Home სხვადასხვა დაიჯესტი თურქეთის პოლიციამ “ემნისტი ინტერნეიშნელის” განყოფილების ხელმძღვანელი დააკავა

თურქეთის პოლიციამ “ემნისტი ინტერნეიშნელის” განყოფილების ხელმძღვანელი დააკავა

თურქეთის პოლიცია

ეს ფაქტი მსოფლიო პრესის განსჯისა და აღშფოთების საგნად იქცა გასული ათი დღის განმავლობაში და შავ შლეიფად ჩაჰყვა ერდოღანს G20-ის ჰამბურგის სამიტზე.

ღონისძიება, რომელზეც განიხილავდნენ უფლებადამცველ ჯგუფებს შორის ინფორმაციის გაცვლის საკითხებს, გაიმართა სასტუმროში, რომელიც სტამბოლის მახლობელ ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს. პოლიცია შეიჭრა სასტუმროს ნომერში და 12 ადამიანი დააპატიმრა, “ემნისტი ინტერნეიშნელის” თურქეთის განყოფილების ხელმძღვანელის იდილ ესერის ჩათვლით. დაკავებულთა შორის შვიდი უფლებადამცველი ჯგუფის წევრია, აგრეთვე, ორი უცხოელი ინსტრუქტორი გერმანიიდან და შვედეთიდან. დაპატიმრებულია სასტუმროს მფლობელიც.

რა მიზეზით დააპატიმრეს შეხვედრის მონაწილენი, ჯერჯერობით უცნობია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here