Home ახალი ამბები საქართველო თუშეთში ნასოფლარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

თუშეთში ნასოფლარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

1286
თუშეთი

ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე ნასოფლარ ინდურთას, აგრეთვე, 9 ციხესოფელსა და ნასოფლარს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა.

ნასოფლარი ინდურთა მდებარეობს თუშეთის ალაზნის ხეობაში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 20 კმ-ის მოშორებით. ნასოფლარი განლაგებულია მაღალი, კლდოვანი მთის ერთ-ერთი განშტოების ბოლოში, მდინარე თუშეთის ალაზნის მარცხენა ნაპირას. ნასოფლარში სამ ათეულზე მეტი ნაგებობაა, რომელთა ნაწილი მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშეა შემორჩენილი, ნაწილი კი თითქმის მთლიანად დანგრეულია.

ნასოფლარის მახლობლად, მდ. წოვათისწყლის მარცხენა შენაკადის ხეობაში სამაროვანია. ნასოფლარის თავზე ერთმანეთთან ახლოს დგას სამი ციხე-სახლი. სამივე ფიქლის მშრალი წყობითაა ნაშენი. მათგან ორი შედარებით ნაკლები დანაკარგებითაა, ხოლო მესამე ორსართულ-ნახევრის სიმაღლეზეღა დგას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here