთა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here