Home ახალი ამბები საქართველო თურქების ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს

თურქების ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს

1289
აირზენა

ავიაკომპანიაჯორჯიან ეარვეისმა” “ტავ ურბან ჯორჯიასუპასუხა: “გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის, “ტავ ურბან ჯორჯიასკომენტარს ავიაკომპანიაჯორჯიან ეარვეისისდამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის, განცხადებაზე.

“უპირველეს ყოვლისა, მოგახსენებთ, რომ “ტავ ურბან ჯორჯიას” ცინიკური განცხადება უსაფუძვლოა და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში “ტავ ურბან ჯორჯიას” მხოლოდ იმაში, რომ მგზავრი მიდის ტერმინალიდან თვითმფრინავამდე, გადავუხადეთ 43 მილიონ ლარზე მეტი (43 408 817 ლარი). ეს მაშინ, როდესაც ჩვენს მგზავრებს თავად ვუწევთ ყველანაირ სახმელეთო მომსახურებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ “ტავ ურბან ჯორჯიასთვის” ერთ მგზავრზე გადახდილი თანხა 16 დოლარი ვერანაირად ვერ იქნება. მაგალითისათვის, მხოლოდ 2017 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადავიყვანეთ 182 506 მგზავრი და “ტავ ჯორჯიას” გადავუხადეთ ჯამში 15 მილიონ ლარზე მეტი, რისი დამამტკიცებელი დოკუმენტაციაც ხელთ გვაქვს.

“ტავ ურბან ჯორჯია” მინიმალური სერვისის შეთავაზების ხარჯზე მაქსიმალური მოგების მიღებაზეა ორიენტირებული, რის ნათელ მაგალითსაც ახალი ტერმინალიც წარმოადგენს, რომელიც ძველთან შედარებით გაცილებით პატარა ზომისა და შეუსაბამო ფორმისაა, მაშინ როდესაც აეროპორტი ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს და ტურისტის გაცნობაც ქვეყანასთან აქედან იწყება.

კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ, თუ თვლით რომ საქართველოში აუცილებელია ეროვნული ავიაკომპანიის არსებობა და თუ ფიქრობთ რომ “ტავ ურბან ჯორჯია” ვერ უნდა გვიშლიდეს ხელს ავიაბილეთების გაიაფებაში, დაგვიდექით გვერდით”, _ ნათქვამია “ჯორჯიან ეარვეისის” წარმომადგენლების განცხადებაში.

ქართული ანდაზა: “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს” სწორედაც, რომ “ტავ ურბან ჯორჯიაზეა ნათქვამი”.

“ტავ ურბან ჯორჯიას” ფიცს კიდევ დაიჯერებდა კაცი, რომ არა ერთი გარემოება: სტამბოლის აეროპორტები სატრანზიტო ჰაბია აზიიდან ევროპისა და ამერიკის მიმართულებით მფრინავი ავიაკომპანიებისათვის. ერთადერთი მათი კონკურენტი რეგიონში მხოლოდ თბილისის აეროპორტია. სწორედ ამიტომ უჭირავთ მათ თბილისში მაღალი ფასები, რათა სტამბოლის ალტერნატივა მოსპონ. და სწორედ ამიტომ მართებულად ედავება მათ “ჯორჯიან ეარვეისი”. დასასრულ, ერთი რიტორიკული კითხვა: მთავრობავ, გესმის?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here