Home რუბრიკები პოლიტიკა ივანიშვილის ინერტულობის ფონზე ლიბერალების ჯგუფი ქვეყანას უფსკრულში მიაქანებს

ივანიშვილის ინერტულობის ფონზე ლიბერალების ჯგუფი ქვეყანას უფსკრულში მიაქანებს

3077
ივანიშვილი

კომუნიზმის ეპოქაში პარტიიდან გარიცხვა, კარიერის დასრულებას თუ არა, დიდ უბედურებას ნიშნავდა. ამის გაკეთებას ერიდებოდნენ და, ადამიანი პარტიიდან რომ გაერიცხათ, სისხლის სამართლის დანაშაული უნდა ჩაედინა, თანაც იმხანად მხოლოდ კომუნისტური პარტია არსებობდა და ერთი პარტიიდან ვერ გამოხვიდოდი და სხვაგან ვერ გადაბარგდებოდი _ გაგრიცხავდნენ კომუნისტური პარტიიდან და რჩებოდი უპარტიო. ერთი მხრივ, ეს კარგიც იყო, რადგან ადამიანებს ერთი ადგილის თამაში აღარ უწევდათ და ადამიანის სახეს ინარჩუნებდნენ. ახლა კი პარტიიდან პარტიაში გადასვლა და მერე ყოფილი თანაგუნდელებისა და მეგობრების ლანძღვა სასახელო საქმედ იქცა.

ეს ყველაფერი იმიტომ გავიხსენეთ, რომ გასულ კვირას “ქართული ოცნებიდან” დავით ჭიჭინაძე გარიცხეს, დეპუტატი, რომელიც თანაგუნდელებს აკრიტიკებდა; უფრო ზუსტად _ პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის ლიდერს, აქაოდა, არასწორად იქცევიან, არასწორი მიმართულებით მიჰყავთ პარტიაც და ქვეყანაცო. რეალურად, ჭიჭინაძეს ბევრი მხარდამჭერი და თანამოაზრე ჰყავდა, კულუარებში თავს უქნევდნენ, აგულიანებდნენ: მართალი ხარ, ბოლომდე მიაწექი და ჩვენც შენთან ვართო, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ჭიჭინაძე მხოლოდ გედევან ფოფხაძემ დაიცვა და ისიც ერთი დღით. მერე ბატონი გედევანი გამოვიდა და მოიბოდიშა: ჭიჭინაძე ემოციურ ფონზე დავიცავი და პარტიას კომკავშირი შეცდომით ვუწოდეო. სიმართლე გითხრათ, ფოფხაძის მხრიდან უკანდახევა არ გაგვკვირვებია, რადგან თავმოყვარე კაცი პარლამენტიდან 2016 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ წავიდოდა. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ ჩვენ ვეტყვით. 2016 წელს გედევანის ძმამ, ბესიკ ფოფხაძემ, საკრებულოში კენჭი იყარა _ მშობლიური სოფლიდან დეპუტატობა სურდა და, რაც მთავარია, მხარს ალალი ძმა, ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი, უჭერდა. ჰოდა, იმ არჩევნებში თავის მშობლიურ სოფელში ბესიკ ფოფხაძე დამარცხდა და რა უნდა ექნა თავმოყვარე დეპუტატს?!

ისევ ჭიჭინაძეს დავუბრუნდეთ. პარტიის გადაწყვეტილებით ბატონი დავითი გაოცებულ-გაოგნებული გახლდათ და თქვა: ეს გადაწყვეტილება თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ და ირაკლი კობახიძემ მიიღეს ერთპიროვნულადო, მაგრამ გადაწყვეტილებას ხელს კახა კალაძე და დიმიტრი სამხარაძეც აწერენ, ანუ გადაწყვეტილებას ყველა დაეთანხმა და ეს არ იყო მხოლოდ სამი ადამიანის აზრი, თუმცა ფაქტია, რომ გადაწყვეტილებებს პარტიაშიც და პარლამენტშიც ის ლიბერალური ფრთა იღებს, რომელსაც სწორედ თალაკვაძე, კობახიძე და ჩუგოშვილი წარმოადგენენ. კალაძე კი ცდილობს, ქართულ-პატრიოტულ მოტივებზე “იმღეროს”, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ის ნელ-ნელა მოექცა ამ ფრთის გავლენის ქვეშ და მართალია, ამის აღიარება არ სურს, უკვე ყველა ამბობს: პარტიაში კალაძის მოყვანილი კობახიძე და თალაკვაძე დედაქალაქის მერსა და პარტიის გენერალურ მდივანს თავის ჭკუაზე ატარებენო.

ესეც არ იყოს, საქართველოს ხელისუფლება ამერიკულევროპული გლობალისტურლიბერასტული ძალების მონაა და ყველა მათ ინიციატივას თუ მიდგომას ბრმად იღებს და ასრულებს. ჰო, ბრმად, რადგან ამერიკელებისთვის უარის თქმა სამშობლოს ღალატთან ასოცირდება; იმ სამშობლოსი, რომელიც თურმე გამტარ ჰაბად უნდა ვაქციოთ. ჰო, საქართველოს ნაცვლად, ჩვენს ქვეყანას უნდა ერქვას ჰაბი. და რაც მთავარია: ამერიკელი ლიბერასტების ყველა ინიციატივას ხელისუფლების უმაღლესი პირები უმკაცრესად, პირველ რიგში, რუსეთის მიმართ ატარებენ. ვინ არის მტერი? _ რუსეთი! ვინ არის ოკუპანტი? _ ისევ რუსეთი! ვინ უშლის ხელს საქართველოს წინსვლას? _ რა თქმა უნდა, რუსეთი! და ეს იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა თანამშრომლობის სურვილი საჯაროდ არაერთხელ გამოთქვა სხვადასხვა დროს _ ბოლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მზად არის ნებისმიერ დონეზე დიალოგისთვის, მაგრამ ამერიკა და ევროპა რუსეთ-საქართველოს დიალოგის წინააღმდეგი არიან. რატომ? იმიტომ, რომ, ქართული მხარე მოლაპარაკების მაგიდას რომ მიუჯდეს, შემდეგ ოფიციალური კომენტარები გაკეთდება და გამოჩნდება, რომ რუსეთი არ არის მტერი, რუსეთი მზად არის, სერიოზულ დათმობებზე წავიდეს, რუსეთი მზად არის, საკუთარ ბაზარზე შეგვიშვას, დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს და რუსეთში მყოფი მილიონამდე ჩვენი თანამემამულე სამშობლოში მშიერი კი არ გამოაბუნძულოს, არამედ ისევ იქ ჰყავდეს და სამსახურში ხელი არ შეუშალოს.

რეალურად ეს ყველაფერი კარგად იცის ამერიკამაც, ევროპამაც და, რაც მთავარია, კარგად იციან იმ ლიბერალური ჯგუფის წევრებმა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაში არიან მოკალათებულნი, მაგრამ არ სურთ, რომ ეს ყველაფერი ხალხმა გაიგოს. ხომ შეიძლება, მერე უფრო კატეგორიულად დაისვას კითხვა: რას ვერჩით რუსეთს? და ამ კითხვაზე პასუხი არავის ექნება. ეს კითხვა ახლაც ისმის, მაგრამ ისმის მხოლოდ კულუარებში, არ ისმის ხმამაღლა, რათა ამ კითხვის დამსმელს სვავებივით არ დაესიონ ლიბერალები როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან; ისინი, ვინც ამერიკის ძუძუს არიან ჩამოკიდებულნი, ევროპული გრანტებით ისქელებენ ჯიბეს და მოსახლეობის კეთილდღეობა არ აინტერესებთ, დასწამებენ ამის მთქმელს სამშობლოს ღალატს და ვინ იცის, ეგებ ციხეშიც გამოამწყვდიონ ეს მაშინ, როცა კითხვაც ლეგიტიმურია და მოთხოვნაც იმისა, რომ მეზობელთან ურთიერთობა მოგვარდეს.

თუნდაც იმის გახსენება რად ღირს, ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ირგვლივ მაშინვე რუსული კვალი რომ “გააჩინეს” (ქართველი ლიბერალების მიტმასნების მცდელობა ტრამპის წინააღმდეგ წარმოებულ შეთქმულებასთან: რუსები ამერიკელებს კლავენ და შენ _ აშშ-ის პრეზიდენტი ჩვენების მკვლელების ქვეყნის პრეზიდენტს “ძმაკაცურად”, როგორც თანასწორს, ისე ელაპარაკები, იმის მაგივრად, რომ თითი უქნიო და “ადგილი მიუჩინო”. _ რედ.) სანამ ექსპერტიზა დასკვნას დადებდა და პრაქტიკულდ დადასტურდებოდა, რომ მკვლელობა ეჭვმიტანილმა ჩაიდინა (არ ვარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ, ყველა გზა დაკავებულისკენ რომ მიდის, პროკურატურამაც აღიარა, ადვოკატმაც, რომელმაც დაცვაზე უარი თქვა, და ექსპერტიზის დასკვნამაც); ამბობდნენ, რომ ნატოს სამიტის წინ ეს იყო რუსეთის მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ქართველი ლიბერასტების ასეთმა აქტიურობამ ის მოიტანა, რომ საქმეში აშშის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ დარუსულ კვალს ვერც მათ მიაგნეს, რადგან ის, უბრალოდ, არ იყო. სამაგიეროდ, სანამ ყველაფერი დალაგდებოდა, სოციალურ ქსელებში მიდიოდა რუსული სპეცსამსახურების ლანძღვა-გინება, აქაოდა, ხედავთ, მეზობელი რას გვიშვრება? სურს, ამერიკას გადაგვკიდოსო. არადა, ამერიკას გადაკიდებული ვყავართ უკვე, ოღონდ ზურგზე, ზუსტად ისე, თბილისში ბოშები რომ დაატარებენ პატარა ბავშვებს სამათხოვროდ და ხან ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში დასვამენ, ხან _ მეორეში მოწყალების სათხოვნელად. ნუთუ ვერ ვხვდებით, რომ საქართველოსგან, როგორც თავმოყვარე ქვეყნისგან, აღარაფერი დარჩა და მივიღეთ მოწყალების სათხოვნელად ევროპასა თუ ამერიკაში მორბენალი ხელისუფლება, რომელიც მზად არის, ერთი ლამაზი წინადადების სანაცვლოდ, უკანალი აულოკოს ყველას, ვინც ინგლისურად დაელაპარაკება. სასაცილოა ისიც, რომ ნატოს სამიტზე ამერიკამაც და ევროპამაც ნათლად მიგვანიშნა, რომ ნატოს კარი ჩვენთვის არასდროს გაიღება, მაგრამ საკმარისი იყო, რომელიღაც კონგრესმენს სენატში ეთქვა, რომ საქართველო ნატოს წევრობას იმსახურებს, ხბოს აღტკინებით დასცხეს ტაში ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა და მსოფლიოს მოსდეს: ხედავთ, ჩვენზე რა თქვესო?..

და ისევ ჭიჭინაძე. ბატონ დავითს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურს, მაგრამ ეჭვი გვაქვს, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ შეხვდება. არ შეხვდება, რადგან მან ფსონი უკვე დადო ლიბერასტების ჯგუფზე და ყველაფრის უფლებას აძლევს მათ. ყველაფერში კი იგულისხმება _ ნებისმიერი კანონის მიღება, თავგასულობა ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, იმ ქვეყნის ლანძღვა-გინება, რომელმაც ივანიშვილს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი თავის რეალიზება მოეხდინა და ყოფილიყო ის, ვინც ახლა არის. და ამის ფონზე, ივანიშვილის ინერტულობის ფონზე, ლიბერალების ჯგუფი ქვეყანას უფსკრულში მიაქანებს. ჩვენ არ ვართ უფსკრულის პირას, უკვე გადავიჩეხეთ და ახლა იმის მოლოდინში ვართ, როდის დავენარცხებით. ერთადერთი (ვიმეორებთ, ერთადერთი) გამოსავალი მეზობელთან დიალოგია, იმ მეზობელთან, რომელმაც მეგობრობის ხელი უკვე გამოგვიწოდა და უდიდესი შეცდომა იქნება, თუ გამოწვდილი ხელი ჰაერში დარჩება. მით უმეტეს, რომ რუსეთის პირველმა პირმა საჯაროდ განაცხადა, საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციას არ დავუშვებ, რადგან არ მინდა, ჩემს საზღვრებთან ნატოს სამხედრო ტექნიკა განლაგდესო. რაღა თქმა უნდა, ეს მაშინვე მუქარად გამოაცხადეს, მაგრამ… კაცი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავს და, როცა ამერიკა იმავეს აკეთებს, ტაშს ვუკრავთ, ხოლო რუსეთისგან ამის კეთებას აგრესიად ვაფასებთ. რატომ?! ტრამპი უფრო პატრიოტია?! კომუნისტების წესებით მოთამაშე ლიბერასტები კიდევ საქართველოს ექსკლუზივია და დროზე დააპატენტეთ, მეგობრებო, არავინ შეგეცილოთ!

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here