Home სხვადასხვა დაიჯესტი ინგლისელებს მასობრივ გაღარიბებაზე “დატესტავენ”

ინგლისელებს მასობრივ გაღარიბებაზე “დატესტავენ”

ინგლისელებს მასობრივ გაღარიბებაზე “დატესტავენ”

ოქროს მილიარდისცხოვრების სტანდარტები განუხრელად მცირდება და უარესდება. ბრიტანელებისთვის ავტომობილი მალე აღარ იქნება გადაადგილების უბრალო საშუალება. ავტომობილის კვალდაკვალ ფუფუნების საგნების ჩამონათვალში შეიძლება მოხვდეს ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, წამალი და გათბობა.

ამ ყველაფრის მიზეზია ბრძოლა გლობალურ დათბობასთან, რომელიც, როგორც ზოგიერთი ამბობს, ყველა ბუნებრივ კატასტროფაზე საშინელი შეიძლება იყოს. ამ ბრძოლის დაწყებას გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მოსინჯავენ _ “ცივილიზებული სამყაროს პეტრას ფინჯანში”, როგორც ამ ქვეყანას უწოდეს სერიალ “შერლოკში”.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამ დღეებში აპირებს “კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის” გეგმის გამოცხადებას. მიზანი ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ნულამდე შემცირებაა. ეკოლოგიური ვითარებით შეწუხებული საზოგადოება ელის, რომ ჯონსონი უკე 2030 წლისთვის აკრძალავს წარმოებას და შესყიდვას იმ ავტომობილებისა, რომლებიც ბენზინზე ან დიზელზე მუშაობს.

რადიკალურად განწყობილი ეკოლოგების დოგმების მიხედვით, სამრეწველო საწარმოები, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობს ბრიტანეთში, უნდა დაიხუროს, ხოლო იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ ზრუნავენ ნახშირორჟანგის შემცირებაზე, დიდი თანხით უნდა დაიბეგროს. საცხოვრებლებიც ეკოლოგიურად სუფთად უნდა გათბეს, რაც ბევრისთვის გათბობაზე უარის თქმას ნიშნავს.

დათბობასთან ბრძოლა სინამდვილეში წარმოადგენს პროტექციული ზომების ერთობლიობას, რომლებმაც უნდა შეაკავოს ეკონომიკური ექსპანსია ისეთი ქვეყნებისა, როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი, ბრაზილია. მაგრამ ამ ზომებმაოქროს მილიარდისქვეყნებსაც შეიძლება ძლიერად დაარტყას.

თუ მსგავსი გეგმა მართლაც განხორციელდება, ერთ-ერთი მდიდარი ქვეყნის მცხოვრებნი ამჟამინდელ ფასებში ვეღარ შეიძენენ იაფფასიან ავტომობილებს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, ვერც წამლებსა და საკვებ პროდუქტებს, ამასთანავე, არ ექნებათ გათბობა. იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა განადგურებული მრეწველობით განწირული იქნება ყველაფრის დეფიციტისთვის, ბრიტანელთა სამომხმარებლო სტანდარტები მეორე მსოფლიო ომის პერიოდის სტანდარტებამდე დავა _ პროდუქტები ბარათებით, ყავის ნაცვლად ვარდკაჭკაჭა და შავ ბაზარზე ნაყიდი ქალის წინდები.

სიტუაციის პიკანტურობა არის ის, რომ ჯონსონი დაპატენტებული კლიმატური დისიდენტია. როგორც ტრამპს, მასაც არასოდეს სჯეროდა გლობალური დათბობის და დაუფარავად დასცინოდა ეკოლოგების ისტერიკას. “თუ პინგპონგის თამაშისას გავოფლიანდები, ამას გლობალურ დათბობას არ დავაბრალებ”, _ წერდა ის ერთერთ გაზეთში 4 წლის წინათ.

ბრექსიტზე მოლაპარაკებების გადავადებით ბრიტანეთის პრემიერმინისტრი იმედოვნებდა, რომ შეძლებდა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობის მოწესრიგებას და ყველა იმ შეზღუდვის თავიდან აცილებას, რომელთა დაწესებასაც ევროპელები თავიანთი მწარმოებლებისთვის აპირებენ. კუნძული უნდა გადაქცეულიყო რაღაც საერთოევროპულ ოფშორად თავისი საგადასახადო, შრომითი და ეკოლოგიური კანონმდებლობით, მაგრამ ასე არ მოხდა.

კერი საიმონდსი და ბორის ჯონსონი
კერი საიმონდსი და ბორის ჯონსონი

ევროკავშირთან ვაჭრობა რომ არ შეწყდეს, საჭიროა, დაიწყოს ბრძოლა დათბობასთან _ მან დიდი ეკონომიკური პრობლემებიც რომ შექმნას. დამატებითი სტიმულია აშშ-ის ხელისუფლების სათავეში ჯო ბაიდენის გუნდის მოსვლა, რომელიც შეეცდება Green Deal-ის (“მწვანე გარიგების”) განხორციელებას. Green Deal ითვალისწინებს ინდუსტრიის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის პრაქტიკულად განადგურებას იმისთვის, რომ ყველა რესურსი მიმართული იყოსსუფთაენერგეტიკისკენ. და, მიუხედავად ამ გეგმის აბსურდულობისა ეკონომიკური თვალსაზრისით, ჯონსონი იძულებულია, ფეხი აუწყოს უფროს პარტნიორს.

რა თქმა უნდა, თავისი ქვეყნის მოსახლეობისთვის იმის თქმა, რომ ელის გაჭირვება, ისეთი, როგორიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იყო, თანაც აბსოლუტურად გამოგონილი საბაბით, ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია. ეს ჯონსონს აშკარად არ სურს. რამდენიმე დღის წინათ ის თვითიზოლაციაშიც კი გადავიდა კორონავირუსით ინფიცირების მომიზეზებით, თუმცა ეს დაავადება ზაფხულში უკვე გადაიტანა და, მისივე აღიარებით, “ანტისხეულებს აფრქვევს”.

“ბუნების დაცვას” ახლავს კიდევ ერთი პრობლემა: გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა გეგმა ითვალისწინებს ეროვნული მთავრობის მიერ თავიანთი უფლებამოსილებების გადაცემას გაუგებარი სტრუქტურებისთვის. ასეთია, მაგალითად, ჯონსონის გეგმის პროტოტიპი _ ბილი კლიმატისა და ეკოლოგიის სფეროში საგანგებო მდგომარეობის შესახებ”. რადიკალი ეკოლოგების მიერ შედგენილი ამ დოკუმენტს, უკვე წელიწადია, აპიარებენ ბრიტანეთში საპროტესტო მიტინგების მეშვეობით. მას მხარს უჭერს აქტივისტების ჯგუფი სახელწოდებით Extinction Rebellion-ი _ “გადაშენების პირას მყოფთა ამბოხება”.

“გადაშენების პირას მყოფნი” ამერიკელი ოლიგარქების კმაყოფაზე იმყოფებიან. ამ ოლიგარქებს შორის არიან ლეგენდარული კლანების წარმომადგენლები _ გეტები და კენედები.

ბილის მთავარი პუნქტი არის იდეა იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა აიღოს ვალდებულება, ქვეყანაში გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა კლიმატის სფეროში და ამ თემაზე თავისი გადაწყვეტილებები შეათანხმოს კლიმატის ცვლილების კომიტეტთან.

გამოდის, ბირთვული სახელმწიფოს ლიდერმა ანგარიში უნდა ჩააბაროს ვიღაც პირებისგან დანიშნულ და, ღმერთმა უწყის, ვისგან დაფინანსებულ მეცნიერებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ცხოველთა დამცველებს. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს კონცეფცია მოწონებოდა ჯონსონს.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი, ბილის თანახმად, უნდა გააკონტროლოს რაღაც “სამოქალაქო ასამბლეამ” _ ეკოაქტივისტებისგან შექმნილმა კიდევ ერთმა სრულიად ახალმა ორგანომ. საკანონმდებლო ნოველები წარმოაჩენენ ყველა კლიმატური ტანჯვაწვალების არსს _ ეს არის ეროვნულ ლიდერებზე კონტროლის დამყარება ახალი სტრუქტურების მიერ, საბაბი კი სწორედსაგანგებო მდგომარეობაუნდა იყოს.

კლიმატური ცვლილებების გარშემო ბრძოლა კარგა ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ 2050 წლისთვის ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილები აეკრძალათ, შემდეგ ეს 2040 წლისთვის გადაიტანეს. მისი უდიდებულესობა დედოფლის ხაზინის წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ დათბობის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ბრძოლისთვის ფული არ ეყოფოდათ. კლიმატის ცვლილების კომიტეტში ფიქრობენ, რომ ბრიტანეთმა ამ ბრძოლაში 10-ჯერ მეტი თანხა უნდა დახარჯოს, ვიდრე დღეს ხარჯავს, არადა, 2020 წლის ბიუჯეტი ისედაც დეფიციტურია 400 მლრდ გირვანქა სტერლინგით.

ყველაფერი სწრაფად შეიცვალა, როდესაც პრემიერმინისტრს ბედნიერი სიყვარული ეწვია. მისი რჩეულია კერი საიმონდსი, რომელსაც ტაბლოიდებმა უკვე შეარქვეს დედოფალი კერი. თებერვალში წყვილმა ნიშნობის შესახებ განაცხადა, აპრილში კერიმ ჯონსონს ვაჟი გაუჩინა, ივლისში კი დაუნინგ-სტრიტის #10-ში გადავიდა.

კერი საიმონდი უბრალო ოჯახიდან არ არის. ის ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრის შვილთაშვილი, პოპულარული ჟურნალისტის ქალიშვილი და ქვეყნის ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსებისა და მათი ცოლების მეგობარია. ამას გარდა, ის არის თავგამოდებული ეკომებრძოლი, რომელმაც ცხოვრება ზღვის ბინადართა შენარჩუნებასა და სოფელში ცხოველების უფლებების დაცვას მიუძღვნა.

დაუნინგ-სტრიტზე გადასვლის შემდეგ ტაბლოიდებმა კერის დედოფალი შეარქვეს. თავისი 32 წლის მეგობარი ქალის გავლენით 56 წლის ჯონსონმა სმას თავი დაანება (საარჩევნო კამპანიის პერიოდში), წონა დაიკლო, გახდა ვეგანი (ცოტა ხნით) და თმაც შეიკრიჭა. კერის მეგობრები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან წრეში სახელწოდებით FOC’S (FRENDS OF CARRY), მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ, კერის მეგობარი რიში სუნაკი ხაზინის კანცლერი გახდა, ეკობრძოლებში მხარდამჭერი ზაკ გოლდსმიტი კი ლორდთა პალატაში მოხვდა. ამბობენ, რომ ჯონსონის მთავარი მრჩევლის, დომინიკ კამინგსის, ხმაურიანი გადადგომაც დედოფალ კერის მოთხოვნით მოხდა. არ არის გამორიცხული, რომ ჯონსონის რთული გარდასახვა კლიმატური დისიდენტიდან დათბობის წინააღმდეგ მებრძოლად მისი მეგობარი ქალის დამსახურება იყოს.

საინტერესოა, რომ კერი საიმონდსი მუშაობს საქველმოქმედო ფონდ Vibrant Oceans-ში, რომელსაც აფინანსებს მაიკლ ბლუმბერგი, ამერიკელი მილიარდერი, საინფორმაციო გიგანტ “ბლუმბერგის სააგენტოს” მფლობელი და გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი დიდი სპონსორი და ლობისტი.

საუბრები იმაზე, რომ ეროვნულ ლიდერებს ზეეროვნული ფინანსური სტრუქტურები აკონტროლებენ, ჩვეულებრივ იაფფასიან კონსპიროლოგიად მიიჩნევა, მაგრამ ჯონსონი თავისი პირადი მაგალითით აჩვენებს, რა უცნაურად შეიძლება გადაიხლართოს რომანტიკა და პოლიტიკა, ქვეყნის მართვა და გლობალური კონტროლი, ამერიკელი მილიარდერის ინტერესები და დიდი ბრიტანეთის საშუალო კლასის სამომავლო გაღარიბება.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here