Home ახალი ამბები მსოფლიო “იზოლაციაში” მოქცეული რუსეთი და “პუტინის მონები” _ პელე, მარადონა და მოურინიო

“იზოლაციაში” მოქცეული რუსეთი და “პუტინის მონები” _ პელე, მარადონა და მოურინიო

3924

1980 წელს მოსკოვში გამართული ოლიმპიადის შემდეგ რუსეთმა მსოფლიოს XXI საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობით მიიღო შანსი, მსოფლიოს დაანახვოს თანამედროვე ევროპული დედაქალაქის იმიჯი _ ბოლო წლებში მოსკოვი ხომ გაცილებით შეიცვალა, ვიდრე ნებისმიერი ევროპული ქალაქი.

მიუხედავად სანქციებისა, მიუხედავად დასავლეთის გააფთრებული მცდელობებისა, 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ბოიკოტი ჩაფლავდა. რუსეთმა დაამარცხა დასავლეთი, რომელმაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლის კამპანია 8 წლის წინათ დაიწყო. როცა რუსეთმა პლანეტაზე ყველაზე პოპულარული შეჯიბრების ჩატარების უფლება მოიპოვა. ამ მხრივ ყველაზე გააფთრებით მოქმედებდა დიდი ბრიტანეთი, რომელმაც საინფორმაციო ომის “ნაჯახი” გამოძებნა და რუსეთს თავს ესხმოდა სხვადასხვა პროვოკაციით _ ხან სადოპინგო სკანდალით, ხანაც სკრიპალების მოწამვლის საქმით. იქამდეც კი მივიდნენ, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა, მთავრობამ და პარლამენტარებმა უარი განაცხადეს რუსეთში ჩასვლაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი შეურაცხო რუსეთის პრეზიდენტი, _ როგორც ჰიტლერს სჭირდებოდა 1936 წლის ოლიმპიადის გამართვა ბერლინში, ისე სჭირდებაო პუტინს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაო… თუმცა ჯონსონს “დაავიწყდა” თავისი თანამემამულების (ინგლისის საფეხბურთო ნაკრების წევრების) საქციელი, რომლებიც 1936 წელს გერმანიასთან საფეხბურთო მატჩის წინ ტრიბუნაზე მსხდომ ნაცისტ ხელმძღვანელებს _ ჰერმან გერინგს, იოზეფ გებელსსა და რუდოლფ ჰესს ფაშისტური ჟესტით _ ხელის აწევით _ მიესალმნენ.

თუმცა არც რუსებმა და არც რიგითმა ბრიტანელებმა ყურადღება არ მიაქციეს ბრიტანელთა დაუვარცხნელი მინისტრის გამოხდომებს. რადგან ბრიტანელთა უმრავლესობას ფეხბურთი აინტერესებს და არა პოლიტიკა. ლონდონის კარში ბურთის გატანით, რუსეთმა ბურთი გაუტანა ვარშავასაც, რიგასაც, ვილნიუსსაც, ტალინსაც და კიევსაც. ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, ინგლისის ნაკრების ყოფილმა წევრმა გარი ლინეკერმა გამოცემა Daily Stars-ს განუცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს უფლება არ აქვს, ეჭვი შეიტანოს რუსეთის ტერიტორიაზე ჩემპიონატის ჩატარების კანონიერებაში. “ვინ ვართ ჩვენ, რომ განვსაჯოთ, ვინ უნდა ჩაატაროს მსოფლიოს ჩემპიონატი? ჩვენ ვიცით, როგორ არის კორუფციაში ჩაფლული ჩვენი ქვეყანა. ხალხი კი რუსეთში მართლაც ძალიან სტუმართმოყვარეა”.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2014 წელს ფიფამ განაცხადა, რომ ეთიკის კომიტეტმა ვერანაირი დარღვევა ვერ იპოვა რუსეთისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მიცემაში. ასე ჩაფლავდა მსოფლიოს 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ბოიკოტისა და რუსეთის იზოლაციის მცდელობა. თუ როგორ იზოლაციაში მოაქცია დასავლეთმა რუსეთი, კარგად გამოჩნდა ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე.

14 ივლისს მსოფლიოს XXI საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე, რუსეთ-საუდის არაბეთის მატჩამდე 1 საათისა და 22 წუთით ადრე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ესპანელმა იკერ კასილასმა და რუსმა ტოპმოდელმა ნატალია ვოდიანოვამ სტადიონ “ლუჟნიკების” მინდორზე გამოიტანეს მსოფლიოს თასი. ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერა შეასრულეს ამერიკელმა მომღერლებმა უილ სმიტმა და ნიკი ჯემმა, აგრეთვე, ალბანელმა შემსრულებლებმა ერა ისტრეფიმ და ამერიკელმა მუსიკოსმა დიპლომ.

რუსმა საოპერო მომღერალმა აიდა გარიფულინამ და ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა შეასრულეს სიმღერა Angels-ი.

ტურნირის ოფიციალური ბურთზე პირველი სიმბოლური დარტყმა შეასრულა 1994 და 2002 წლების მსოფლიოს ჩემპიონმა ბრაზილიელმა რონალდომ. შემდეგ სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი:

“ამ ერთობაში, რომელზეც ვერ იბატონებს ვერც ენობრივი და ვერც იდეოლოგიური განსხვავებები, ვერც განსხვავება რწმენაში, არის ფეხბურთის უდიდესი ძალა, საერთოდ, სპორტის, ძალა მისი ჰუმანიტარული საწყისებისა. ჩვენი ამოცანაა, გავურფხილდეთ ამ ძალას, ამ ერთობას მომავალი თაობებისთვის, სპორტის განვითარებით მშვიდობას და ხალხებს შორის ურთიერთობის განსამტკიცებლად. ჩვენ, ფეხბურთის ერთგული გულშემატკივრები, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, პლანეტაზე მილიარდობით ვართ. და, სადაც უნდა ვცხოვრობდეთ, როგორ ტრადიციებსაც უნდა ვიცავდეთ, ყველას გვაერთიანებს ფეხბურთის სიყვარული”.

შემდეგ კი სტადიონზე შეკრებილთ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ რუსულ ენაზე მიმართა: “დღეიდან ერთი თვის განმავლობაში ფეხბურთი დაიპყრობს რუსეთს, რუსეთიდან კი ფეხბურთი დაიპყრობს სრულიად მსოფლიოს!”

რა შედეგი გამოიღო დასავლური ე.წ. ელიტის ბოიკოტმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მიმართ და როგორ მოაქციეს “იზოლაციაში” რუსეთი და პუტინი, კარგად ჩანს ფოტოებიდან.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

აიდა გარიფულინამ და  რობი უილიამი

პუტინი “საერთაშორისო იზოლაციაში”

2018 წლის ჩემპიონატის სიმბოლო ზაბივიკა და ბრაზილიელი რონალდო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here