კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა “რდ-180”-ის ძრავის კონსტრუქციას ბრწყინვალე უწოდა. პატენტი რუსულ “ენერგომარშს” ეკუთვნის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“მრცხვენია, რომ Boeing-სა და Lockheed martin-ს სჭირდება რუსული ძრავის გამოყენება Atlas-ზე, თუმცა კონსტრუქცია ბრწყინვალეა”, _ დაწერა მასკმა. “რდ-180”-ის ძრავა კომპანია ULA-ს გადამზიდ რაკეტა Atlas 5-ზეა მოთავსებული.