Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი ილონ მასკი კომპიუტერთან ტვინის დაკავშირებას გვპირდება

ილონ მასკი კომპიუტერთან ტვინის დაკავშირებას გვპირდება

1206
ტვინი

ამერიკელმა ბიზნესმენგამომგონებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა დააფუძნა ახალი კომპანია Neuralink, რომელიც ამუშავებს ტექნოლოგიებს ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დასაკავშირებლად.

ტექნოლოგიის სახელწოდებაა “ნეირონული მაქმანი”, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს, კომპიუტერს შეტყობინებები გადასცეს პირდაპირ, ფიზიკური ინტერფეისის ამოქმედების გარეშე. ტექნოლოგია ითვალისწინებს ტვინში ელექტროდების იმპლანტაციას და ამგვარად ადამიანები შეძლებენ კომპიუტერში თავიანთი აზრების ჩატვირთვასა და გადმოტვირთვას.

Neuralink -ის დამაარსებლები იმედოვნებენ, რომ პერსპექტივაში აღწერილი ტექნოლოგია ადამიანის ინტელექტის შესაძლებლობების გაზრდას შეუწყობს ხელს, ასევე, ზოგიერთი დაავადების მკურნალობას, მათ შორის ეპილეფსიისა და დამბლის.

კომპანიამ უკვე დაიწყო მეცნიერ-თანამშრომლების აყვანა. მათ შორის არიან ელექტროტექნიკის სპეციალისტები, ასევე მკვლევარები, რომლებიც ტვინს სწავლობენ.

ადრე მასკმა განაცხადა, რომ ადამიანი უნდა იქცეს კიბორგად (ცოცხალი ორგანიზი, რომლის ფიზიოლოგიური ფუნქციები დამოკიდებულია ელეტრონულ და მექანიკურ მოწყობილობებზე), რათა მომავალში ცხოვრებამ ჩიხში არ მოაქციოს.

1 COMMENT

  1. ვაი მათ პატრონს უბედურს, აი ახლა მართლა დაიღუპა კაცობრიობა……..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here