ასეთი სამწუხარო პერსპექტივის შესახებ იუწყება ფრანგული რადიო RFI. იმავეს ვარაუდობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.
ეპიდემიის გავრცელების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა, მაგრამ მისი გაკონტროლება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მედიკოსები ყოველდღიურად დასნეულების 4700 შემთხვევას აღრიცხავენ. ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ქოლერის ყველაზე მასშტაბური ეპიდემია.
“ივლისში ვვარაუდობდით, რომ წლის ბოლოსთვის დაავადების 600 000 შემთხვევა გამოვლინდებოდა, მაგრამ დღეს უკვე 647 000 ადამიანი იტანჯება ამ სნეულებით”, _ განუცხადა “ფრანს-პრესს” წითელი ჯვრის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების გამგე რობერტ მარდინიმ.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია იუწყებოდა, რომ ქოლერით დაავადებული 2065 ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემია სწრაფად გავრცელდა სანიტარული პირობებისა და ჰიგიენის გაუარესების მიზეზით. იემენის მილიონობით მცხოვრებს კატასტროფულად აკლია სასმელი წყალი, უმეტეს საავადმყოფოში დანადგარები მწყობრიდანაა გამოსული, პაციენტებს მათთვის აუცილებელი მედიკამენტების მხოლოდ ერთი მესამედი მიეწოდება, მედპერსონალს წელიწადია, ხელფასი არ მიუღია.
გაეროს მონაცემებით, იემენის კონფლიქტმა, როლის დროსაც 8400 ადამიანი დაიღუპა, გამოიწვია ჩვენს პლანეტაზე ყველაზე მასშტაბური, ჰუმანიტარული კატასტროფა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სამოქალაქო ომი შიიტ ამბოხებულთა შორის, რომელთაც მხარს უჭერს ირანის სამთავრობო ჯარი (რომლის მხარეს საუდის არაბეთი დგას), 2014 წელს დაიწყო.