Home ახალი ამბები მსოფლიო ილჰამ ალიევი: მიმიფურთხებია თქვენი ევროპული ღირებულებებისათვის!

ილჰამ ალიევი: მიმიფურთხებია თქვენი ევროპული ღირებულებებისათვის!

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ახალი სკოლის გახსნაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ევროპის ქვეყნების დამოკიდებულებაზე სირიელი და ერაყელი ლტოლვილების მიმართ.

-„ ევროპის სახელმწიფოთა დამოკიდებულებამ ლტოლვილთა მიმართ ნათლად დაგვანახა ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების სახე.
ნახეთ, რა საშინელებები ხდება ვეროპაში, რა ტანჯვა -წამებას უძლებს ომს გამოქცეული უბრალო ხალხი. ნუთუ, ამას ქვია ევროპული ღირებულებები? ესაა,ის პრინციპები, რაზეც ისინი გვეტრაბახებოდნენ მთელი წლები? სად გაქრა მათი ტოლერანტობა? სად არის მულტიკულტურალიზმი? სად არის მათი სიკეთე და გულმოწყალება? ეს არსად ჩანს…
ჩანს მხოლოდ დაპირისპირება რელიგიურ და ნაციონალურ ნიადაგზე, დისკრიმინაცია, ქსენოფობია, ისლამოფობია, ფაშიზმი, რასიზმი… ესაა, ის ღირებულებები, რის გატარებასაც ჩვენთან გეგმავდნენ და გვთავაზობდნენ? ასეთი ღირებულებები ჩვენ არ გვჭირდება , თავად დაიტოვონ!
სწორედ,რომ ღირებულების კრიზის განიცდის დღეს ევროპა. სწორედ, ამიტომ აზერბაიჯანის ახალგაზრდობამ უნდა დაიცვას თავი ასეთი ე.წ. „ღირებულებებისგან“ , რომელიც მიუღებელია კავკასიური სახელმწიფოსთვის.
დღეს აზერბაიჯანი საიმედო ხელშია, ვერავითარი გარე ძალა ვერ შეძლებს მოახდინოს უარყოფითი გავლენა ჩვენს ნებაზე და თავისუფლებაზე.

16 COMMENTS

  1. ინგილოებს რომ ქართულად სწავლა-განათლებას უკრძალავენ და ქართული გვარებით არ სწერენ პასპორტში – ეს ევროპელებისგან ისწავლა ალიევმა ?

    • ევროპამ რომ ლტოლვილები შეიფარა იმდენი მუსლიმ ქვეყნებს არ შეუფარებია და ევროპა საკმარისად ტოლეანტია,ვიდრე თვითონ მდიდარი არაბული ქვეყნები,რომლებიც თავიანთ ძმებს არ ღებულობენ. ევროპას არაფერი აქვს სასაყვედურო.

    • ევროპას ტოლერანტობა არ აკლია! თქვენ რატომ გყავთ ქართველები დაჩაგრულები საინგილოში?რატომ არ აძლევთ ქართული ენის სწავლების უფლებას?გვარის აღიარების უფლებას?ქრისტიანობის გავრცელებას რატომ ეწინააღმდეგებით?ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ქართველები ვერ ამხელდნენ და ჩუმად ლოცულობდნენ ღვთისმშობლის ხატთან.რატომ?საქართველოში კარგად ითხოვენ მეჩეთებს და მათ სარწმუნოებას იცავენ?!

  2. აღარ იცი როგორ ჯობია.მისცე საშუალება სხვა ერების მცხოვრებმა ჩვენს ქვეყანაში გახსნას თავის სკოლები ინსტიტუტები მერე ავტონომიას მოითხოვენ მერე შენთან აღარ მოუნდება და შენი მიწიანად ითხოვენ გასვლას.ან კიდევ როგორც ჩვენთან მაგალითად სომხები მინდა მოვიყვანო მაგალითად უბეში გველებივით გვყავს. სულ იმის მოლოდინში ვართ როდის დაგვგესლავენ.ერთი სიტყვით ალიევმა იცის თავის საქმის. ზოგიერთი რამე იქნებ ჩვენც ისე გავაკეთოდ რომ სახელმწიფო გვერქვას.

    • სრულიად მართალია,სხვას რომ აკრიტიკებენ თავიანთ თავს შეხედონ. ევროპამ კი საკმარისად მუსულმანები მიიღო ზროცა თვითონ მუსულმანური ქვეყნები არ ღებულონებ თავიანთ ერთმორწმუნეებს. ევროპას გასაკრიტიკებელი არაფერი სჭირს,გადატენილია ლტოლვილებით და ვფიქრობ რომ ნამეტანი ტოლერანტია ვიდრე არაბული მდიდარი ქვეყნები ,რომლების მოვალეობაა შეიფარონ ისევ თავიანთი მუსლიმი ძმები.

  3. მიამიტი ხალხი ხართ. ევროპამ ლტოლვილები კი არა ტყვეები მიიღო რომლებიც თავიანთ ფეხით ჩავიდნენ,
    ომი ევროპამ არ დაიწყო დემოკრატიის სახელით?ევროპა და ამერიკა ერთობლივად ძარცვავენ მსოფლიოს დემიკრატიის სახელით ეს ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა იყო……….მეტს დაგიწერდით მაგრამ თქვენ შევარდნაძე სააკაშვილი და ამნაირი წურბელების გაკეთებულ ქვევრში ზიხართ ამიტომ არაფერი გეშველებათ.

  4. საქართველოს ახალგაზრდობამ უნდა დაიცვას თავი ისეთი ევროპული და აზიური ახალი და ძველი ტრადიციებისგან, რომელიც მიუღებელია ზოგადად კავკასიური და კერძოდ ქართული კულტურისათვის. პატივისცემით, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე.

  5. შენს პატრონს დიქტატორო მკვლელო და სახელმწიფო რესურსების პარაზიტო , აბა მიიღე 4 მილიონი ლტოლვილი შენს ქვეყანაში და მერე ისაუბრე. ვინ და ვინ და აზერბაიჯანი რამეს ამბობს ევროპაზე? ერთერთი ყველაზე კორუმპირებული და დიქტატორული ქყევყანა მსოფლიოში. სასაცილოა , ევროპულ ღირებულებებს იასნა შენი ოჯახის სიმდიდრეს და კეთილდღეობას ამჯობინებ , აზერბაიჯანი კიდე გახატია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here