თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული საკრებულოს სპიკერ მუსტაფა შენტოპის განცხადებით, ანკარა და ბაქო აწარმოებენ მოლაპარაკებებს თურქეთისა და აზერბაიჯანის გაერთიანებული არმიის შექმნის შესახებ.
ეს განცხადება თურქმა პოლიტიკოსმა პრესკონფერენციის მიმდინარეობისას გააკეთა, რომელიც გაიმართა აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში (ყოფილი კიროვაბადი). თურქეთის პარლამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესი ორი ქვეყნის არმიების შესაძლო გაერთიანებაზე დაეფუძნება პრინციპს “ორი ერი _ ორი სახელმწიფო”.
სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გარდა, ანკარა და ბაქო, აგრეთვე, მუშაობენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მომზადებაზე. ამით ორი ქვეყანა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას აპირებს.
anna-news.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ
როგორც ჩანს თურქეთი რუკიდან გაქრობის საფლავში აზერბაიჯანსაც ჩაითრევს, ისე როგორც გაერთიანებული ევროპა საქართველოს!