Home ახალი ამბები მსოფლიო თურქეთში სამთავრობო გაზეთის მთავარი რედაქტორი მოკლეს

თურქეთში სამთავრობო გაზეთის მთავარი რედაქტორი მოკლეს

1153

თურქეთში სამთავრობო გაზეთ Yeni Akit-ის მთავარი რედაქტორი, ქადირ დემირელი, მოკლეს. ცნობილ ჟურნალისტს ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.ახალი ამბების სააგენტო “ანადოლუს” ცნობით, შემთხვევა ოჯახურ კონფლიქტს მოჰყვა. დემირელსა და მის სიზეს, იავუზ კარანფილს, შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და უბედური შემთხვევით დასრულდა.

ინციდენტისას დაშავდნენ ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის, ჟურნალისტის ქალიშვილიც. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here