ცხონებული დედაჩემი იყენებდა ხოლმე სიტყვა “ვიხარამაცს”, რაც იმერულ დიალექტზე შეუსაბამო სიხარულის გამოხატვას ნიშნავს ამა თუ იმ საზეიმო ფაქტის მიმართ. ანალოგიური დატვირთვისაა სიტყვა “ტაშ–ფანდური”… აი სწორედ ეს ორი სიტყვა გამახსენა 26 მარტს ე.წ. ახალი თბილისის ტერიტორიაზე დაწყებულმა საზეიმო ღონისძიებებმა საქართველოსთვის დიდი ხნის წინათ შეპირებული ე.წ. ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გამო, რომელიც ძალაში 28 მარტს შევიდა და ჰერი, ქართველებო, ასრულდა ჩვენი დიდი წინაპრების “ნანატრი”… ოთხივ კუთხივ არა, მაგრამ, დასავლეთის მიმართულებით გზა გაგვიხსნა ჩვენმა “მეგობარმა” ევროპამ, _ ასეც გიქნიათ, კისერიც გიტეხიათ, მაგრამ მხოლოდ 90 დღითო…
უკლებლივ ყველა ტელევიზია ახალი თბილისის ძველი პლეხანოვიდან იწყებდა მაუწყებლობას ვიხარამაცი-ტაშ-ფანდურის კადრებით, რომლებზეც ხელისუფლებიდან მხოლოდ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, “ბღუჯა-ბღუჯა” ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალასანიას თავისუფალი დემოკრატებიდან “ქართულ ოცნებაში” დროულად გადაბარგებული ვიქტორ დოლიძე დავლანდე. ხოლო ოპოზიციიდან, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტოდან _ არავინ, რაც სასიამოვნოდ გამიკვირდა _ “გაევროპელებული” შალვა ნათელაშვილის “დაუნ დიქტეიტეღა” აკლდა ისედაც სასაცილო ვიხარამაც-ტაშ-ფანდურს.
მამუკა მდინარაძემ, შვილით ხელში, იმავე შვილის ნათელ მომავალზე ისაუბრა ევროპულ ოჯახში. ვიქტორ დოლიძემ _ არაღიარების პოლიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდება და ამით დავიბრუნებთ სოხუმ-ცხინვალსო, ხოლო “ბღუჯა-ბღუჯა” მინისტრმა ყველას “მოუჯოკრა”, როცა დაახეთქა, _ საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდაო.
ვიცეპრემიერს (ეგ თანამდებობაც შეუთავსებია ფინანსთა მინისტრს, ისევე, როგორც განათლების მინისტრს. ეტყობა, ვიცეპრემიერის სავარძელს ხელი რომ გამოჰკრა, რამე სისულელე უნდა დააბრეხვო) ვეტყვი, რომ სადმე დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ ოდესღაც იყავი იქ, სადაც ბრუნდები.
ჰოდა, საქართველო როდის იყო ევროპა _ დავითის თუ თამარის ეპოქაში, როდესაც ევროპის ქვეყნების იმჟამინდელმა მონარქებმა, ტანის დაბანა რა იყო, არ იცოდნენ? თუ მონღოლების მიერ საქართველოს ოქროს ხანის დასრულების შემდეგ გავხდით ევროპა? მუსლიმურ სცილასა და ქარიბდას შორის მოქცეული საქართველო, ქართველი კაცი, საუკუნეების განმავლობაში ფიზიკური გადარჩენისა და მართლმადიდებლობის, ანუ ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად იბრძოდა გულგრილი ევროპის თვალწინ! ერთიცა და მეორეც შევძელით ერთმორწმუნე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლით, ერთ ოჯახად ვიცხოვრეთ 2 საუკუნე და, თუ სადმე უნდა დავბრუნდეთ, ეს მართლმადიდებელი რუსეთია და არა ლიბერასტული ევროპა.
მაშ, რას ვზეიმობთ? უფრო ზუსტად, რა ეზეიმება საქართველოს ხელისუფლებას? თორემ, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი წინამდებარე წერილის პათოსს რომ იზიარებს, ეჭვი არ გვეპარება.
ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დასაწყისში დაიწყო ზღაპრები ნატოში საქართველოს შესვლის შესახებ და კარგად მახსოვს 1990-იანი წლების დასაწყისში ნატოს იმჟამინდელი გენმდივნის _ ხავიერ სოლანას ზუსტად სამსაათიანი(?) ვიზიტი საქართველოში, რომელსაც აშკარად პროამერიკულად განწყობილი ქართველი საზოგადოება დიდი იმედით შეხვდა და თურმე სულ ტყუილად _ გადარჩენის მაგივრად სოლანას ვიზიტი საქართველოს უბედურების დასაწყისი აღმოჩნდა.
სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ზეობისას ნატოს ზღაპარს ევროკავშირის არაკიც დაემატა და ორივემ ერთად 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიამდე მიგვიყვანა.
რუსეთ–საქართველოს ომის პერიოდში ფოთსა და ბათუმში საქართველოს დასახმარებლად წყლითა და პამპერსებით დატვირთული ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლამ ისე “შეაშინა” რუსეთის არმია, რომ დე იურედაც დავკარგეთ დე ფაქტოდ დაკარგული სოხუმ–ცხინვალი, პლუს კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონის 160 სოფელი, რომლებსაც ჰალსტუხის მლოღნავმა და მიწაზე მხოხავმა მთავარსარდალმა ქვების გროვა უწოდა.
შემდეგ იყო ნატოს ეგიდით ქართული “სამშვიდობო” მისიები აფრიკაში თუ ავღანეთ-ერაყში, სადაც ათობით ქართველი ტალიკ-ტალიკი ბიჭები დაგვეღუპნენ; ანტიდისკრიმინაციული კანონი თუ ათასი ჯანდაბა და დოზანა, რომლებიც დასავლელი “მეგობრების” რეკომენდაცია-ბრძანებების გამო შეასრულა საქართველომ, მაგრამ ნატო და ევროკავშირი მაინც ისეთივე მიუწვდომელი დარჩა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც სახედრის წინ სატყუარად დაკიდებული იონჯა.
ჰოდა, როდესაც ევროკავშირი, ყოველ შემთხვევაში ამ სახით, არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის, მხოლოდ ახლა მოგვაშავეს ე.წ. ვიზალიბერალიზაცია.
ჯერ ვნახოთ, რა სარგებელი ნახეს ევროკავშირის წევრმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, რომლებსაც ჩვენგან განსხვავებით, შეზღუდვები არ აქვთ და მერე ვიფიქროთ, რა ელის საქართველოს:
* ბალტიის, პოლონეთის, რუმინეთისა და სხვა ქვეყნების მოსახლეობის ერთი მესამედი, ძირითადად, ახალგაზრდობა სამშობლოდან უკეთესი ცხოვრების საძებნელად არიან გადახვეწილნი და მათი უმრავლესობა, სავარაუდოდ, სამუდამოდ. მათ ადგილებს კი ათასი ჯურის გადამთიელი იკავებს, ანუ ამ ერების დემოგრაფიული კატასტროფა გარდაუვალია.
უკეთესი დღე არც საქართველოს ელის…
* ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან განსხვავებით, რომლებსაც მუშაობის უფლება აქვთ, საქართველოს მოქალაქეებს ამა თუ იმ ევროპულ ქვეყანაში ყოფნა მხოლოდ 90 დღით შეუძლიათ.
დღეს საქართველოდან გასული მოქალაქეების რაოდენობა მილიონს აჭარბებს, ამ ადამიანების დიდი უმრავლესობა არალეგალურად მუშაობს და ცხოვრობს ევროპა-ამერიკის ქვეყნებში და ვინმეს ჰგონია, რომ ახლა თუ უვიზოდ გავლენ 90 დღის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდებიან? მათი უმრავლესობა ევროპაში დამკვიდრებას შეეცდება, ზოგი კი ქვეშაფსია ბებრისთვის პამპერსების გამომცვლელის “პრესტიჟულ” სამუშაოს იშოვის.
უფრო “მარიფათიანი” ახალგაზრდები მოხუცებისთვის პამპერსების გამოცვლას ქურდობა-ყაჩაღობას ამჯობინებენ, რაც ნამდვილად არ არის საამაყო, მაგრამ ვერც მორალისტებს დავეთანხმები და “მიწაში ვერ ჩავდებ” ჩემს თანამემამულეებს იმის გამო, რომ მაძღარი ევროპელების ქაქის ქექვას ქურდობა არჩიეს.
* გაეროს მონაცემებით, ქართველი ერი მომაკვდავ ერად არის მიჩნეული, რადგან საქართველოში მოკვდავობის მაჩვენებელი ჭარბობს ახალშობილთა მაჩვენებელს, ხოლო ცნობილი ქართველი დემოგრაფის _ ანზორ თოთაძის აზრით, საქართველოს რეალური დემოგრაფიული სურათი გაეროს მიერ დახატულზე გაცილებით მძიმეა. ვისაც უნდა, ქსენოფობად ჩამთვალოს და ვისაც უნდა, რასისტად, მაგრამ სათქმელს მაინც ვიტყვი:
უკვე თვალში საცემია საქართველოს ჩინეთიზაცია და თურქეთიზაცია!
თუ ქართველებიც სამუდამოდ დარჩნენ ევროპაში, აი მაშინ მოგეცათ ლხენა: საქართველოს სახნავ-სათესი მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი ხომ უცხოტომელებს აქვთ ნაყიდი, დანარჩენსაც ათასი ჯურის გადამთიელი შეიძენს და, როგორც პარიზში, სადაც ძნელად მიხვდები, რომ საფრანგეთში ხარ და არა რომელიმე აფრიკულ ქვეყანაში, თბილისშიც ანალოგიური სურათი იქნება ახლო მომავალში.
* კიდევ ერთ საფრთხეს შეიცავს ევროპასთან დაახლოება: საზღაური, რომელიც გადავიხადეთ ე.წ. ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ, ზევით უკვე ჩამოვთვალეთ და ვეჭვობ, კიდევ დაგვიწესებენ ახალ გადასახადებს:
გახსოვთ, ალბათ, ავსტრიის საგარეო მინისტრის, ეუთოს თავმჯდომარის _ სებასტიან კურცის განცხადება საქართველოში ახლო აღმოსავლელი ლტოლვილების ცენტრების შექმნის შესახებ და ჩვენი ხელისუფლების უსუსური უარიც _ ჩვენ ჩვენი ლტოლვილები გვყავს და ამიტომ ვერ მივიღებთ მიგრანტებსო. ეს პასუხი ლაჩრულია. ერთი პოლიტიკოსიც არ აღმოჩნდა ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში, რომელიც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ეტყოდა მტკიცე არას ევროპელებს, რომელთა მიერ მოწყობილი ე.წ. არაბული გაზაფხულების ბრალია, რომ ევროპა მუსლიმმა მიგრანტებმა წალეკეს.
და ახლა საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვ პასუხს კითხვაზე _ ჩვენი დევნილები რომ არ გვყავდეს, მიიღებდით უცხოტომელ მიგრანტებს?
* ევროპასთან ინტეგრირება კიდევ ერთ საფრთხეს შეიცავს _ გაძლიერდებიან დასავლეთისგან დაფინანსებული ქართული არასამთავრობოები, რომლებმაც ანტიქართულ ანტიმართლმადიდებლური კოალიცია შექმნეს ვითომ დაშლილ, მაგრამ სინამდვილეში გაშლილ “ნაცმოძრაობასთან”, პრეზიდენტ მარგველაშვილთან, სააკაშვილის ჯიბის ტელევიზია “რუსთავი 2”-თან და სულგაყიდულ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად.
ასოებმა, ანუ მეხუთე კოლონამ ლომის წილი დაიდეს ნეოლიბერალების პროგრამა-მინიმუმის რეალიზაციის საქმეში _ საქართველოს დედაეკლესიის ავტორიტეტი საფუძვლიანად შეირყა. ახლა პროგრამა–მაქსიმუმის შესასრულებლად ემზადებიან: რადაც უნდა დაუჯდეთ, ქართულმა ასოებმა ხსენებულ კოალიციასთან ერთად უნდა შეძლონ 17 მაისს რუსთაველზე გეიაღლუმის ჩატარება. მით უმეტეს, რომ პედერასტებს საპარლამენტო უმრავლესობაშიც ჰყოლია მხარდამჭერი _ გუგული მაღრაძე.
ეს იქნება კიდევ ერთი საზღაური, რომლის გადახდასაც მოსთხოვენ ხელისუფლებას ე.წ. ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ ჯერ კიდევ ძლიერი მსოფლიო ნეოლიბერალები.
მაშ, რას ზეიმობს ჩვენი ხელისუფლება? _ რას და მაღალ თანამდებობებს, ხელფას-პრემიებს, უცხოეთში ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრებასა და “შოპინგებს”, შავ ჯიპებს და ა.შ. ყველა იმ პრივილეგიას, რომლებსაც, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების გამოკლებით, საქართველოს ყველა ხელისუფლებაში ყოფნა იძლეოდა და იძლევა; პრივილეგიებს, რომლებიც გარანტირებული აქვთ მანამდე, სანამ ევროპის ნეოლიბერალთა ფარვატერში დგანან ან სანამ ამ ყველაფრით გამწარებული ხალხი არ იხუვლებს და ნაცებ–ქოცებს ერთად გამოუყვანს წირვას…
მანამდე კი საქართველოში სამარცხვინო ვიხარამაც-ტაშ-ფანდური გრძელდება, რომელმაც აპოგეას 28 მარტს მიაღწია, როდესაც პრემიერ კვირიკაშვილის ბელადობით პირველი უვიზო ავიარეისი შესრულდა საბერძნეთის გავლით, როგორც თანამედროვე დემოკრატიის მშობელ ქვეყანაში, და შემდეგ _ ევროპის დედაქალაქ ბრიუსელში.
სიმბოლოები პრემიერ კვირიკაშვილსაც ჰყვარებია _ იღლიაში ერთი პორტატული გადასატანი ტრიბუნა და რა განსხვავება იქნება კვირიკაშვილსა და სააკაშვილს შორის?!
კვირიკაშვილსაც ჰყვარებია პროპაგანდისტულ-პოპულისტური შოუები ბიუჯეტის ხარჯზე… ისე, რა ნიშნით შეარჩიეს ევროპაში ქართველების ისტორიული გაფრენა–აფრენის მონაწილენი, რომლებიც მუქთად მოინახულებენ ევროპას? _ ეს კითხვა იმ უკიდურესად შეჭირვებულ ხალხს აწუხებს, პირველ რიგში, ვისაც არც ვიხარამაც-ტაშ-ფანდურში მიუღია მონაწილეობა და ვერც ევროპაში ჩავა ტურისტად ვერასოდეს, რადგან, ბილეთის, სასტუმროს, ჭამა-სმის ფული კი არა, პურს ნისიად ყიდულობენ დაბეჩავებულები.
დავით მხეიძე
P.S. თუ მართლა სახალხო ზეიმი გინდოდათ, იმ შეპირებული 100 საწარმოდან ერთი მაინც გაგეხსნათ, ანდა, ნახევარი საქართველო რომ ბანკების მძევლად აქციეთ, ასევე შეპირებული იაფი კრედიტები მიგეცათ ხალხისთვის…
batono davit (mxeidze), rogor 10-ianshi “moartyit” yoveli tkveni cinadadeba, magram ra??? ra eshveleba am dakceul kveyanas??? ratom ar ikvreba im moazrovne da samshoblosa da sakutari momavalze dadardianebuli uamravi nichieri adamiani da ert didi krebas ar moacyobs, sadac ketili inebos chvenma samgvdeloeba(mamebma) rom ers daudgnen mxarshi , gaertiandes eri da beri da ertiani shemartebit, dzalisxmevit , chkuita da gonivruli kmedebebit sakme daidzras adgilidan, torem marto simartlis cera ukve agarapperi siketis momtani ar aris, es unda gavigot!!!
didi pativiscemi—rigiti kartveli romelicac usashvelod stkiva sakartvelo da misi kartvelebis momavali!!!