Home რუბრიკები პოლიტიკა ივანიშვილის მარიონეტები, მათი კონსტიტუცია და ჩვენი მიწა

ივანიშვილის მარიონეტები, მათი კონსტიტუცია და ჩვენი მიწა

ირაკლი კობახიძე-მამუკა მდინარაძე

კონსტიტუციის განხილვის ხმაურიანი პროცესი დასასრულს უახლოვდება. ჩვენ შეგვიძლია შევაჯამოთ შუალედური შედეგები, რომლებიცქართული ოცნებისთვისფრიად არასახარბიელოა.

2011-12 წლებში, როდესაც ივანიშვილის გუნდი არჩევნებისთვის ემზადებოდა, სააკაშვილის მიერ გაუპატიურებული კონსტიტუცია უსამართლო მმართველობის ერთერთ მთავარ სიმბოლოდ აღიქმებოდა. არავინ კამათობდა იმაზე, რომ მას გაუმჯობესება სჭირდება. კონსტიტუციის არასრულყოფილება 2012-16 წლებში რამდენიმეჯერ დადასტურდა, მაგრამ მაშინ ივანიშვილს, არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავდა და პრობლემის გადაწყვეტა სამომავლოდ გადაიდო.

ასეთ სასტარტო პირობებში, როდესაც კონსტიტუციის შეცვლას თითქმის მთელი ერი მოითხოვდა, ხელისუფლებამ პროცესი წარმოუდგენლად ცუდად წარმართა. ჯერ კიდევ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პერიოდში ნათლად გამოჩნდა, რომ ალტერნატიული წინადადებების განხილვა ფორმალურ ხასიათს ატარებს და ხელისუფლებას, საკუთარი იდეების გატანის გარდა, არაფერი აინტერესებს. ამ გარემოებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ კომისიის მუშაობის დასკვნით ეტაპზე სახელისუფლო პარტია, ფაქტობრივად, იზოლაციაში აღმოჩნდა. ბრალს დიქტატში მას დიამეტრულად განსხვავებულ პოზიციებზე მდგომი ჯგუფები და პირები სდებდნენ. საკუთარი თავის წინააღმდეგ ყველა ოპონენტის გაერთიანების უნარი თავისთავად პოლიტიკურ უმწიფრობაზე მიუთითებს. ამავე დროს, ხელისუფლების წარმომადგენლები ძალზე უსუსურად გამოიყურებოდნენ, როდესაც ამა თუ იმ მოსაზრებას არგუმენტებით გამყარება სჭირდებოდა. ამის გამო, გადასვლა პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებზე, რომელიც სავსებით ბუნებრივია საპარლამენტო რესპუბლიკაში, მოსახლეობის უმრავლესობამ აღიქვა, როგორც პირდაპირი თავდასხმა დემოკრატიაზე და ამას გამოკითხვების შედეგებიც ადასტურებს. იყო ირაკლი კობახიძის ანეკდოტური რეპლიკა “მცირე ბონუსზე” (გაუნაწილებელ მანდატებზე), ძალიან სუსტი არგუმენტები ბლოკების აკრძალვის სასარგებლოდ და ა.შ. საბოლოო ჯამში, პარტია, რომელსაც ამომრჩეველმა კონსტიტუციის ჩასწორებისთვის კარტ-ბლანში მისცა, კუთხეში მიმწყვდეული და დიქტატურის იურიდიულ გაფორმებაში ბრალდებული აღმოჩნდა. ასეთ სასტარტო პირობებში ასეთ ფინიშამდე მისვლას მართლა მოხერხება უნდოდა.

როდესაც 15 მაისს პარლამენტის თავმჯდომარე ფილარმონიის სცენიდან არაადეკვატურ რეპლიკებს ისროდა, ეს, შესაძლოა, არ იყო მხოლოდ მყისიერი რეაქცია ოპონენტი ახალგაზრდების ხმაურიან პროტესტზე. გამორიცხული არაა, რომ ამ მომენტში კობახიძემ გააცნობიერა, რომ საბოლოოდ “ჩააფლავა” საკონსტიტუციო ცვლილებების უპრობლემოდ მიღების პროცესი, რომლის კურატორობა ბიძინა ივანიშვილმა დაავალა. ობსტრუქციამ ფილარმონიაში დააგვირგვინა კობახიძის შეცდომების გრძელი მიზეზშედეგობრივი ჯაჭვი.

“ქართული ოცნება” იმ დღეს უაღრესად უსუსურად გამოიყურებოდა _ დაბნეული დეპუტატები, აბსოლუტურად ინდეფერენტული აქტივისტები, რომელთა შორის ემოციური რეაქცია მხოლოდ რამდენიმე ქალბატონმა გამოხატა, თანაც საკმაოდ აგრესიულად, ე.წ. მიშას ქალების სტილში. ირაკლი კობახიძის აბსურდული ფრაზები საქართველოში კომუნიზმის დასრულებაზე იმ მომენტში, როდესაც მის გვერდით ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორი გია ვოლსკი იდგა, რომელსაც, სხვათა შორის, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ, კომპარტია დაჩქარებული წესით არ დაუტოვებია. იყო ბევრი სხვა საგულისხმო კადრი და რეპლიკა, საბოლოო ჯამში კი, საიმიჯო თვალსაზრისით, ხელისუფლებამ ის ეპიზოდი პირწმინდად წააგო.

ინციდენტის შემდეგ კობახიძემ განაცხადა: “ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია ამის თაობაზე, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ არ გამოგვეყენებინა ხისტი ძალა. ერთადერთი ხისტი ძალის გამოყენების პირობებში იყო შესაძლებელი ისეთი პროვოკაციის აცილება” (ინტერპრესნიუსი). ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, უცნაური ამაში არაფერია, ასეთ სტილში საუბრობენ ინფანტილური ბავშვები, როდესაც “ჩხუბის შემდეგ მუშტებს იქნევენ”. იურიდიული თვალსაზრისით, საინტერესო კია, რა ფორმატში და ვისთან ერთად განიხილავდა პარლამენტის თავმჯდომარე ძალის გამოყენების შესაძლებლობას და რამდენად ლეგიტიმური იყო ეს. საუბარი თემაზერა მოხდეობდა თუ…” სახალისოა, მაგრამ ბევრ დროს წაგვართმევს. ასე რომ, შემოვიფარგლოთ ვარაუდით, რომ ძალის გამოყენების შემთხვევაში, კობახიძეს იმავე საღამოს სარზე გასვამდნენჯერ გადატანითი მნიშვნელობით, შემდეგ კი გარემოებების მიხედვით. მთავარი კი ისაა, რომ პოლიტიკოსი, რომელიც, ძალის გამოყენების გარდა, სხვა ვარიანტს ვერ ხედავს, სრულიად უიმედოა.

თავის დროზე, სემუელ ადამსი მოუწოდებდა ამერიკელებს, ბრიტანეთის იმპერიის უსამართლო ძალადობის წინააღმდეგ ებრძოლათ. მას შემდეგ, რაც აშშ გათავისუფლდა, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ საკმაოდ მკაცრი კანონების მიღება დაიწყო, ადამსმა ერთ-ერთ პამფლეტში დაწერა: “მონარქიის პირობებში, მოღალატე შეიძლება შეიწყალონ და დაივიწყონ ან მსუბუქად დასაჯონ, მაგრამ ის, ვინც რესპუბლიკის კანონებს არღვევს, მხოლოდ სიკვდილით უნდა დაისაჯოს” (საუბარი უკმაყოფილოთა შეკრებებს ეხებოდა). საინტერესოა, ხომ არ ფიქრობენოცნებისახალგაზრდა ლიდერები, რომ მათი ძალადობა, “ნაცმოძრაობისძალადობისგან განსხვავებით, “ლეგიტიმურიიქნება?

სინამდვილეში, არაერთი ექსპერტი უკვე უყურებს განვითარებულ პროცესებს, როგორც “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას”, რომელიც ძველი ალგორითმის “პოლიტიკური გაკოტრება _ ძალადობა _ კრახი” მიხედვით ვითარდება. დასადგენი მხოლოდ ის დარჩა, სად და როდის გამოიყენებს “ხისტ ძალას” ხელისუფლება. განხილულ შემთხვევაში, მან, სავარაუდოდ, იმიტომ დაკარგა მანევრის შესაძლებლობა და ძალის გამოყენებაზე ალაპარაკდა, რომ პროცესის დასაწყისში პრიორიტეტულ მიზნად სასურველი ცვილებების გატანა დაისახა, ხოლო საზოგადოების დარწმუნება _ არა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ “საყოველთაო-სახალხო განხილვის” ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ასე ხშირად უწოდებენ “ფარსს”. რეალურ დისკუსიასა და მის იმიტაციას შორის სხვაობის დაფიქსირება ხომ პოლიტიკაში ჩაუხედავ მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

პრინციპში, ალბათ, არც ისე ცუდია, რომ “ოცნების” ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც ივანიშვილის მიმართ ამაზრზენად სერვილურ დამოკიდებულებას ავლენენ, ქულებს ასე სწრაფად კარგავენ. ადრე პოლიტიკური მარიონეტის განსახიერებად დავით ბაქრაძე ითვლებოდა, თუმცა მისი რეკორდი, ალბათ, უკვე მოხსნილია. ყველა როდი ფიქრობდა, რომ ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ გვამად რამდენიმე თვეში გადაიქცეოდა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სწრაფი დასასრული აშკარად სჯობს დროში გაწელილ აგონიას. პროცესი ჯერ არ დასრულებულა. წინაა ვენეციის კომისიის შენიშვნების განხილვა, რომელთა გათვალისწინების პირობა სწორედ კობახიძემ დადო. მოსალოდნელია კრიტიკის გამძაფრებაც კონკრეტულ პრობლემებზე.

ერთერთიდანაღმულისაკითხი უცხოელებზე მიწის გაყიდვაა, ის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მას მტკივნეულად აღიქვამს კონსერვატიულად და ნაციონალისტურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი. უცხოელებს მიწის შეძენა ეკრძალებოდათ (მემკვიდრეობით მიღებული კი უნდა გაეყიდათ) მანამ, სანამ 2012 წლის 30 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დაასკვნა, რომ ეს შეზღუდვა არაკონსტიტუციურია (21- მუხლის მიმართ). ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის 28 ივნისს კანონში “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” ცვლილებები შეიტანა და უცხოელებს მიწის შეძენის (და მემკვიდრეობის მიღების) უფლება 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუზღუდა. იმავე წლის შემოდგომაზე ეს ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გაასაჩივრა, ხოლო 2014 წლის 24 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. მორატორიუმი არაკონსტიტუციურად მიიჩნია. მთელი ამ ხნის განმავლობაში უცხოელებზე მიწის გაყიდვას მხარს უჭერდნენ “ნაცმოძრაობა”, “გირჩი”, “ევროპული საქართველო” და მათი სატელიტი ჯგუფები. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის _ ოთარ დანელიას ინფორმაციით, “სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 5-5,5% უცხოელების საკუთრებაა. საუბარია 45-დან 55 ათას ჰექტარ მიწაზე. ყველაზე მეტი მიწა კახეთსა და ქვემო ქართლშია გასხვისებული უცხოელებზე” (“კომერსანტი”).

ერთი შეხედვით, ყველასთვის ცხადია, რომ მიწის გაყიდვას მხარს, ძირითადად, ნაციონალები და მათთან აფილირებული ჯგუფები უჭერენ, ხოლოქართულმა ოცნებამ”, მიუხედავად იმისა, რომ მის წევრებს ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვთ, პროცესის შესაჩერებლად 2013-ში სავსებით რეალური ნაბიჯი გადადგა. მაგრამ ხელისუფლებამ ისე არადამაჯერებლად გამოხატა პოზიცია ამ საკითხზე, რომ მძაფრი კრიტიკის სამიზნე გახდა. ცოტაც და საზოგადოება მიწის გაყიდვის მთავარ ლობისტად სწორედ მას ჩათვლის. ასეთ დროს გაღიზიანებულმა მოქალაქეებმა ნებისმიერი ბუნდოვანი ფორმულირება შეიძლება აღიქვან, როგორც გამოწვევა, მაგალითად, ირაკლი კობახიძის რეპლიკა “ჩვენ ავირჩიეთ შუალედური მიდგომა” ან სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ფრაზა “უცხოელებზე მიწის მიყიდვის ტოტალური აკრძალვა არ უნდა მოხდეს”. სხვათა შორის, იმავე დღეს, 21 მაისს, დავითაშვილმა ისედაც გამწარებულ გლეხებს ამცნო, რომ: “წელს ყურძნის სუბსიდირება არ გვექნება ცალსახად საფერავში. მოლოდინი ისეთია, რომ სუბსიდირება არ გვექნება არც თეთრ ყურძენზე” (ინტერპრესნიუსი). მან, აგრეთვე, თქვა, რომ ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულ გლეხებს ვერ დაეხმარება.

ასეთ სავალალო შედეგს, საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაზისო უნარების არქონის გარდა, განაპირობებს უარის თქმა მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბებაზე, ის უკანდახევის შესაძლებლობას ნამდვილად ტოვებს, მაგრამ ამომრჩევლებს ძალიან არ მოსწონს. მთავრობამ შეიძლება დიდი ხანძარი სწორედ მაშინ გააჩინოს, როდესაც არც მწვადის და არც შამფურის დაწვა სურს. ეს მხოლოდ ერთი საკითხია, რომლის მიმართოცნებასაიმიჯო დანაკარგს განიცდის, თუმცა, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, ერთერთი ყველაზე პრობლემურია. აშკარაა, რომქართული ოცნებისუსუსურ ლიდერებს ივანიშვილისთვის წარმატებაზე გაცილებით მეტი პრობლემა მოაქვს, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ _ ეს მისი საკადრო გადაწყვეტილება იყო და პასუხისმგებლობაც მხოლოდ მას ეკისრება.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here