ადამიანისადმი უმადურობა, საზოგადოდ, ცოდვაა, თუმცა, პიროვნული უმადურობის გარდა, არსებობს ისტორიული უმადურობაც და სწორედ ისტორიული უმადურობის გამოა ჩვენს თავს დამტყდარი ღვთის რისხვის დროსა და სივრცეში გაწელილი პროცესი, ანუ ის, რაც ბოლო 25-30 წლის განმავლობაში ხდება: დავკარგეთ ძირძველი ტერიტორიები; ისედაც კატასტროფულ დემოგრაფიულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ემიგრაციის შეუქცევადი პროცესი და პირიქით, უცხოტომელთა უკონტროლო მიგრაცია საქართველოში, რაც, ყველაზე “ოპტიმისტური” პროგნოზით, სულ რაღაც, 20-30 წელიწადში კატასტროფით დასრულდება _ ქართველები საქართველოში ეროვნულ უმცირესობაში აღმოვჩნდებით.
უარესი გველის უახლოეს მომავალში, თუ დროზე არ მოვეგეთ გონს და 180 გრადუსით არ შევცვალეთ საშინაო და საგარეო პოლიტიკის ვექტორები. სოროსის გრანტებით გონებადაბინდული თითო-ოროლა პროვოკატორის გარდა, დღეს ბრმისთვისაც ნათელია, რომ ერეკლე მეორემ გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერით უალტერნატივო არჩევანი გააკეთა, ამიტომაც უწოდა სტალინმა მის ამ ნაბიჯს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, თუმცა, არ ვიცი, მართებულია თუ არა, ცუდი უწოდო ქართველი ერის ფიზიკური განადგურებისა და ზნეობრივი გადაგვარების საფრთხისგან გადარჩენას.
აღარაფერს ვიტყვი საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებაზე _ 1850 წელს, ანუ გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერიდან 68 წლის შემდეგ, ნოვგოროდის “იარმარკაზე” ქართველმა ვაჭრებმა მილიონ რუსულ ოქროს მანეთზე მეტი (დღევანდელი კურსით რამდენი მილიარდი დოლარია, ამის კონვერტაცია რუსოფობმა “ზაპადნიკებმა” გააკეთონ) ეკვივალენტის საქონელი ჩაიტანეს.
რა თქმა უნდა, ისიც ძალიან “ცუდი” ქნეს რუსებმა, რომ მყისვე შეწყდა ლეკიანობა და ტყვეთა სყიდვის სამარცხვინო პროცესი, რასაც ვერ ვიტყვით კერძო ბიზნესზე (თუ ასე თქმა შეიძლება), ქართველთა წვრილ-წვრილი ბანდები კიდევ დიდხანს იტაცებდნენ საკუთარ სისხლსა და ხორცს, რაც, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ “საზიზღარი” რუსების ბრალი იყო _ სტამბოლის მონათა ბაზარი მე-19 საუკუნის 50-იან წლებამდე არსებობდა.
მწერლობა?
რუსთაველის შემდეგ (თუ არ ჩავთვლით დავით გურამიშვილს, თუმცა რატომ უნდა ჩავთვალოთ?! რუსეთის იმპერიაში რომ არ გადაეგდო ბედს, ვეჭვობ, ქაოსით მოცულ საქართველოში პოეზიისთვის მოეცალა), სპარსული პოეზიის მდარე თარგმანების გარდა, ხეირიანი არაფერი შექმნილა და სწორედ რუსეთის იმპერიაში აჭიხვინდა ტატოს მერანი, ხოლო მოგვიანებით 60-იანელების შემოქმედებამაც ამოხეთქა _ ილია, აკაკი, ვაჟა და სხვ.
პირველი ქართული გაზეთი, თეატრი, იტალიური ოპერა… წერა–კითხვა რომ ისწავლეს ქართველებმა? და მთავარი _ თუ მე-19 საუკუნის დამდეგს საქართველოს მოსახლეობა, დიდი–დიდი, 700 ათასი იყო, საუკუნის დამლევს ამ რაოდენობამ რამდენჯერმე მოიმატა.
ჩვენი რუსოფობი “ზაპადნიკების” ყურის გასახედნად კიდევ ბევრი “ბოროტების” ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, ესეც ზედმეტია, რადგან მათთან კამათი და წყლის ნაყვა, ერთი და იგივეა _ მათ მხოლოდ რამდენიმე სტერეოტიპული “რკინის არგუმენტი” აქვთ ზემოთ თქმულის საპირწონედ: რუსებმა მეფობა გაგვიუქმეს, იმპერიის შემადგენლობაში ძალით შეგვიყვანეს და ა.შ., არადა, საკმარისია, თვალი გადაავლონ რუსეთის იმპერატორისთვის გაგზავნილ გიორგი XIII-ის წერილებს, რომ დარწმუნდნენ თავიანთი რუსოფობიული კლიშეების არადეკვატურობაში.
ისე არავინ გამიგოს, თითქოს რუსეთის იმპერიის იდეალიზებას ვცდილობ. თუ მაინც გამოჩნდებიან ასეთნი, თავის დასაცავად ილია ჭავჭავაძეს მოვუხმობ.
ის სიკეთეები და ბოროტებანი, რომლებიც ობიექტურად თუ სუბიექტურად ვიგემეთ რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, ისტორიის სასწორზე აწონ–დაწონა დიდმა ილიამ და, რადგან სიკეთემ გადაწონა ბოროტება, 1899 წელს დაწერა ბრწყინვალე პუბლიცისტური წერილი “ასის წლის წინათ”, რომელიც რუსის ჯარის საქართველოში პირველად შემოსვლის იუბილეს მიუძღვნა. დიახ, იუბილეს, რადგან საქართველოს უგვირგვინო მეფე მხოლოდ დადებით კონტექსტში განიხილავს 100 წლის წინათ რუსის ჯარის შემოსვლას, საქართველო–რუსეთის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებსაც, რომელიც წინ უძღოდა გეორგიევსკის ტრაქტატს და უფრო მეტიც, ქება–დიდებითა და აშკარა მადლიერებით მოიხსენიებს ერთმორწმუნე რუსეთს!
როდესაც ილიას ავტორიტეტს მოიშველიებ რუსოფობებთან კამათში, უკეთეს შემთხვევაში, “ჩვენი თავი, ჩვენადვე გვეყუდნეს”, ეგეც ხომ ილიამ სთქვაო, თავიანთი მოკლე ჭკუით ნიშნს გიგებენ და უარესში იმასაც კი კადრულობენ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატ ილია ჭავჭავაძეს ეს წერილი “ოხრანკამ” დაუკვეთა და გვარიანი თანხაც გადაუხადესო…
ნუ, “ოხრანკასთან” ილიას თანამშრომლობაზე რა უნდა ვუპასუხოთ ამ მართლა დასავლეთის “ოხრანკების” აგენტებს, იმის გარდა, რომ, უკეთეს შემთხვევაში, საფეთქელთან თითი დავიტრიალოთ, უარესში კი _ ჯიშ–ჯილაგი ვაგინოთ?
რაც შეეხება ლელთ ღუნიას მიერ ილიას ფიქრის გახმოვანებას, “ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს”, 1861 პეტერბურგიდან დაბრუნებულმა, 24 წლის ანუ ჯერ კიდევ ყმაწვილკაცმა ილია ჭავჭავაძემ თქვა, ხოლო ის წერილი, რომლის გამოც “ოხრანკის” აგენტობას სწამებენ რუსოფობი თხები ილია მართალს, 62 წლის დაბრძენებულმა, უკვე საქართველოს უგვირგვინო მეფედ შერაცხილმა ილიამ დაწერა. აკაკიმაც “დამეხსენი ჩრდილოელო” (ლელთ ღუნიასთან ერთად ესეც ხელზე აქვთ დახვეული რუსოფობ თხებს), აგრეთვე, ყმაწვილკაცობაში შექმნა, ხოლო დაბრძენებულმა დაწერა პოემა “11 ენკენის თვე”, რომელშიც საქართველოს ბულბული ერთმორწმუნე რუს ხალხთან მარადიულ მეგობრობას უგალობს…
ყმაწვილკაცობით მოუვიდა გრიგოლ ორბელიანს, რომ 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გახდა, მაგრამ დაბრძენებული იმაზე ლოცულობდა _ ღმერთმა არ ქნას, რუსებს საქართველოზე გული აუცრუვდეთ და აქედან წავიდნენ, აბა, მერე ნახეთ ლეკიანობა და საქართველოს გაგლეჯ-გამოგლეჯაო.
იმპერიების საერთო მახასიათებელია ის, რომ მეტროპოლია უმოწყალოდ ძარცვავს კოლონიებს და, შესაბამისად, იმპერატორი ერი ცხოვრობს ყველაზე უკეთესად. ასე იყო რომის, ბიზანტიისა და ბრიტანეთის იმპერიებში, რომლის ბიუჯეტის 60 % კოლონიების ხარჯზე ივსებოდა.
ამ მხრივ ერთადერთი რუსეთის იმპერია იყო უცნაურად გამორჩეული _ კი არ ძარცვავდა თავის კოლონიებს, არამედ პირიქით _ იქით აჭმევდა და ასმევდა. ყველაზე გაჭირვებული და უუფლებო კი რუსი ერი იყო. ეს რომ ასეა, იმ თაობათა წარმომადგენლები დამიდასტურებენ, რომლებსაც სსრკ-ში მოგვიწია ცხოვრება.
ბელარუსის რესპუბლიკის გარდა, უკლებლივ ყველა მოკავშირე რესპუბლიკა დოტაციური იყო და, რა თქმა უნდა, რუსეთის ბიუჯეტის ხარჯზე. რუსეთის მიერ წარმოებული საერთო ეროვნული პროდუქტის ერთი მესამედი მოკავშირე რესპუბლიკების ბიუჯეტში ირიცხებოდა და, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ ემატებოდა ისევ და ისევ რუსეთის ხარჯზე.
დოტაციურობის რეკორდსმენები ბალტიისპირეთისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკები იყვნენ.
ამ შემთხვევაში საქართველო გვაინტერესებს და ვიტყვით: საქართველოში, 1990 წლის მონაცემებით, მთლიანი ეროვნული პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე 12 ათასი დოლარის ეკვივალენტ თანხას აჭარბებდა. “მჩაგვრელ” და “უზურპატორ” საბჭოთა კავშირში “ჩაგრული” და “დამონებული” საქართველო, ყველაზე კრიტიკული გათვლებითაც კი, 4-ჯერ მეტს მოიხმარდა, ვიდრე აწარმოებდა.
ამიტომ იყო “უზურპირებული” საქართველოს სოფლად თუ ქალაქად მუდმივი დღესასწაული, მწვადებისა და ყანწების ტრიალი. ამის შემხედვარე რუსეთის “გლუბინკიდან” ჩამოსულ ტურისტებს, რომლებისთვისაც ქარხნების საამქროებში მუხლჩაუხრელი გარჯა ლამის ცხოვრების წესი იყო, თავი, საბჭოეთში კი არა, სამოთხეში ეგონათ.
ხელოვნება, კულტურა, კინო, თეატრი, მწერლობა?
ერთს ვიტყვით მხოლოდ _ კინოსტუდია “ქართული ფილმი” წელიწადში ორმოცამდე სრულმეტრაჟიან ფილმს იღებდა.
დღეს?
5-6 ფილმი და ისიც საეჭვო ხარისხის.
ჰოდა, დავდგეთ ახლა და იეთიმ გურჯივით “ვაი, რა დავკარგე” ვიმღეროთ…
იმდენი ვუძახეთ სსრკ-ს იმპერია, სანამ არ მოირყა და დაინგრა, ხოლო მათი უმრავლესობა, ვინც ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ტალღაზე მოვიდა, უნიჭო კრეტინები ან დასავლეთის ნიჭიერი აგენტები აღმოჩნდნენ, რომლებიც გაიძახოდნენ, ოღონდ რუსეთის იმპერიას დავუსხლტეთ ხელიდან და ბალახს ვიკმარებთ საჭმელადო, ამის სანაცვლოდ, დღემდე იკვებებიან “სტრატეგიული პარტნიორების” ნასუფრალით. ასეა დღესაც _ ხელისუფლებაში ისევ უნიჭოები ან ნიჭიერი მოღალატე “სოროსისტები” სხედან.
მიუხედავად ტოტალური ანტირუსული ისტერიკისა, ენ-დი-აი-ს კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 41 % თვლის, რომ რუსეთის არმია აშშ-ის არმიაზე ძლიერია; მომატებულია ევრაზიის კავშირის მომხრეთა რაოდენობა და, მიუხედავად ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღებისა, 12 %-ით იკლო ევროკავშირში გაერთიანების მომხრეთა რაოდენობამ.
ენ–დი–აი–ს კვლევის შედეგებით დაზაფრული “რუსთავი 2” (წაიკითხე, სრულიად ლიბერასტული ძალები) ისეთ შოკში ჩავარდა, რომ მისმა ერთ–ერთმა წამყვანმა დაუფარავად შეურაცხყო მაყურებელი, _ აბა, ამის შემდეგ ამათ რა უნდა ველაპარაკოო, ხოლო თენგიზ გოგოტიშვილმა სერიოზულად დაუწყო “შეცდომაში შეყვანილ” მაყურებელს აშშ–ის არმიის უპირატესობის მტკიცება. ამიტომ “შეცდომაში შეყვანილი” 41 %-ის გასაგონად ვიტყვი: ჯერ ერთი _ რუსული იარაღის ძალა მსოფლიომ სირიაში იხილა, და მეორეც _ რაც უნდა ბევრ მაღალტექნოლოგიურ თვითმფრინავსა თუ ტანკს აწარმოებდე, არმიის სიძლიერეს ტექნიკის რაოდენობა კი არა, ამ ტექნიკის მმართველი ჯარისკაცი, მისი მოტივაცია და საბრძოლო სულისკვეთება განსაზღვრავს.
ამას წინათ აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული სამხედრო აკადემია ვესტ-პოინტის ორ კურსდამთავრებულ მფრინავს პირველი ერთნაირსქესიანი ქორწინება გაუფორმა სამხედრო ნაწილის კაპელანმა. აქვე უნდა ითქვას, რომ აშშ-ის არმიაში 80 ათასამდე ლგბტ-პედერასტი მსახურობს, რისი აღნიშვნაც “დაავიწყდა” თენგიზას… ჰოდა, ბრძოლის ველზე 80 ათასი პედერასტის “საბრძოლო ჟინი” აჯობებს თუ 80 ათასი “მუჟიკის”, _ მკითხველმა განსაჯოს.
როგორც ცნობილია, ქართული ჯარი ნატოს სტანდარტების მიხედვით იწვრთნება და, აქედან გამომდინარე, კითხვა ხელისუფლებას: როდიდან აპირებთ ნატოს უახლესი, პედერასტული სტანდარტის დამკვიდრებას ქართულ ჯარში?
დავით მხეიძე
P.S. წელს, 24 ივლისს, გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებიდან 235 წელი სრულდება და საქართველოს იმჟამინდელივით ძლიერი მფარველი სჭირდება, რადგან ჩვენისთანა პატარა ქვეყნის ნებისმიერ ზესახელმწიფოსთან თანაბარუფლებრივი მოკავშირეობა ზღაპარია. ცნობისთვის: გეორგიევსკის ტრაქტატი მფარველობითი იყო და არა სამოკავშირეო…
100%- ით ვეთანხმები