Home ახალი ამბები საქართველო იმედია, პრემიერი დღეს არსებულ ვითომ წესრიგს, სინამდვილეში კი შენიღბულ ბაკქანალიას სააღდგომოდ დაასრულებს

იმედია, პრემიერი დღეს არსებულ ვითომ წესრიგს, სინამდვილეში კი შენიღბულ ბაკქანალიას სააღდგომოდ დაასრულებს

1572
იმედია, პრემიერი დღეს არსებულ ვითომ წესრიგს, სინამდვილეში კი შენიღბულ ბაკქანალიას სააღდგომოდ დაასრულებს

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ მძიმე ფსიქოლოგიური და ეკონომიკური შედეგები მოუტანა ხალხსა და ქვეყანას. ეს შედეგები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის აშკარა და რამდენიმე თვეში იჩენს თავს. ხალხი ჯერჯერობით  დაშინებულია სიცოცხლის დაკარგვის ვირტუალური საფრთხით, მაგრამ ეს შიში საკმაოდ მალე შეიცვლება დუხჭირი სოციალურ-ეკონომიკური რეალობის აღქმით.

საყოველთაო დეპრესიის ფონზე მოდურია ტურიზმის ძაგება, სოციალური ქსელების მომხმარებლები აქტიურად წერენ, რომ “ტურიზმი ეკონომიკა არ არის”, “სოფელი უნდა აღორძინდეს”, “სოფელს უნდა მიხედოს მთავრობამ” და ა. შ. მთავრობაც, თავის მხრივ, გვპირდება, რომ “ყველაფერი კარგად იქნება” და სამოქმედო გეგმაც აქვს, მაგრამ მსჯელობა მხოლოდ ახლა იწყება – პრემიერი გახარია მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შესამუშავებლად.

მაგრამ მსხვილი ბიზნესი სოფლის მეურნეობას ვერ ააღორძინებს, საჭიროა უშუალოდ სოფლად მცხოვრები ადამიანების, გლეხობის, ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერა და წახალისება. საამისო გეგმა არ ჩანს. ცალკეული სპეციალისტები გამოთქვამენ თავიანთ პირად თვალსაზრისს, მაგრამ მთავრობა საპირისპიროს აკეთებს. ნაცვლად ადგილობრივი წარმოების წახალისებისა, სახელმწიფო ისევ იმპორტიორებს ეხმარება.

სოფლის მეურნეობის აღორძინების გეგმას რომ არ უნდა ველოდოთ, იმითაც გამოჩნდა, რომ მთავრობამ აგრარული ბაზრები დახურა. სად უნდა გასაღდეს გლეხის პროდუქცია, თუ არა ასეთ ბაზრებზე? რა გამოდის _ “ყველანი “კარფურში”? სუპერმარკეტებში ფასებიც მაღალია და საქონელიც მეტწილად იმპორტულია. რაც ადგილობრივია (ისიც პირობითად ადგილობრივი _ იმპორტულ რძის ფხვნილზე დამზადებული რძის პროდუქტები თუ ანტიბიოტიკებით გაჟღენთილი ფრინველის ხორცი), მსხვილი ფერმერული მეურნეობებიდანაა, შესაბამისად, გლეხის ადგილი  ქვეყანაში ვერ მოიძებნა.

საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მთავრობა დაინტერესებულია არსებული მდგომარეობით _ სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში ფულის ბრუნვა გაძლიერებულია, სავალუტო ჯიხურები _ დაკეტილი (შესაბამისად, ვალუტის ბრუნვაზეც მონოპოლია აქვს აღებული სახელმწიფოს, თავის ფავორიტ მსხვილ ბანკირებთან ერთად), პოლიტიკური პროცესები _ ჩამკვდარი,  ვირტუალური გლობალური საფრთხის შიშით ხალხი, ასე თუ ისე, კონსოლიდირებულია მთავრობის გარშემო. მთავრობასაც, ასე ვთქვათ, შეიძლება “გაუტკბეს” ეს ვითარება (ამის ნიშნები უკვე აშკარად ჩანს), მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ პრემიერმინისტრი მაინც უფრო შორს იყურება და დღეს არსებულ ვითომ წესრიგს, სინამდვილეში კი შენიღბულ ბაკქანალიას სააღდგომოდ დაასრულებს.

ge.news-front.info

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here