Home ახალი ამბები მსოფლიო თურქეთმა ევროპა ორმაგი სტანდარტის გამოყენებაში დაადანაშაულა

თურქეთმა ევროპა ორმაგი სტანდარტის გამოყენებაში დაადანაშაულა

779
დროშა (ევროკავშირი-თურქეთი)

ევროპა გამუდმებით ცდილობს, თურქეთს დემოკრატია ასწავლოს, თვითონ კი წინააღმდეგია პრეზიდენტის შეხვედრისა მოქალაქეებთან”, _ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა მას შემდეგ, რაც გერმანიის მთავრობამ უარი უთხრა რეჯეფ თაიფ ერდოღანს, გერმანიაში მცხოვრები თანამემამულეების წინაშე სიტყვით გამოსულიყო G20-ის სამიტზე ვიზიტისას.

“ისინი, ვინც ყოველ ნაბიჯზე ცდილობს, თურქეთს დემოკრატიის, უფლებებისა და ადამიანის თავისუფლებების გაკვეთილები ჩაუტარონ, პარალელურად მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციებს, პუტჩისტებსა და დამნაშავეებს, უარს ეუბნებიან თურქეთის პრეზიდენტს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრის ჩატარებაზე. ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ევროპა ორმაგ სტანდარტს იყენებს”, _ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

“დიდი ოცეულის” სამიტი ჰამბურგში 7-8 ივლისს უნდა გაიმართოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here