Home რუბრიკები პოლიტიკა იაკობ კედმი: პოლონელებმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უფრო მეტი ებრაელი დახოცეს, ვიდრე...

იაკობ კედმი: პოლონელებმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უფრო მეტი ებრაელი დახოცეს, ვიდრე გერმანელებმა ანუ დენაციფიკაციის კონტურები

იაკობ კედმი: პოლონელებმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უფრო მეტი ებრაელი დახოცეს, ვიდრე გერმანელებმა ანუ დენაციფიკაციის კონტურები

რუბრიკის წარდგენა

ოცდამეხუთე გვერდიშორეული ანალოგიააოცდამეხუთე კადრის”. მიაჩნიათ, რომ სწორედ იგი უშუალოდ მოქმედებს ქვეცნობიერზე, ამიტომაც მას ხშირად იყენებენ მაყურებლისთვის განსაკუთრებული ინფორმაციის მისაწოდებლად. ფარულად და მოულოდნელად. ჩვენი 24-გვერდიანი გაზეთის ახალ რუბრიკას დასამალი არაფერი აქვს, მოულოდნელი და მწვავე თემები კი, რომელთა გამოქვეყნებისგან, როგორც წესი, თავს იკავებენ, ინებეთ! დღეს პრემიერაა.

ნაციზმი ევროპული ცივილიზაციის სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანია”, _ მიაჩნია იაკობ კედმის, ისრაელის ცნობილ სახელმწიფო მოღვაწესა და სამხედროპოლიტიკურ ექსპერტს. იგი ამტკიცებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დენაციფიკაცია სრულად მხოლოდ აღმოსავლეთ გერმანიაში განხორციელდა. XX საუკუნის მეორე ნახევარში გერმანელი საზოგადოებრიობა ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა _ უნდა გადაეფასებინა თავისი ისტორიული გამოცდილება, ჩამოეყალიბებინა სრულიად ახალი საზოგადოებრივი მსოფლმხედველობა, გაეცნობიერებინა საკუთარი ბრალეულობა მსოფლიოს წინაშე და კანონით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიებები განეხორციელებინა ფაშისტების, ნაცისტების, მათი მომსახურეებისა და ხელშემწყობთა მიმართ.

_ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, გერმანიაში განხორციელებული დენაციფიკაცია საკმაოდ ეფექტიანი იყო, მაგრამ დენაციფიკაცია არ მომხდარა უნგრეთში, რუმინეთში, პოლონეთში, არც უკრაინასა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, რადგან საბჭოთა მთავრობამ მიიჩნია, რომ იგი ეროვნებათაშორის დაპირისპირებას გამოიწვევდა, _ ამბობს კედმი, _ ბანდერელთა ხროვამ ათი წლით პატიმრობა რომ მოიხადა, გათავისუფლდა. ყველანი უნდა დაეხვრიტათ! ახლა ასპარეზზე მათი ყლორტები გამოვიდნენ.

რუმინეთიც ამ რიგში იყო მანამდე, სანამ ყოფილი ოფიცრები არ ამბოხდნენ, მეფე მიხაიმ საბჭოთა კავშირს ჩააბარა ქვეყანა, სანაცვლოდ მიიღო საბჭოთა ორდენი “პობედა” (გამარჯვება) და შინ წავიდა. იმას, რაც ამჟამად რუმინეთში ხდება, საფუძველი ჩაეყარა მაშინ, როცა დამნაშავეებს პასუხი არ აგებინეს.

რუმინეთში, უნგრეთში, იტალიაში დღეს ნაციზმის აღორძინება მიმდინარეობს. პოლონეთზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს.

_ მინდა გაგახსენოთ, _ განაგრძობს კედმი, _ რომ მეორე მსოფლიო ომის დროსგმირმაპოლონურმაარმია კრაიოვამუფრო მეტი საბჭოთა მეომარი დახოცა, ვიდრე გერმანელები. უკრაინელები და ბალტიისპირელები კლავდნენ ებრაელებს გერმანელების ხელმძღვანელობით. პოლონელები სიცოცხლეს უსწრაფებდნენ თავიანთ მეზობელ ებრაელებს. მაგალითად, 1941 წლის 10 ივლისს პოლონურ დაბა ევბანისა და ახლომდებარე რაიონების მცხოვრებლებმა 1600 ებრაელი გამოასალმეს სიცოცხლეს, რის გამოც პოლონეთის პრეზიდენტმა კვასნევსკიმ ბოდიში მოიხადა (იხ. იან თომას გროშისა და ირენა გრუძინსკაიაგროშის წიგნიოქროს სამკალი”.

ბანდერა და შუხევიჩი ნაცისტები იყვნენ. ეს იცის ყველამ ჩემს ქვეყანაში (ისრაელში). ჩემი მეგობრები მიყვებოდნენ, რომ მათი მშობლები, ბებია-ბაბუები ბანდერელებმა მოკლეს. მოკლეს არა იმიტომ, რომ შინსახკომელები იყვნენ (რასაც მკვლელები თავის გასამართლებლად აბრალებდნენ), არამედ იმიტომ, რომ ებრაელები გახლდნენ _ მასწავლებლები, ექიმები… მკვლევარებმა დაადგინეს, რომ უკრაინაში ყოფილი საბჭოთა კავშირის 1,5 მილიონამდე ებრაელი დაიღუპა, პოლონეთში _ 3 მილიონამდე პოლონელი იუდეველი.

პოლონეთში ბევრი იყო ე.წ. მშვიდობის წმინდანი _ შვიდი ათასი ადამიანი. მაგრამ ეს არ ამართლებს იმ პოლონელებს, რომლებმაც უფრო მეტი ებრაელი დახოცეს, ვიდრე გერმანელებმა. ლიტვაში ადგილობრივი მკვიდრნი ებრაელებს რომ კლავდნენ, უტყუარი ფაქტია.

ნიკიტა ხრუშჩოვმა 1945 წელს ცენტრალურ კომიტეტს თხოვნით რომ მიმართა, არ დაებრუნებინათ კიევში ებრაელები, იცით, რატომ? იმიტომ, რომ ისინი უნდა დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სახლებში, რომლებშიც უკრაინელები იყვნენ შეჭრილები, რაც ეროვნებათაშორისი ურთიერთობის გამწვავების მიზეზი შეიქნებოდა.

უკრაინაში დენაციფიკაცია არ განუხორციელებიათ. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ებრაელი ოფიცერი შინ რომ დაბრუნდა, შეხვდა უკრაინელ კოლეგას, დალიეს და უკრაინელი ისე გამოთვრა, რომ წვრილად მოუყვა თანამეინახეს, როგორ ხოცავდა ებრაელებს. მან კი გაიყვანა ეზოში და მოკლა. უკრაინელმა არ იცოდა, რომ ის კაცი ებრაელი იყო.

კედმი დარწმუნებულია, რომ ისრაელის სახელმწიფოს შექმნის უპირველესი მოწინააღმდეგეები ბრიტანელები იყვნენ. სწორედ ისინი არწმუნებდნენ ამერიკელ მოკავშირეებს, მხარი არ დაეჭირათ ამ ისტორიული მოვლენისთვის. არგუმენტი: ისრაელის სახელმწიფო პროსაბჭოთა ორიენტაციის ქვეყნად ჩამოყალიბდებოდა ახლო აღმოსავლეთში, რომელზეც გავლენის შენარჩუნება ინგლისის ინტერესებში შედიოდა. ისრაელის პროსაბჭოურობა საბჭოთა კავშირიდან წამოსული და ისტორიულ სამშობლოში ჩასახლებულ იუდეველთა გავლენით იყო გარანტირებული.

_ რადგან საბჭოთა კავშირი ჯოჯოხეთის ნაშობია, მნიშვნელობა არ აქვს სხვას არაფერს: არც იმას, რომ ისრაელი დამოუკიდებელი ქვეყანა იქნება მათი, ვინც გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკებს; არც იმას, რომ სსრკ ის მოკავშირეა, რომელმაც ორიოდე წლის წინათ დაამარცხა ნაცისტები და რომელსაც ინგლისელები და ამერიკელები დაჩოქილები ევედრებოდნენ, გაეძლიერებინა შეტევები აღმოსავლეთ ფრონტზე.

კიდევ კარგი, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელსაც პირადი ინტერესები ამოძრავებდა, ამ მრჩეველებს ყური არ ათხოვა. მიაფურთხა!

ეს მაგალითი მეტყველებს, რომ, როცა დასჭირდებათ რუსეთის დელეგიტიმაცია, ე.წ. პარტნიორები ყველა საშუალებას იყენებენ.

კედმი ისტორიული სიმართლის აღდგენას მოითხოვს და კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს კონიუნქტურულ გაყალბებას:

_ დღეს ხშირად გამოდიან და ბევრს ლაპარაკობენ ესტონელებზე, რომლებიც ნაცისტებს ემსახურებოდნენ. ასჯერ მეტი ესტონელი იბრძოდა წითელ არმიაში. ბევრ მათგანს საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაც კი მიენიჭა.

მაგრამ ამაზე არ ლაპარაკობენ.

რატომ არის შეუძლებელი ერთი ესტონელის მეორესთან დაპირისპირების იმგვარად წარმოჩენა, როგორც ეს ისტორიაში იყო?!

ომი რომ დაიწყო, ლატვიური არმია ჯერ კიდევ არსებობდა. მისი ბატალიონები წითელი არმიის რიგებში იბრძოდნენ. ამ ლატვიელების რაოდენობა ასჯერ აჭარბებდა “ტყის ძმების” რაოდენობას, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდნენ.

“პატრიოტები”…

ამაზეც არავინ ლაპარაკობს.

ევროპა ებრძოდა თავის კომუნისტებს. ასე იყო ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, რუმინეთში, უნგრეთში. პოლონეთში მხოლოდ ის კომუნისტები გადარჩნენ, რომლებიც “არმია ლუდოვოს” ჯარისკაცები იყვნენ. საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობა ვისგან შედგებოდა? ფრანკისტული ესპანეთიდან ლტოლვილი კომუნისტებისგან, რესპუბლიკელებისგან; იქ იყვნენ ებრაელები და ფრანგი კომუნისტები.

სხვა არავინ ებრძოდა ნაცისტებს!

დაივიწყეს ეს სიმართლე.

იტალიელი პარტიზანების ძირითადი რაზმები კომუნისტებისგან შედგებოდა. იუგოსლავიაშიც ასე იყო. ალბანეთში, საბერძნეთში იბრძოდნენ კომუნისტები (კომუნისტებს საბერძნეთში ინგლისელები გაუსწორდნენ, ადგილობრივი კოლაბორაციონისტების დახმარებით).

_ რატომ დუმან ამის თაობაზე? რატომ არ ამბობენ სიმართლეს? მხოლოდ თავის მართლებით რატომ იფარგლებიან კომუნისტები? არაა საჭირო თავის მართლება! ამ ქვეყნების მოსახლეობას უთხარით, სინამდვილეში ვინ იბრძოდა!

ასეთი პროპაგანდისტული შეტევის მიზანი ერთადერთია _ რუსეთის დელეგიტიმაცია.

მათ ყური რომ დაუგდო, რუსეთმა შექმნაალქაიდა”, “ისლამური სახელმწიფო”, “ძმები მუსლიმები”; რუსეთმა დაიწყო ათი წლის წინათ სამოქალაქო ომი სირიაში. ეს სიცრუე უკვე აქსიომად ჩამოყალიბდა. წლების განმავლობაში ამახინჯებენ ისტორიას, ამიტომ ყველას გასაგონად უნდა განვაცხადოთ: ნაცისტებს, ძირითადად, კომუნისტები ებრძოდნენ. ძეგლი კი ევროპაში ნაცისტების მიერ დახოცილ ჰომოსექსუალებს დაუდგეს. ამ ყველაფერმა საშუალება მისცათ (ცრულიბერალებს), კომუნისტები ნაცისტებთან გაეიგივებინათ.

ნაცისტების წინააღმდეგ მებრძოლების ღვაწლი წაბილწეს, ტალახში აზილეს.

სანამ ყველა მათგანის ხსოვნას პატივს არ მივაგებთ, ყველასი, ვინც ნაციზმს ებრძოდა, უპირველესად კი _ კომუნისტებისას, შეუძლებელი იქნება ომის გაკვეთილების გათვალისწინება. მაგრამ დღეს ამაზე ისინიც კი არ ლაპარაკობენ, ვინც კომუნისტებად იწოდებიან, _ ასკვნის იაკობ კედმი.

უცხოური პუბლიკაციების მიხედვით მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here