Home ახალი ამბები მსოფლიო თურქეთის მოსახლეობის რაოდენობამ 80 მლნ-ს გადააჭარბა, უკრაინელების რაოდენობა კი სწრაფად მცირდება

თურქეთის მოსახლეობის რაოდენობამ 80 მლნ-ს გადააჭარბა, უკრაინელების რაოდენობა კი სწრაფად მცირდება

3040
უკრაინა

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017 წელს თურქეთის მოქალაქეთა რაოდენობამ 995 ათასით მოიმატა და 80,8 მლნ შეადგინა. მოსახლეობის 50,2% მამაკაცია (40,54 მლნ), 49,8% _ ქალი (40,3 მლნ).

უკრაინა კი, გაეროს მონაცემებით, შედის ჩამონათვალში იმ 5 ქვეყნისა, რომელთა მოსახლეობაც სწრაფად მცირდება. მიზეზები: სამოქალაქო ომი, ცხოვრების დაბალი დონე და უსაფრთხოების შემცირება. შედეგად იზრდება მოკვდავობა და მცირდება შობადობა, ამას ერთვის ემიგრაცია.

ექსპერტთა აზრით, თუ ასე გაგრძელდა, 2050 წლისთვის უკრაინაში 36 მლნ ადამიანი იცხოვრებს, 17%-ით ნაკლები, დღევანდელ რაოდენობასთან შედარებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here