Home რუბრიკები საზოგადოება თემურ შაშიაშვილი: ასე ცხოვრება აღარ შეიძლება _ ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

თემურ შაშიაშვილი: ასე ცხოვრება აღარ შეიძლება _ ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

1153
თემურ შაშიაშვილი

თავისი საპრეზიდენტო პროგრამის შესახებსაქართველო და მსოფლიოსკორესპონდენტს ესაუბრება ბატონი თემურ შაშიაშვილი.

_ ბატონო თემურ, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ხაზგასმით აცხადებდით, რომ იწყებთ საერთოსახალხო მოძრაობას სიყალბის წინააღმდეგ. სიყალბეში, კერძოდ, რას გულისხმობთ?

_ დღემდე ყველა მთავრობა ამბობდა, რომ მუშაობს კარგად, მივდივართ წინ, პირველები ვართ ყველაფერში. თუ ეს ყველაფერი სწორი იყო, მაშინ რატომ ცხოვრობს ხალხი უარესად _ ღარიბი უფრო ღარიბი როგორ გახდა, მდიდარი უფრო როგორ გამდიდრდა?!

გენიალურად თქვა მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მეცნიერმა, განწყობის თეორიის ფუძემდებელმა დიმიტრი უზნაძემ: “…გლახები და მონები იმიტომ კი არ ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი იმიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ!”

მოქმედებაა საჭირო _ ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, უპირველესად, მოსახლეობა დაინახავს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე.

_ ბრძოლის რა პროგრამას გვთავაზობთ?

_ არსებული კანონის დაცვით შევეცდები, გამოქვეყნდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ წარდგენილი ხელმომწერთა სიები. მოსახლეობას თმა ყალყზე დაუდგება. რას უნდა ველოდოთ იმ პარტიებისა და ადამიანებისგან, რომლებიც სიყალბით იწყებენ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას

ყოველთვის პრინციპული მებრძოლი
ყოველთვის პრინციპული მებრძოლი

დამოუკიდებელ ექსპერტთა მონაწილეობით შევქმნი კომპეტენტურ ჯგუფებს და გავაანალიზებ არჩევნების წინ პარტიებისა და არჩევნებში მონაწილე კანდიდატების საარჩევნო დაპირებების შესრულებას. ვიფიქრებ ისეთ საკანონმდებლო სისტემაზე, რომელიც არ მისცემს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას იმ პოლიტიკურ ძალას თუ პიროვნებას, რომელმაც ხალხი მოატყუა. ექსპერტთა მონაწილეობით შევადგენთ ადამიანის საარსებო კალათას. გაირკვევა, რომ ყველა ეტაპზე ყველა გვატყუებდა: რომ საარსებო მინიმუმი რამდენჯერმე აღემატება მთავრობის მიერ დადგენილს.

გავაანალიზებთ: რას ლაპარაკობენ პოლიტიკოსები ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ. ვნახავთ, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო იქნება ეს გამოსვლები. ისინი პარპაშებენ, ჩვენ კი მონებად გვაქციეს.

სიყალბის დაფინანსებად მივიჩნევ პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების იმ სისტემას, რომელიცნაციონალურმა მოძრაობამდაიწყო და წარმატებულად განაგრძოქართულმა ოცნებამ”. ტრაგედიაა, როცა ქვეყანაში პარტიებს ხალხის ფულით გაცილებით მეტი დაფინანსება აქვს, ვიდრე მეცნიერებას, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ მის გასაუქმებლად. მიმაჩნია, რომ ეს თანხა მეცნიერების განვითარებისკენ უნდა იქნას მიმართული.

მაღალი პოლიტიკური კულტურა და სტანდარტები უნდა დამკვიდრდეს სიყალბეზე აგებული მახინჯი სისტემის ნაცვლად.

_ რას ეფუძნება ეს საყოველთაო სიყალბე, საიდან მოდის?

_ დღეს ყველგან და ყველაფერში იგრძნობა უმცირესობის დიქტატურა, რომელიც დემოკრატიად მონათლეს. პოლიტიკური უმცირესობის ხელშია ფულიც, ქონებაც, კარგად ცხოვრების პრივილეგიაც, მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებში შვილების სწავლის უფლებაც, პარლამენტსა და ხელისუფლებაში უმრავლესობის მოპოვების მექანიზმებიც და, აქედან გამომდინარე, თავიანთი ძალაუფლების განმტკიცების საკანონმდებლო ბაზის შექმნის უფლებაც. პირდაპირ გეტყვით: რეალურად ქვეყნის ბატონპატრონი ხალხი კი არ არის, როგორც ეს კონსტიტუციითაა აღიარებული, არამედ ის უმცირესობა, რომელმაც ყველაფერი მიითვისა, ცენტრშიც და პერიფერიაზეც. ნიშანდობლივია, რომ ეს სენი სოფელსაც მოედო, არაფრად აგდებს უმრავლესობის უფლებასა და ინტერესებს!

პატრიარქთან კურთხევის მისაღებად
პატრიარქთან კურთხევის მისაღებად

ჩვენ ვცხოვრობთ მოჩვენებითი დემოკრატიის, ყალბი ეროვნული პათოსის, სოციალური დემაგოგიისა და ელიტარული კორუფციის ქვეყანაში.

ყველაფერი ეს ურცხვად არის გამყარებული კანონმდებლობით. კონსტიტუციაც კი იცავს პარტიულ და არა სახელმწიფოებრივ ინტერესს, საარჩევნო სისტემა ხელს უწყობს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ტყუილზე, სიცრუესა და სიყალბეზე არიან აგებული. ვინც გვპირდებოდა მილიონ სამუშაო ადგილს, მან მილიონი უმუშევარი წარმოშვა და მილიონზე მეტი იძულებული შეიქნა, ოჯახის გადასარჩენად ქვეყნის გარეთ გასულიყოვინც გვპირდებოდა სიღარიბის დაძლევას, მან სიღატაკემდე მიგვიყვანა. ვინც გვპირდებოდა სტაბილურობასა და კეთილდღეობას, ომამდე და დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანა, კორუფციის დაძლევის ნაცვლად ელიტარული კორუფციული სისტემა შექმნადა დღეს იგივე ხალხი გვმოძღვრავს ტელეეკრანებიდან, გვკვებავს დემაგოგიით, მათი წარმომადგენლები კი პრეზიდენტობისთვის იბრძვიან.

სიყალბეზე აგებული ეს მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს!

_ და მის ნაცვლად, როგორც თქვენს კრებულშიგზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენჩამოაყალიბეთ, აპირებთ ეროვნული მიზნისა და ნაციონალური იდეისთვის მებრძოლი ხელისუფლების შექმნას. ასეა?

_ დიახ, ასეა: ქვეყნის მისია, ეროვნული მიზანი და ნაციონალური იდეაა.

მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის მისიაა, ვიყოთ ქრისტიანობის დასაყრდენი სამხრეთ კავკასიაში და ქრისტიანული ფასეულობებითა და ცხოვრების წესით მისაბაძი მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. ეს ნიშნავს ტოლერანტულ განწყობას ყველა ტრადიციული რელიგიისადმი. ჩვენი ისტორიული წარსული გვარწმუნებს, რომ ამის ძალაც შეგვწევს და მორალური უფლებაც გვაქვს.

ახალგაზრდებთან
ახალგაზრდებთან

ეროვნული მიზანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს, საზღვრების განმტკიცება და დაცვა, ხოლო ნაციონალური იდეა _ ადგილის დამკვიდრება ცივილიზებულ სამყაროში.

ამ ყველაფრის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენს ქვეყანაში ყველას რაღაც დასაკარგი ექნება: ასე გაჩნდება ქვეყნის მოფრთხილებისა და მოვლის სურვილი. ვფიქრობ, ეს არის გარანტია საქართველოს ჭეშმარიტი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული გამთლიანების. ამის საფუძველი გახდება საუკეთესო განათლების სისტემა, გამართული საინვესტიციო გარემო და საფინანსო პოლიტიკა, არაკრიმინოგენური გარემო და ეკოლოგიური წონასწორობის დაცვა.

_ გაქვთ კონკრეტული წინადადებები?

_ მეცნიერულად დამუშავებული პროგრამები გვაქვს. მათ შორის:

ახალგაზრდობის,

პენსიონერებისა და საერთოდ, უფროსი თაობის,

დევნილთა,

ემიგრანტთა,

სოფლისადმი, როგორც დიდი კულტურული ფენომენისადმი მხარდაჭერის,

სამუშაო ადგილების შექმნის,

ბიზნესისა და, ზოგადად, მეწარმეობის,

სოციალურად დაუცველი და შრომის უუნაროების დახმარების,

ქართული ჯარის,

წესრიგის დამცველთა,

წარმატებულ ადამიანთათვის ხელის შეწყობის,

საკუთრების დაცვის,

თავისუფალი მედიის,

მორიგი შეხვედრა ამომრჩეველთან
მორიგი შეხვედრა ამომრჩეველთან

ხალხის ინტერესების გამომხატველი არასამთავრობო სექტორის დემოკრატიული განვითარების პროგრამები.

_ ბატონო თემურ, რაც თქვენ ბრძანეთ, კარგია და მოსაწონი, მაგრამ არ გაგიკვირდებათ, თუ შეგეკითხებით, შედის კი პრეზიდენტის კომპეტენციაში ამ მრავალფეროვანი და ასეთი მოცულობის პროგრამების განხორციელება? ეს ხომ სახელმწიფო მმართველობის სხვა შტოების უფლებამოსილების სფეროებია?

_ პირდაპირ და ხმამაღლა გეტყვით თქვენ და თქვენი გაზეთის მკითხველებს: პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დაცვის გარანტი, ზემოთქმული კი გარანტირებულია სწორედ საქართველოს კონსტიტუციით.

ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური მოვალეობაა, უზრუნველყოს ადამიანისთვის ბუნებით ბოძებული სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებების დაცვა, შეუქმნას მოქალაქეებს ადამიანური არსებობის პირობები.

ჩემი, როგორც პრეზიდენტის, მოვალეობა იქნება, შევძლო ეს ყველაფერი მთავრობასთან, პარლამენტთან, მთელ სახელისუფლო ვერტიკალთან ერთად. თუ საჭირო გახდება, ვაიძულო კიდეც, უფრო მეტიც, თუ მათში იგივე განწყობა არ იქნება, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოვიყენებ კონსტიტუციით მონიჭებულ მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის უფლების შესახებ.

დარწმუნებული ვარ, შევძლებთ თანამშრომლობას დაპირისპირების გარეშე.

მინდა ვუთხრა ჩემს ხალხს, რომ მოვდივარ სუფთა და შიშველი ხელებით, სიმართლით და წრფელი განწყობით, სახელმწიფოებრივი აზროვნებითა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ცოდნით.

მოვდივარ უდიდესი პასუხისმგებლობით, რადგან ვიცი, რომ ნამდვილი პოლიტიკოსობა დღეს, მით უფრო პრეზიდენტობა, ხალხისა და ქვეყნისთვის თავგანწირვით მუშაობის მზადყოფნაა.

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ყოველთვიურად მექნება ღია შეხვედრები პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით, როგორც მეცნიერების სხვადასხვა ჯგუფებთან, ექსპერტებთან, სპეციალისტებთან, ასევე, საქართველოს მოქალაქეებთან ქვეყნის წინაშე არსებული პროგრამების თაობაზე.

ერთ იდეასაც გაგანდობთ: პრეზიდენტობის ორი წლის თავზე, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, ჩავატარებ პრეზიდენტისადმი ნდობის რეფერენდუმს და, თუ მოსახლეობა ჩათვლის, რომ დანაპირები არ შევასრულე, გადავდგები თანამდებობიდან.

_ ხომ არ გეუხერხულებათ, რომ ჩვენს საუბარში ხშირად გამოიყენეთ ნაცვალსახელიმე”?

_ ასე ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი პირადი, დიახ, უპირველესად, პირადი პასუხისმგებლობა ამომრჩევლების წინაშე, რადგან მინდა ვიყო თქვენი და არა რომელიმე პარტიის, პოლიტიკური გუნდის თუ ჯგუფის, მითუმეტეს, ოლიგარქის მორჩილი პრეზიდენტი.

თავის დროზე, 1990 წლის დასაწყისში, ხალხის განწყობიდან და ქვეყნის მიზნებიდან, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საპარლამენტო რესპუბლიკა რეფორმირდა საპრეზიდენტო რესპუბლიკად. სამწუხაროდ, ყოველგვარი რეფერენდუმისა და ხალხის განწყობის გათვალისწინების გარეშე, ქვეყნისთვის ყველაზე საჭირო და უმნიშვნელოვანეს მომენტში გადავედით საპარლამენტო მოდელზე, პრეზიდენტის ინსტიტუტის სრული იგნორირებით. მე მოვდივარ მართვის იმ პროგრამით, რომლითაც ქვეყანა კვლავ დაუბრუნდება საპრეზიდენტო მმართველობას და პარტიული ინტერესების კონსტიტუცია გახდება ხალხის ინტერესების გამომხატველი და დამცველი. ამ მიზნით, ყველაფერს გავაკეთებ რეფერენდუმის ჩათვლით. ამავე დროს, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ.

თემურ შაშიაშვილის პროგრამას ერთი ორიგინალური ხელწერილი ერთვის, რომლის მსგავსი პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს არ გამოუქვეყნებია.

ბატონი თემური აცნობებს საზოგადოებრიობას, რომ არც იგი, არც მისი ოჯახის წევრები არც ერთ სამეწარმეო სუბიექტში არ ფლობენ საწესდებო კაპიტალის წილს ან აქციას და არ გააჩნიათ არავითარი ფინანსური თუ სხვა სახის პირადი ინტერესები.

და შემდეგ:

“თუ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის განმავლობაში შევიძენთ საცხოვრებელ სახლს, მანქანას ან გავხდებით მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილის ან აქციის მფლობელები, ვაცხადებ, რომ ჩემ მიერ ოფიციალურად იქნება ინფორმირებული საზოგადოება შეძენამდე ერთი თვით ადრე საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით…

მაქსიმალურად დავეხმარები თითოეულ დაინტერესებულ პირს, მოიპოვოს ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ ხელწერილით განსაზღვრული პირობების ნამდვილობის შესამოწმებლად.

დასასრულ, პიროვნებას, რომელიც მის მიერ დადებული პირობების დარღვევის ფაქტს აღმოაჩენს, “საჯაროდ ვაცხადებ, რომ ჯილდოს სახით ვაჩუქებ აღნიშნული საწესდებო კაპიტალის წილს, აქციას, სახლს და მანქანას”.

გამოქვეყნდა პრესაში, ჩაბარდა დეკლარაციების ბიუროს… “ანალოგიურის გამოქვეყნებით მივმართე ყველას _ ქვეყნის პრეზიდენტითა და დეპუტატებით დაწყებული, მერიისა და გამგეობების რიგითი მუშაკით, პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს, მაკონტროლებელი ორგანოების თანამშრომლებით დამთავრებული… დღემდე არავის გამოუქვეყნებია…

_ გიდასტურებთ, ბატონო თემურ, არც ჩვენ გვინახავს მსგავსი რამ ჩვენს პერიოდიკაში დაბეჭდილი.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის _ თემურ შაშიაშვილის პოლიტიკური დეკლარაცია

მე მოვდივარ ქვეყნის მართვის ახალი სისტემით, რომლის საფუძველი იქნება არა დღევანდელი _ რაც შემიძლია ვაკეთებ _ არამედ ქვეყნის შესაძლებლობის მაქსიმუმისთვის ყოველდღიური მუშაობა.

მე მოვდივარ იმ პროგრამით, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების მიერ მთავარი ფუნქციის შესრულებას: შექმნას კონკურენტული გარემო და დაიცვას ადამიანი.

მე მოვდივარ იმ პროგრამით, რომ ხელისუფლება გადასახადის ამოღებით კი არ იყოს დაკავებული, არამედ თავის უპირველეს საქმედ თვლიდეს, ადამიანები აქციოს გადამხდელუნარიანებად… დღევანდელი დამამცირებელი ბრძოლა არსებობისთვის შეიცვალოს შესაძლებლობების რეალიზაციის სისტემით.

მე მოვდივარ საქართველოს გაერთიანების, ჩვენს ძმებთან _ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების აღდგენის, თაობათა ერთიანობის, საქართველოში და საქართველოს გარეთ მცხოვრებთა ერთიანობის პროგრამებით.

მე მოვდივარ წინადადებით, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დაბადებული ქართველი და აფხაზი დაბადებისთანავე საქართველოს მოქალაქედ ითვლებოდეს, რადგან ორივენი ერთი მიწის შვილები ვართ და სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია.

მე მოვდივარ საქართველოს თითოეული მოქალაქის, მიუხედავად მისი ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა, დაცვის გარანტად.

მე მოვდივარ იმის გარანტად, რომ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს შვილებს საზღვარგარეთის ქვეყნებში ჰქონდეთ იგივე უფლებები, როგორიც ამ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს აქვთ საქართველოში.

მე მოვდივარ საფინანსო და ეკონომიკური სისტემის დეცენტრალიზაციის, რეგიონებისადმი, განსაკუთრებით ქალაქებისა და რაიონებისადმი, მხარდაჭერის, სოფლისთვის ისტორიული სტატუსის დაბრუნების პროგრამით; იმ წინადადებით, რომ გუბერნატორებს ცენტრი კი არ ნიშნავდეს, არამედ რეგიონების საკრებულოების წევრები ირჩევდნენ;

მე მოვდივარ იმ პროგრამით, რომ საქართველოში დასრულდეს გარედან დაფინანსებული მართული პარტიების, პოლიტიკოსების, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პარპაში.

მე მოვდივარ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის დადგენის გარანტად.

მე მოვდივარ იმის გარანტად, რომ საქართველოში დამკვიდრდება პრინციპი: ქვეყანას მართავს ხალხის მიერ თავისუფლად არჩეული ხელისუფლება; ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა; რომ საქართველოში დასრულდება ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით ცხოვრება… იმის გარანტად, რომ დასრულდება უზნეო უმცირესობის ბატონობა ზნეობრივ უმრავლესობაზე და ქვეყნის ბატონ-პატრონი იქნება ხალხი.

მე მოვდივარ იმის გარანტად, რომ იყოს მხოლოდ ერთი ძალაუფლება _ ნიჭისა და ზნეობის ძალაუფლება.

მე მოვდივარ წინადადებით, რომ საქართველოს ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი არასდროს დაიწყება.

მე მოვდივარ იმის გარანტად, რომ ნამდვილ მეწარმესა და ბიზნესმენს არ სჭირდებოდეს ხელისუფლების კეთილგანწყობის ყიდვა ბიზნესის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის.

მე მოვდივარ ისეთი სისტემის შექმნის გარანტად, როდესაც სახელმწიფო სამსახურში სამუშაოდ მოვლენ მაღალმორალური, მაღალკვალიფიციური, საქმისათვის და ქვეყნისთვის თავდადებული პიროვნებები; როცა შეუძლებელი იქნება არაკანონიერი და არამორალური გზით ქონების მოხვეჭა. ამ თეზის განსამტკიცებლად მე წარმოვადგენ ჩემს ხელწერილს, იმედია, კოლეგა-პრეტენდენტები გაასაჯაროებენ თავიანთ ანალოგიურ დოკუმენტს. ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, შეიქმნება იურიდიული საფუძველი იმისა, რომ ყველა მოხელე ვალდებული იყოს, წარმოადგინოს ანალოგიური. აქვე დავძენ, რომ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს მოქალაქეების მიერ კანონიერი გზით მოპოვებულ მატერიალურ სიკეთეებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here