Home სხვადასხვა Facebook ფრაზები ია მეტრეველი ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტზე: ნაცებო უბედური ბიჭის სიკვდილი კი არ...

ია მეტრეველი ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტზე: ნაცებო უბედური ბიჭის სიკვდილი კი არ გაწუხებთ, პირიქით გიხარიათ

1434

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„არ მინდოდა ამ უმძიმეს თემაზე კომენტარების გაკეთება, მაგრამ ნაციონალების გასაგონად მინდა ვთქვა, შეძრული ვარ ამ ახალგაზრდის უბედუერებით, ჩემთვის ყველა ახალგაზრდის სიცოცხლის დასრულება ბუტას უბედურებასთან იგივდება და ძალიან განვიცდი.

პირველი მე ვიქნები ვინც ხმას ამოიღებს და უსამართლობაზე არ გაჩუმდება , თუკი მართლაც პოლიციის მხრიდან ექნება ასეთ ფაქტებს ადგილი,თუმცა ჯერ ძალიან ადრეა დასკვნების გაკეთება, ვიდრე არ ჩატარდება გამოძიება , ვიდრე არ დაიდება ექპერტიზის დასკვნა, რის შემდეგაც შეგვეძლება უკვე საუბარი.

დღეს კი პირდაპირ პოლიციის დადანაშაულება ცოტა ზედმეტად მეჩვენება. არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღშფოთება იმაზე, რომ მავანს სურს შეადაროს სააკაშვილის დროინდელი პოლიციის ქმედებები, დღევანდელს და ეს უბედური შემთხვევა, ბუტას და სანდროს განზრახ მოკვდინებას. როგორ ბედავთ საერთოდ ნაცებო ამაზე საუბარს, ნახეთ რა კადრები ვრცელდება, უდანაშაულოდ მომიკლეს პატარა, დედისერთა ბიჭი და ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვისთვის სასწრაფო არ გამოიძახეს, შემდეგ ნახეთ, როგორ არა ადამიანურად ექცეოდნენ დანარჩენ ახალგაზრდებს, რომელთა ასკი მაშინ 19- 21 წლამდე იყო მხოლოდ, სასტიკად უსწორდებოდნენ ფიზიკურად და დილამდე ,იმ საშინელ ამიდში მიწაზე ჰყავდათ დაყრილები, ვიდრე არ მოზიდეს იარაღების მთლი არსენალი და არ დაუწყვეს მათ სათითაოდ.

აღარ მოვყვები სანდრო გირგვლიანის სასტიკად წამების ამბავსაც. როგორ გიბრუნდებათ ენა და როგორ ბედავთ საერთოდ კომენტარებს. იმ უბედური ბიჭის სიკვდილი კი არ გაწუხებთ, პირიქით გიხარიათ, სალაპარაკო რომ მოგეცათ. თქვენს გულებში ჩაიხედეთ და თქვენს შვილებზე წარმოიდგინეთ, თქვე მართლა უღმერთოებო.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისრტროს, მოვუწოდებ, დროულად გამოიძიონ ეს საქმე, გაასაჯაროონ გადაღებული ვიდეოები და დროულად დაასრულონ ნაცების სპეკულაციები ამ უმძზიმეს ტრაგედიაზე“, – წერს მეტრეველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების დროს მამაკაცი გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here