Home რუბრიკები პოლიტიკა თუ გვინდა, გადავრჩეთ, ჩვენი ადგილი რუსეთის პოლიტიკურ-ეკლესიურ ფარვატერში უნდა ვეძებოთ

თუ გვინდა, გადავრჩეთ, ჩვენი ადგილი რუსეთის პოლიტიკურ-ეკლესიურ ფარვატერში უნდა ვეძებოთ

2096
პატრიარქი

გასულ კვირაში თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). რუსეთის ეკლესიის მაღალმა იერარქმა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქ ილია მეორეს, შეხვედრისას, რუსეთის პატრიარქ კირილესგან მოკითხვა გადასცა და მოსკოვში დაპატიჟა, სადაც .. 4 დეკემბერს გაიმართება რუსეთში პატრიარქის ინსტიტუტის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვალოცვა.

საქართველოს პატრიარქმა განაცხადა, რომ აუცილებლად ჩავა მოსკოვში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს საშუალებას.

მიტროპოლიტმა ილარიონმა ჩვენს პატრიარქს აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული პრობლემების მოგვარების საქმეში რუსეთის ეკლესიის სრული თანადგომა აღუთქვა და ამ საკითხზე რუსულ-ქართული ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, ორივე მხრიდან სამ-სამი წევრის მონაწილეობით.

ქართულმა ტელევიზიებმა მხოლოდ ორითეოლოგექსპერტისმოსაზრება გაგვაცნეს. მათგან ერთმა ოკუპანტ რუსეთში ჩვენი პატრიარქის ჩასვლა დაუშვებლად მიიჩნია, ხოლო მეორემ პირიქით, ოკუპაციის მიუხედავად, რუსეთთან დიალოგს დაუჭირა მხარი.

აი, სულ ეს იყო, რაც ჩვენმა ლიბერასტულმა ტელევიზიებმა გაიმეტეს ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი ფაქტის გაშუქებისას.

არც ჩვენ თვალწინ “რუსთავი 2”-ად ქცეულმა “ტელეიმედმა”, რომლის ჟურნალისტები შესაშური ერთსულოვნებით არიან შემართული მამათმავლებისა და ლესბოსელების დასაცავად და ეროვნული სულისკვეთების გასამარგინალებად, და არც სხვა არხებმა, საჭიროდ არ მიიჩნიეს ხსენებული ვიზიტის ირგვლივ ტელედებატების მოწყობა. ვიზიტისა, რომელიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის.

თითქმის იგივე სურათია ბეჭდურ მედიაში: არავითარი კონკრეტიკა, რა პრობლემებია აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, რა “ჩამოგვიტანა” რუსეთის ეკლესიის მაღალმა იერარქმა და, აქედან გამომდინარე, სერიოზული ანალიზი, პოლიტიკოსთა კომენტარები, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები.

დიახ, პოლიტიკოსთა, რადგან მეუფე ილარიონის ვიზიტი, უწინარესად, პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა და არა თეოლოგიურს.

მოკლედ, ამ ვიზიტზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ქართული საინფორმაციო საიტები, რომ იტყვიან, ამაოდ ვქექე. “მხსნელად” ისევ “რუსი ოკუპანტების” საინფორმაციო საშუალებები მომევლინა, რომლებზეც გადავაწყდი ჩემთვის საჭირო ცნობას, რომელსაც მკითხველს ვთავაზობ.

წერილში სათაურით “საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები აფხაზეთში “რასკოლნიკების” წინააღმდეგ გამოვიდნენ”, ზემომოყვანილი მწირი ინფორმაციის გარდა, ვკითხულობთ:

მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) ილია მეორესთან საუბრისას განაცხადა, რომ რომელიღაც ჯგუფმა მიიტაცა ახალი ათონის მონასტერი აფხაზეთში, იკავებს წმინდა სავანეს და თავი მიტროპოლიადაც კი გამოაცხადა.

ამას გარდა, ეს ჯგუფი ლოცვებში მოიხსენიებს არა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს ან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, არამედ მსოფლიოს პატრიარქს, ანუ კონსტანტინოპოლის პატრიარქს

რომელიღაც ჯგუფშიმიტროპოლიტმა ილარიონმა იგულისხმააფხაზეთის წმინდა მიტროპოლიარუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი კლირიკის, არქიმანდრიტ დოროთეს (დბარი) ხელმძღვანელობით.

პატრიარქ კირილეს დესპანმა ქართველ იერარქებს შესთავაზა სპეციალური ორმხრივი ჯგუფის შექმნა მოსკოვისა და თბილისის საერთო პოზიციების შესამუშავებლად საეკლესიო პრობლემების მიმართ აფხაზეთში, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მოსკოვმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. უმრავლესობა ქვეყნებისა ამ დამოუკიდებლობას არ ცნობს და აფხაზეთს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის ურღვევობას.

დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს და რუსეთის ეკლესიებს შორისგანხეთქილების ვაშლიწმინდა მოციქულ სიმონ კანანელის სახელობის ახალი ათონის მონასტრის კუთვნილების საკითხი იყო.

რამდენიმე წლის წინათ აფხაზი სასულიერო პირების ჯგუფი, არქიმანდრიტ დოროთეს ხელმძღვანელობით, ახალი ათონის მონასტერში დამკვიდრდა. მათ განაცხადეს, რომ ამიერიდან აფხაზეთის ეკლესია პირდაპირ დაექვემდებარება კონსტანტინოპოლის პატრიარქს და არა რუსეთის ან საქართველოს ეკლესიების მეთაურებს.

რამდენიმე წლის წინათ ილია მეორე დათანხმდა ახალი ათონის მონასტრის რუსეთის ეკლესიის მმართველობაში გადაცემას, მაგრამ აფხაზმა სასულიერო პირებმა რუსეთის ეკლესიის მიერ წარგზავნილი კლირიკი არ შეუშვეს მონასტერში, და ახლა იქაფხაზეთის წმინდა მიტროპოლიაგამოაცხადეს”.

ვფიქრობ, მკითხველისთვის ყველაფერი ნათელია შესაბამისი დასკვნების გამოსატანად, მაგრამ შეგნებული თუ შეუგნებელი ხლისტების გასაგონად ვიტყვი:

პირველი და უმთავრესი არის ის, რომ რუსეთის ეკლესია, მიუხედავად ყველაფრისა, აღიარებს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს და შემდგომი მსჯელობა აქედან გამომდინარე უნდა განვაგრძოთ.

რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მეცადინეობითა და რუსეთის პოლიტიკური ზეწოლის (ვფიქრობ, რუსეთის ბერსა თუ ერს, უკვე ყელში აქვს ამოსული აფხაზირასკოლნიკებისთავხედობა) შედეგად, ილორისა და ბედიის ტაძრების მყისიერი დაბრუნება თუ არა, ამ უძველეს ტაძრებში უახლოეს ხანში თუნდაც მხოლოდ საეკლესიო დღესასწაულებზე ქართულად ღვთისმსახურების ჩატარება რეალური პერსპექტივაა!

რუსეთის პოლიტიკური თუ საეკლესიო ხელმძღვანელობა არ დაუშვებს, რომ ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია მსოფლიოს პატრიარქს დაექვემდებაროს, რადგან, ჯერ ერთი, მსოფლიოს პატრიარქ ბართლომეს გავლენა კონსტანტინეპოლის ეკლესიის გალავანს იქით არ ვრცელდება, და მეორე _ საიდუმლო არავისთვის არის, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიას, ერთი მხრივ, თურქეთი აფინანსებს და აკონტროლებს და, მეორე მხრივ, აშშ-ის სპეცსამსახურები.

ამიტომაც მოგვევლინა ბართლომე I ამას წინათ საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ეკუმენისტური (ლიბერასტული) მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის ინიციატორად. კრებისა, რომელსაც, რუსეთის ეკლესიის მსგავსად, არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაესწრო.

დღეს უკვე ბრმისთვისაც ნათელია, რომ მიმდინარეობს გადამწყვეტი შეტევა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე და სრულიად მართლმადიდებლობაზე, და, თუ გვინდა, ამ ბრძოლაში გადავრჩეთ, ჩვენი ადგილი რუსეთის პოლიტიკურეკლესიურ ფარვატერში უნდა ვეძებოთ.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ეკლესია.

ციანიდის სკანდალით საკმაოდ კომპრომეტებულ და გახლეჩილ დედაეკლესიაში რომელი გუნდი გაიმარჯვებს: მეუფე იობის მსგავსი კონსერვატორები თუ მეუფე პეტრეს მსგავსი ლიბერასტი ყანდურები _ აი, ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ეკლესიის და, საერთოდ, ქვეყნის მომავალი. ახლაც, როგორც 200 წლის წინათ მეფე ერეკლე, დილემის წინაშე ვდგავართ _ ან მართლმადიდებლობა, ზნეობა და, აქედან გამომდინარე, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება ან ლიბერასტ-ხლისტობა და გადაგვარება-გადაშენება.

არჩევანი შენზეა, “ჩემო სამშობლო მხარეო”…

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ის, რომ ადგილი რუსეთის ეკლესიის ფორვატერში უნდა ვეძებოთ, ნათელია დღესავით. მსოფლიო ქრისტიანულ რუქაზე (თუნდაც პოლიტიკურზე) რუსეთის ტოლი გინდა სიდიდით, გინდა გავლენით, ბევრი ნამდვილად არ მოიძებნება – ამიტომაც დიალოგის გაწყვეტა კარგს არაფერს მოგვიტანს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here