ბატონო ბიძინა, წლების განმავლობაში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებში 2 მილიარდ 800 მილიონზე მეტი დახარჯეთ. და ქველმოქმედებას დღემდე განაგრძობთ. უფალმა დაგლოცოთ და კიდევ უფრო გაგაძლიეროთ თქვენს დიდ ოჯახთან ერთად.
ბატონო ბიძინა, ვარ 95 წელს მიღწეული ღრმა მოხუცი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ვალმოხდილი ჩვენი ქვეყნის წინაშე 1941-45 წლებში.
ვეტერანი სპორტის ჭიდაობა სამბოში 1947-1960 წლებში. ვეტერანი შრომისა 1942-1997 წლებში და, რაც ყველაზე მეტად მძიმეა ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის, ვარ I ჯგუფის ინვალიდი. საბუთში მიწერია “შრომის უუნარო. საჭიროებს მომვლელს”. დიდი ხნის წინათ იყო, რომ მომვლელის ფულს ვღებულობდი. სხვა შეღავათებიც მქონდა. ყველაფერი მომიხსნეს. პენსიის გარდა არაფერს ვიღებ. კომპიუტერში შეტანილია ასაკი, ვეტერანობა და ინვალიდობა.
ბატონო ბიძინა, გაითვალისწინეთ ჩემი მძიმე მდგომარეობა _ ღრმა მოხუცებულობა, ვეტერანობა-ინვალიდობა, უმწეობა. დასუსტებული ადამიანის თხოვნა და დამინიშნეთ სოციალური დახმარება. დიდხანს არ მოგიწევთ გადახდა.
ეს იქნება დიდი მადლი და დიდი სიკეთე ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. იმედი მაქვს თქვენი კეთილი ნების, წინასწარ გიხდით მადლობას.
ვარლამ სულაქველიძე
ჩემი პირადი #60001060335
ტელ. 2 27-65-34
ქუთაისი, თავისუფლების ქუჩა, მე-3 შესახვევი, #4.