Home ახალი ამბები საქართველო თემურ მაისურაძე: ბრიჩსი მისწრებაა საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის უსწრაფესი განვითარების უალტერნატივო გზა. ამაზე...

თემურ მაისურაძე: ბრიჩსი მისწრებაა საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის უსწრაფესი განვითარების უალტერნატივო გზა. ამაზე უარის თქმა სამშობლოს ღალატი და დაღუპვაა

,,ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინის ომის პარალელურად სურთ საქართველოს გამოყენება და ომში ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ. ამ ეტაპმა ჩაიარა. ახლა კი უნდათ, როგორმე ხელი შეუშალონ ბრიჩსის პროექტის განვითარებას საქართველოს დახმარებითა და ჩართულობით”

ქვეყანაში მოქმედი  დესტრუქციული  ძალები ,,ქართულ ოცნებასარჩევნების გაყალბებაში სდებენ ბრალს. ამ ბრალდებას მხარს უჭერენ დასავლელი .. პარტნიორებიც, მაგრამ მტკიცებულებები, რომ არჩევნები ნამდვილად გაყალბდა, ვერ წარმოადგინეს. პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც არჩევნების გაყალბებაში ,,რუსული კვალი აღმოაჩინა”, მაგრამ ფაქტები, ვერც მან წარმოადგინა.

ხელისუფლებას ბრალს სდებენ, ფაქტები არ არსებობს, გამოდის, ცილს სწამებენრა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ ასეთ დროს და, საერთოდ, რას უნდა ველოდოთ .. გაერთიანებული ოპოზიციისგან, შეძლებენ ისინი ქვეყნის არევას? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი თემურ მაისურაძე გვესაუბრება:

_ დასავლეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ძალების ხელისუფლებაში დაბრუნება, რათა რეგიონში გავლენა შეინარჩუნოს. გავლენის შენარჩუნება კი ბევრი რამისთვის სჭირდებათ. ლაპარაკი აღარ არის უკრაინის ომში ჩვენი ქვეყნის  ჩართვაზე. თუკი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდება, საქართველოში დასავლეთის ადგილი აღარ იქნება. დასავლეთს სურს, ხელი შეუშალოს ალტერნატიული გეოპოლიტიკური სისტემების ჩამოყალიბებას. მხედველობაში მაქვს ბრიჩსის გაერთიანება-განვითარება, რომლის გამოც სურთ დასავლელ ე.წ. პარტნიორებს საქართველოში ცეცხლის დანთება. აქ თუ ცეცხლის დანთებას შეძლებენ, ბრიჩსი გაჩერდება, რადგან საქართველო ამ გაერთიანებაში მთავარია. ბრიჩისის პროექტმა საქართველოზე უნდა გაიაროს. ამ გზამ უნდა ჩაანაცვლოს ოკეანის სატრანსპორტო ხაზები, რომლებიც ანგლოსაქსების მოდელია.

ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინის ომის პარალელურად სურთ საქართველოს გამოყენება და ომში ჩართვა  რუსეთის წინააღმდეგ. ამ ეტაპმა ჩაიარა. ახლა კი უნდათ, როგორმე ხელი შეუშალონ  ბრიჩსის პროექტის განვითარებას საქართველოს დახმარებითა და ჩართულობით.

დასავლეთი შეეცდება, საქართველოში გამოიწვიოს არეულობა, ხელისუფლების სათავეში მოიყვანოს ქართველი ხალხისთვის მიუღებელი ძალა (მაგრამ მათთვის მისაღები ძალა) და ძალაუფლება ხელში ჩაუგდოს მის მორჩილ, ოპოზიციად წოდებულ პარტიებს.

საქართველოს მოსახლეობის უპირველესი ამოცანაა, არ დაუშვას ამ ძალების ბოგინი და გადაარჩინოს სახელწიფო, დაიცვას სუვერენიტეტი. ხელისუფლებამ, თავის მხრივ, უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა გზა, რათა ცილისმწამებლები დააპატიმროს, რადგან დესტრუქციული ძალების ცილისწამებას უნდა მოჰყვეს ხელისუფლების გადატრიალება, რაც დაუშვებელია.

საქართველო აქამდე მარტო იყო, ჩვენთან მხოლოდ დასავლეთის გავლენა და მათი შეთანხმებები სრულდებოდა, მაგრამ ახლა გვყავს უდიდესი სტრატეგიული პარტნიორები _ ჩინეთი და ბრიჩსის ქვეყნები.

_ ბირჩსის ქვეყნებთან ჯერჯერობით ურთიერთობა არ გვაქვს, განაცხადს არ ვაკეთებთ. მათ რიგებში ყოფნის სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს საქართველოს ხელისუფლებას

_ საქართველოს ჯერ არ აქვს ამის თქმის საშუალება კონსტიტუციაში ჩაწერილი 78-ე მუხლის გამო. თქვენ იცით, რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია ევროატლანტიკური სივრცისკენ სვლა. ამ მუხლის ცვლილებისთვის კი კიდევ ერთი ტალღის გადაგორება მოგვიწევს, ეს ყველა ქვეყანას კარგად ესმის.

ახლა უმნიშვნელოვანესია 26 ოქტომბრის არჩევნების აღიარება, რომელიც მალე გვექნება. მალე აღიარებენ დასავლეთში, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, მათ ეს ეხერხებათ, არ უჭირთ სიტყვის უკან წაღება, დასავლელებს სინდის-ნამუსი არ აქვთ. მოკლედ, ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენზე და ხელისუფლებაზე. მას აქვს ხალხის მხარდაჭერა და ეს  საზოგადოებამ ბევრჯერ გამოხატა. ხალხი ხელისუფლებას მხარს მშვიდობისთვის უჭერს, ამიტომ ვალდებულია, ყველა ღონე იხმაროს, რათა არეულობა არ დაუშვას.

_ 4 ნოემბერს, საღამოს, აქციები დაიწყება.. ოპოზიცია იმუქრება, რომ დიდი ხნით აპირებს ქუჩაში დგომას, იქამდე, სანამ თავისას არ მიაღწევს, მაგრამ საინტერესოა, რატომ გადადეს ამდენი ხნით აქციების დაწყება _ ამერიკის არჩევნებს ელოდებიან, ფული არ აქვთ თუ სხვა მიზეზით?

_ ე.წ. ოპოზიციას არ აქვს კრიტიკული მასის შეკრების რესურსი, მას ხალხი მხარს არ უჭერს. ფული რომ მისცენ ევროპელებმა და ამერიკელებმა, მაშინ სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოახდინონ, ეს წითელი ხაზების გადაკვეთაა. ასეთ შემთხვევაში  ხელისუფლებას უფლება აქვს, მიმართოს ძალადობრივ ქმედებებს. ფული რომ მათ საქმეს შველოდეს, ამერიკა ამდენ ხანს გამოგზავნიდა, მაგრამ იქაც იციან, რომ ოპოზიციას საქართველოში მხარდამჭერები არ ჰყავს.

არაკანონზომიერი მოქმედებები უსწრაფესად აღიკვეთება _ დაიჭერენ ყველას, ვინც არეულობას შეეცდება, ყოველდღე დაიჭერენ ,,ცხელ თავებსდა მერე ვეღარავინ გაბედავს არეულობის მოწყობას, ციხეში ჯდომა არავის უნდა.

არჩევნები საქართველოში ჩატარდა სამართლიანად, ამერიკამ კი, სჯობს, ენას კბილი დააჭიროს და გაყალბებაზე ნუ გველაპარაკება, მათთან ჯერ არჩევნების დღე არ მოსულა და უკვე ლამის ცეცხლის ალში არიან გახვეულები.  ნამუსგარეცხილი ადამიანები პატიოსნებაზე საუბრობენ, საქართველოში ეს აღარ გაჭრის. ჩვენმა ხალხმა დაინახა ამერიკის მახინჯი სახე, დემოკრატიის სახელით ადამიანის უფლებების დარღვევა. ამას გონიერი მოსახლეობა აღარ მიიღებს, სწორედ ამიტომაც შეიქმნა ბრიჩსი, რომელიც სწრაფად ვითარდება. ეს არის სუვერენული სახელმწიფოების ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან კარგი ალტერნატივა. ბრიჩსი საქართველოს გარეშე ვერ იარსებებს, თანაც ის არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ის ეკონომიკური განვითარების გაერთიანებაა. ბრიჩსი არის მისწრება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის უსწრაფესი განვითარების უალტერნატივო გზა. ამაზე უარის თქმა სამშობლოს ღალატი და დაღუპვაა. ეს ყველას ესმის და ამ გაერთიანების წევრები აუცილებლად უნდა გავხდეთ. წითელი ხაზების გადამკვეთ ადამიანებს ფეხები და ხელები იქვე უნდა დავაჭრათ.

პრობლემები არ გვექნება, ყველაფერი კარგად დასრულდება!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here