Home ახალი ამბები მსოფლიო თოვლით გამოწვეული აპოკალიფსი აშშ-ში

თოვლით გამოწვეული აპოკალიფსი აშშ-ში

242
თოვლით გამოწვეული აპოკალიფსი აშშ-ში

ანომალიურმა თოვლმა და ყინვებმა, რომლებიც თავს დაატყდა აშშის რამდენიმე შტატს, 60-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასეთი კლიმატური პირობებისთვის შტატების ინფრასტრუქტურის მოუმზადებლობის გამო ვითარება უარესდება. ყველაზე მეტად დაზარალდა შტატი ტეხასი, სადაც 23 ადამიანი დაიღუპა. სიკვდილის შემთხვევები გამოიწვია გათბობის მცდელობამ: ავტომობილში მსხდომი რამდენიმე ადამიანი გათბობისას მხუთავი აირით გაიგუდა, რამდენიმე კი გაზქურიდან და ბუხრიდან გაჟონილი ბუნებრივი აირის აფეთქებამ იმსხვერპლა.

თოვლით გამოწვეული აპოკალიფსი აშშ-ში

გაზეთი New York Times-ი იუწყება, რომ ბევრია მოყინულ გზებზე ავტოავარიის შემთხვევა; მოუგვარებელია ენერგო და წყლით მომარაგების პრობლემა. უკვე შეინიშნება პროდუქტების დეფიციტიც. ელექტროენერგიის ნაკლები გამომუშავების გამო მოიმატა მისმა ფასმა. ზოგიერთ სახლს თოვლის სიმძიმისგან სახურავი ჩაენგრა.

russvesna.suზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here