Home რუბრიკები საზოგადოება თემურ კვარაცხელია: რომ ვუპასუხო შეკითხვას _ რა არ მომწონს დღევანდელ საქართველოში, კარგად...

თემურ კვარაცხელია: რომ ვუპასუხო შეკითხვას _ რა არ მომწონს დღევანდელ საქართველოში, კარგად უნდა დავფიქრდე: მომწონს კი რამე, საერთოდ?

2026
თემურ კვარაცხელია

თემურ კვარაცხელიამოფიქრალი კაცია”. ჩვენი შეხვედრის მიზანი ამ თემის გაშლაა _ თეორიიდან პრაქტიკამდე. 15 წელიწადია, საზოგადოებრივ ფორმაციათა პრობლემებს შეისწავლის _ “სად არის ეშმაკის ხელი, სად ღმერთის ხელი ურევიადა ასკვნის, რომსაზოგადოებრივი შეგნება, ცნობიერება საშინელ დღეშია, თუმცა ეს მძიმე ჯვარია, უწინარესად, საქართველოსთვის”, ამიტომ გადაწყვეტს ბრძოლის ველზე გამოსვლას, შეიმუშავებს პროგრამასერთი ნაბიჯი საზოგადოებრივ კეთილდღეობამდე _ ბედნიერების ფორმულა”, რომელიც საფუძვლად დაედო სახელმწიფო მოწყობის მისეულ კონცეფციას. 2017 წელს თანამოაზრეებთან ერთად ქმნის და არეგისტრირებს სამოქალაქო ორგანიზაციასეროვნული ღირსების დარბაზი უკეთესი საქართველოსთვის”, რომლის იდეოლოგიური უზრუნველყოფა სრულად აქვს ჩამოყალიბებული. პარალელურად არეგისტრირებსუსამართლობის მსხვერპლთა ინტერესების დაცვის სახალხო ფონდს” _ ფინანსური მხარდაჭერისთვის

_ ვთვლი, რომ ეროვნული ღირსების აღდგენითა და დამკვიდრებით დავძლევთ საქართველოში ეროვნული ღირსების დეფიციტს. ჩვენ, ფაქტობრივად, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ვართ. გვინდა, რომ გავთავისუფლდეთ შემოგდებული უხარისხო იდეოლოგიისგან და საზოგადოებას შევთავაზოთ სრულიად ახალი ხედვა, რომელიც პრინციპების დონეზე სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს.

ჩვენს კონცეფციაში მთავარი არის ის, რომ ქვეყანა უნდა მართოს სამოქალაქო საზოგადოებამ. ჩვენი უბედურებაა, რომ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროცესებს მხოლოდ პოლიტიკური ინსტიტუტი მართავს და გაუმართლებლადაა გაზრდილი პოლიტიკის როლი და ფუნქცია, რაც, ჩვენდა საუბედუროდ, უმეტეს შემთხვევაში იწვევს პარალელიზმს მართვაში. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკა ვალდებულია, უზრუნველყოს საზოგადოების მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა. იგი მხოლოდ ამისთვის უნდა არსებობდეს.

ვფიქრობ, მოდის იდეალისტების დრო და ჩვენ მართლაც შეგვიძლია ერთი ნაბიჯით შევცვალოთ საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობა (ბატონი თემური მიიჩნევს, რომ ბუნებით იდეალისტია, მაქსიმალისტი. იდეალიზმი, მაშასადამე, მისი ბუნების მატერიალიზაციაა. ასე ჩანს. _ ა.ს.).

_ სამოქალაქო საზოგადოების მიერ ქვეყნის მართვა რის საფუძველზე წარიმართება, ბატონო თემურ? პრაგმატულ საფუძველს ვეძებ, რეალისტურს, რადგან მართვა რეალურ განზომილებაში უნდა განხორციელდეს. მეთანხმებით?

_ რა თქმა უნდა. საკმარისია, ერის ხასიათსა და თვისებებს მორგებული სახალხო კონსტიტუცია შევიმუშაოთ, რომ მეორე დღიდანვე სხვა ქვეყანაში აღმოვჩნდებით. კონსტიტუციას შეუძლია განსაზღვროს ისეთი ჩარჩოები და საზღვრები, რომლებიც პრაქტიკულად გამორიცხავს უღირსი ადამიანების მოსვლას ხელისუფლებაში, უსამართლო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ურთიერთობებს, სოციალურ უთანასწორობას, სოციალურ ჩაგვრასა და სოციალურ ძალადობს.

საქართველო

ამ მიზნების მიღწევას რიგი ნოვაციური ღონისძიებების განხორციელებით ვაპირებთ, თუნდაც ისეთის, როგორიც არის ორი (დიდი და მცირე) კონსტიტუციის მიღება. დიდ კონსტიტუციაში ჩადებული იქნება ისეთი დოგმატური დებულებები, როგორებიცაა: ვინ ვართ, რა ფორმაცია, როგორი წეს-წყობილება გვაქვს, ცხოვრების როგორ წესს ვაღიარებთ, როგორ უნდა განვითარდეს საზოგადოება, რა გზით უნდა იაროს ერმა, როგორ უნდა მართოს სამოქალაქო საზოგადოებამ ქვეყანა, როგორ სამართალს ვაღიარებთ და განვახორციელებთ როგორი სასამართლო სისტემით და ა.შ.

ამ კონსტიტუციას ხელს ვერავინ ახლებს, მხოლოდ სახალხო რეფერენდუმს ექნება საშუალება მასში ცვლილებების შეტანისა და მისი უმთავრესი პრინციპების შეცვლისა. მცირე კონსტიტუციას კი, დოქის პრინციპით, შეიძლება ყური ისე მოაბა, როგორც ყოველდღიურობა მოითხოვს.

ნუ ჩათვლით, რომ ამ ნოვაციის ავტორი მაინცდამაინც მე ვარ. მე მხოლოდ ამოვარჩიე ის საუკეთესო, რომელიც სახელმწიფოს მოწყობისა და მართვის თეორიაში არსებობს.

_ ამოარჩიეთ იმისთვის, რომ საქართველოში განახორციელოთ?

_ დიახ, რა თქმა უნდა.

_ მაშინ უფლება მომეცით, შეგეკითხოთ: სამოქალაქო საზოგადოების მიერ ქვეყნის მართვაში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა დღეს მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები?

_ დიახ, თუ ეროვნულ ნიადაგზე დგანან.

_ არის კი ასეთიენჯეოები”?

_ ფორმით _ კი, შინაარსით _ თითო-ოროლა.

_ მაშ, სადაა ის ძალა _ გაერთიანება, ორგანიზაცია, რომელიც თქვენ მიერ შემოთავაზებულ იდეას ხორცს შეასხამს?

_ რასაც პასუხად გეტყვით, სწორედ ის არის ყველაზე საინტერესო.

2016 წლის 14 სექტემბერს ჩავატარეთ კვარაცხელიების საგვარეულო კავშირის ყრილობა. მე ამირჩიეს ჩემი გვარის წინამძღოლად. მზად ვარ, ყველას დავუმტკიცო, რომ დღეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ერთადერთი ეფექტიანი ფორმა არის საგვარეულო მოძრაობა.

კვარაცხელიების საგვარეულო კავშირის ინიციატივით, ვაპირებთ, მოვაწყოთ ყრილობა საქართველოში მცხოვრები გვარებისა, რომელთა რაოდენობა 27 ათასს აღემატება. შეთანხმებული კვოტების მიხედვით, დელეგატებად ავირჩევთ გვარების მიერ რეკომენდებულ ადამიანებს და საერთო აზრის გათვალისწინებით ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ. საგვარეულო მოძრაობით უნდა დავიწყოთ სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება. ვერავინ დამარწმუნებს, რომ გვარს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს, არ შეუძლია ყრილობაზე დელეგატად მოავლინოს თავისი გვარის თუნდაც ხუთი საღად მოაზროვნე ადამიანი, ღირსეული მამულიშვილი, რომლებსაც აქვთ ცოდნაც, გამოცდილებაც და სულიერი მუხტიც.

დღეს არასამთავრობოების უცხოეთიდან დაფინანსება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიური დივერსიაა. ამ თავდასხმის გასანეიტრალებლად ხელისუფლებას მივმართავთ წინადადებით, ბიუჯეტში გაითვალისწინოს საგვარეულო მოძრაობის ფინანსური მხარდაჭერა. სწორედ საგვარეულო კავშირებში მოხდება პრაქტიკული იდეების გენერაცია, რაც ამ მოძრაობას ორგანიზაციულად და ფინანსურად განამტკიცებს.

კვარაცხელიების გვარში უკვე შექმნილი გვაქვს სააქციო საზოგადოება, რომლის პროგრამის ფარგლებში უკვე ხორციელდება სოფლის მეურნეობის გარკვეული დარგების განვითარების ღონისძიებები. აქვე შევეხები ერთ მნიშვნელოვან პრობლემას: საქართველოში გაქრა საზოგადო მოღვაწეების ფენა, ცალკეული მოღვაწეები თუ არსებობენ.

_ ბევრი იბრალებს.

_ ელიტა აღარ არსებობს. საზოგადო მოღვაწე არის თავისი ცხოვრების წესით, განათლებით, უმაღლესი სულიერებით გამორჩეული, საზოგადოების მიერ აღიარებული პიროვნება. დღეს გაგიჭირდებათ ასეთი პიროვნებების დასახელება. არადა, ამ მოძრაობას სათავეში სწორედ ასეთი ადამიანები უნდა ჩაუდგნენ, კერძოდ, საზოგადოებრივად აქტიური, შემოქმედებითი, ტექნიკური, სამეცნიერო-კვლევითი ინტელიგენციის წარმომადგენლები. არაპოლიტიკურმა ფენამ უნდა მართოს ქვეყანა.

_ მაგრამ ჩვენ გვახსოვს დებულება, რომ იდეალური სახელმწიფო უნდა მართონ ფილოსოფოსებმა.

_ პლატონი.

_ დიახ. ეს ერთი. მეორე: საქართველო, თქვენი კონცეფციით, წარმოგვიდგება, როგორც თავის დროზე მსოფლიოს ერთ მეექვსედზე განხორციელებულიერთ ცალკეულ ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვებისექსპერიმენტი. პირველს განხორციელება არ ეწერა, მეორემ 70 წელიწადი იარსება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის სახით (პლუს სოციალისტური ბანაკი). თქვენ როგორი პერსპექტივა გესახებათ?

_ დავაზუსტებ: პლატონმა თქვა, სახელმწიფო ფილოსოფიურად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა მართონო.

რელიგია-პოლიტიკა

ჩვენი უბედურება არის ის, რომ, როდესაც ვამბობთ, სახელმწიფო უნდა მართოს ეროვნულ-ეკლესიურმა ცნობიერებამო, სამწუხაროდ, ვინც ეკლესიური ცნობიერებისაა, იგი ნაკლებად საზოგადოებრივია, ანუ ნაკლებად აქტიურია, ხოლო, ვინც აქტიურია, იგი ნაკლებად ეკლესიურია… უამრავ მეცნიერთა შორის ძნელი მოსაძებნია საზოგადოებრივად აქტიური მეცნიერები. საზოგადოებრივი ცნობიერება მკვდარი კაპიტალია, თუ მას საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლის საშუალება არ აქვს.

ჩვენს კონცეფციაში წერია, რომ სახელმწიფოებრივი ფუნქცია უნდა ჰქონდეს მოსახლეობის ას პროცენტს. მარტივი მაგალითით ამის ახსნა ასეც შეიძლება: ის ადამიანიც კი, რომელიც სოფელში 11 ბავშვს მოუყრის თავს და ფეხბურთის გუნდს ჩამოაყალიბებს, სახელმწიფოებრივი ფუნქციის შემსრულებელია, აგრეთვე, ისიც, ვინც შეეცდება ფოლკლორის გუნდი შექმნას სადღაც პროვინციაში. უბედურების სათავე საზოგადოებრივი პასიურობაა, რომელიც ყოველდღიურ მუშაობაში დაბრკოლებად წარმოგვექმნა. ნდობის დაკარგვაა ასეთი პასიურობის მიზეზი.

ჩვენ ვცდილობთ, თავი მოვუყაროთ ფილოსოფიურად მოაზროვნე, განათლებულ და საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებს, რაც საქართველოს რეალობაში არც ისე იოლად დასაძლევი საქმე აღმოჩნდა: ვისაც ჩვენი იდეით მივმართეთ, ყველა აღფრთოვანდა, მაგრამ საორგანიზაციო საქმიანობაში მონაწილეობის მხრივ ასეთივე ერთსულოვნება არ ჩანს, ფინანსური უზრუნველყოფის მიუხედავად.

_ გიჭირთ მომხრეების შეკრება?

_ უფრო ზუსტი იქნება, თუ გიპასუხებთ, რომ არ ვჩქარობთ. მხარდამჭერია ყველა, მაგრამ სტატუსს ჯერ არ ვაძლევთ, რადგან ჩვენი უმთავრესი იდეა ახალი სახელების ჩრდილიდან გამოყვანაა. საგვარეულო კავშირები ამის საშუალებას გვაძლევს: ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში შინიდან არ გამოსულან, ჩავრთეთ საზოგადოებრივ საქმიანობაში, გავააქტიურეთ, ფუნქცია მოვუნახეთ. ერთმა ცნობილმა რეჟისორმა მითხრა: “რამდენი ადამიანიც მომწონებია ქუჩაში, სცენაზე ამიყვანია და ვარსკვლავი გამხდარაო. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სცენაზე ახალი სახელების ამყვანები ვართ ჩვენ _ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ღირსეულთა გამოჩენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სცენაზე, რაც იმის გარანტიაა, რომ ქვეყანას საიმედოდ წარმართავს საღი აზრი და ეროვნული შეგნება.

_ .., მივიღე პასუხი შეკითხვაზე: ვინ უნდა მართოს სახელმწიფო? _ ფილოსოფიურად მოაზროვნე, საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანებმა. მეორე შეკითხვასაც _ “ერთ, ცალკე აღებულ ქვეყანაში” _ ნუ დატოვებთ უპასუხოდ.

_ სწორედ ამისთვის შევქმენით “ანაკლიის საერთაშორისო იდეოლოგიური ფორუმი”. საქართველოს თავისი სულიერი, კულტურული და ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, მსოფლიოს, შეუძლია, უკარნახოს ის უმთავრესი, რაც მოსახლეობის კეთილდღეობას უზრუნველყოფს, პასუხი გასცეს შეკითხვას, რა არის თეთრი, რა _ შავი, ანუ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას.

მსოფლიოში არ არის პრეცედენტი სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე საერთაშორისო იდეოლოგიური ფორუმის (დავოსის ეკონომიკური ფორუმის მსგავსი) გამართვის, რომელზეც იმსჯელებენ ქვეყნის მართვის, განვითარების პრობლემებზე, წყობილებაზე, ფორმაციაზე, მსოფლმხედველობის იდეოლოგიურ საკითხებზე.

ანაკლიის ფორუმი სწორედ ამ პრობლემებზე იქნება ორიენტირებული. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები _ ბრექსიტი, ევროკავშირში ევროსკეპტიკოსების იდეოლოგიის გავრცელების ნიშნები და ა.შ., იძლევა იმის საფუძველს, რომ საქართველო გახდეს ის ქვეყანა, რომელშიც შეიძლება გაიმართოს საუბარი მსოფლიოში დღეს არსებულ იდეოლოგიურ პრობლემებზე. სწორედ აქ შეიძლება განვიხილოთ და მსოფლიოს მივაწოდოთ რეცეპტი, რომლის მიხედვით, ეროვნულმა იდეოლოგიამ, ეროვნულ ხასიათს მორგებულმა მსოფლმხედველობამ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა წყობილებამ შეიძლება გამოიღოს ის სულიერი ნაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის ბედნიერ ყოფას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სახალხო კონსტიტუციამ უნდა უზრუნველყოს ეროვნული იდეოლოგიის აყვანა სახელმწიფო იდეოლოგიის რანგამდე, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სახელმწიფო, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზმი, ერთ სისტემად შეიკრას და თითოეული ადამიანის ტკივილი სახელმწიფოს ტკივილი გახდეს.

ასეთია ანაკლიის ფორუმის ნოვაციური იდეა, რომელიც თანდათან ფეხს მოიკიდებს.

_ არ გეშინიათ იმ მასშტაბის, რომელსაცერთ ცალკე აღებულსაქართველოს მიზნად უსახავთ?

_ არ მეშინია. პირდაპირ ვაცხადებ, რომ მხოლოდ ეროვნულ ძალას, ჭეშმარიტად ეროვნულ ადამიანს შეუძლია, ანგარიში არ გაუწიოს ზე სახელმწიფოების ინტერესებს, თუნდაც “ერთ, ცალკე აღებულ” საქართველოში და იხელმძღვანელოს დოგმატით: ღმერთი _ ქრისტე, მართლმადიდებლობა, სამშობლო, რომელიც ქვედა ფენებში გულისხმობს ეროვნულ ხასიათს, ეროვნულ თვისებებს, ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებს, ტრადიციებს, მათ შორის, ტოლერანტობას და ა.შ.

მხოლოდ ეროვნულ ძალას შესწევს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს ჩვენს ქვეყანაში ევრო-ამერიკული იდეოლოგიის შემოღწევის მცდელობას, რომელიც ხშირად დივერსიის ხასიათს იღებს და ცდილობს, ქართველი ხალხი დაამსგავსოს იმ უწარსულო ხალხებს, რომლებსაც ჩვენთან შედარებით გაცილებით დაბალი ეროვნული და სულიერი კულტურა აქვთ…

ხშირად მეკითხებიან: იუდა რომ არ ყოფილიყო, იქნებოდა თუ არა გოლგოთა ან ჯვარცმა?.. რა იქნებოდა, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მაინც ღვთისმშობლის იქნებოდა და ქვეყანა თავისი განვითარების ქრისტესმიერ გზას არ ასცდებოდა…

სააკაშვილის ტოტალიტარულმა რეჟიმმა, რომელიც რაგინდ უცნაურად მოგეჩვენოთ, გამოსაცდელად მოგვივლინა ღმერთმა, გამოაფხიზლა ხალხი და ჩვენც ჩვენი იდეით ჩრდილიდან გამოგვიყვანა.

_ იდეით, რომელიც, ფორმით გლობალიზაციას ჰგავს, საყოველთაობას გულისხმობს, შინაარსით _ ეროვნულობას. დღევანდელ ვითარებაში ეს უკიდურესობანი შეუთავსებელია. ასეა თუ ვცდები?

_ ვერც ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, რომელთა დემოკრატიები ტყუპისცალივით ერთმანეთს ჰგავს. ასევეა იდეოლოგიაც _ ყველამ ეროვნულ იდეას უნდა მოარგოს სახელმწიფო იდეოლოგია. მაგალითად, თუ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ოჯახის თემა არის ეროვნული იდეა, კონსტიტუციაც ამ იდეაზე უნდა ააგოს, აქედან გამოიყვანოს მორალიც და ა.შ. მისი ნებაა, მაგრამ ცუდი რა არის იმაში, თუ პოსტულატების, პრინციპების დონეზე ვეტყვით ხალხს, რომ იდეოლოგიაში გლობალიზაცია დამღუპველია. ეკონომიკაში შეიძლება რაღაცის გადმოღება, მაგალითად, სააქციო საზოგადოებების თემის. გადმოგვაქვს და ვნერგავთ, მაგრამ, ხაზგასმით ვამბობთ, რომ მსხვილ საწარმოებში ყოვლად გაუმართლებელია, საკონტროლო პაკეტი კერძო მესაკუთრის ხელში იყოს. 51 პროცენტი სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს _ სახელმწიფომ უნდა მართოს. საშუალო ბიზნესში დასაშვებია პარიტეტი, მცირე ბიზნესი კი მხოლოდ კერძო მესაკუთრის უნდა იყოს.

ამ იდეის განხორციელების პირველ ეტაპზე საქართველოს ყველა მოსახლე უნდა ვაქციოთ აქციონერად, ანუ ყველას მივანიჭოთ საქმიანი ადამიანის ფუნქცია და მივცეთ საწყისი კაპიტალის ქონის უფლება, მისი მატერიალური შესაძლებლობების მიუხედავად. თავის აქციებს იგი მომავალში მიღებული დივიდენდებით გამოისყიდოს.

ეს პროგრამა სრულად გვაქვს დამუშავებული.

შედგენილი გვაქვს 300-გვერდიანი კონცეფცია, რომელშიც ყველა პრობლემა, მატერიალური თუ სულიერი სფეროებიდან, დეტალურად არის განხილული და რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებრიობას.

ვთვლით, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის სახელმწიფო და სახალხო საკონსტიტუციო საბჭო? შექმნა, რომელიც შეიმუშავებს და არსებული პროცედურების სრული დაცვით მიიღებს სახალხო კონსტიტუციას, ამიტომ ჰქვია ჩვენს პროგრამასერთი ნაბიჯი საზოგადოებრივი კეთილდღეობისკენ”.

კონსტიტუციაში აუცილებლად გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებების, კანონიერების და ა.შ. დამცავი მექანიზმები. ჩვენს კონსტიტუციაში ასეთი მექანიზმი რომ ყოფილიყო, სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომს ვერ დაიწყებდა.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ანტისახელმწიფოებრივი ქმედების განსაზღვრას კონსტიტუციის დონეზე _ რა ჩაითვლება ამგვარ ქმედებად. რასაც დღეს გლობალისტები და ცრულიბერალები ჩადიან, არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ქმედება, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვად ასაღებენ დაინტერესებული ძალების მიერ გულუხვად დაფინანსებული ანტიეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციები.

_ რომელთა სიმცირეს საქართველო არ უჩივის და რომლებიც მაქსიმალური ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. კრიტიკული აქცენტი, როგორც ჩანს, არც თქვენთვის არის უცხო, რადგან უკეთესი საქართველოსთვის იბრძვით. რა არ მოგწონთ დღევანდელ საქართველოში?

_ თქვენს შეკითხვას რომ ვუპასუხო, ჯერ ის უნდა განვსაზღვრო, რა მომწონს… ერთადერთი, რაც დღევანდელ საქართველოში მომწონს, არის ის, რაც სხვა ქვეყნებში ძნელად მოიძებნება: ეროვნული ღირებულებები, ეროვნული სითბო, ადათი, წესი, ტრადიცია, რომლებიც ვერავითარმა ეკონომიკურმა გაჭირვებამ, უსახსრობამ და უცხო იდეოლოგიებისა და უზნეობის პერმანენტულმა შემოტევებმა ვერ მოშალა.

კვარაცხელიების საგვარეულო კავშირის ყრილობაზე წალენჯიხაში გამოვიდა 81 წლის კაცი _ ყოფილი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, რომელმაც თქვა: ოცი წელიწადია, კოსტიუმი არ ჩამიცვიაო. ყრილობის დელეგატად რომ ამირჩიეს, ძველი კოსტიუმი მზეზე გავფინე, ნაფტალინის სუნი რომ გაქრობოდა. აგაშენათ ღმერთმა, რომ მაგრძნობინეთ, ყველაფერი დაკარგული არ გვაქვსო.

მომწონს, უიმედობამ რომ არ დათრგუნა ხალხი.

საქართველოში გვარი ერთადერთი ინსტიტუტია, რომელსაც ტრადიციების სიწმინდე არ დაუკარგავს. ყველაზე მეტი ეროვნულობა დღეს სწორედ გვარშია, ამიტომ აიღო ჩვენმა მოძრაობამ ორიენტაცია ამ ეროვნულ ინსტიტუტზე.

ვემზადებით, მოვაწყოთ სამეგრელოში მცხოვრები გვარების წარმომადგენელთა ყრილობა, სვანეთშიც, მთის ხალხის გვარების ყრილობები. უახლოეს მომავალში ასეთივე შეკრებები გაიმართება აჭარაში, გურიაში, კახეთში… ვცდილობთ, ამ მიმართულებით საზოგადოებრივი მოძრაობის გააქტიურებას და, რაც მთავარია, ხალხს მივცეთ საშუალება, რომ ყველა კითხვას თვითონე გასცეს პასუხი. ვიმეორებ: საგვარეულო კავშირები არის ერთადერთი, ყველაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი ინსტიტუტი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გზაზე.

_ და რომლის შედეგად შეიძლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში არსებული განხეთქილების, პარტიულპოლიტიკური, იდეოლოგიური დაპირისპირების დაძლევა, დიდი შერიგება საქართველოში?

_ მათ შორის, ამ გზითაც. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, ეთიკის როგორ კოდექსს შევიმუშავებთ და მივიღებთ სახელმძღვანელოდ. იქნება დაპირისპირებაც, სკეპტიკოსების წინააღმდეგობაც, მაგრამ პლუსები მინუსებზე მეტია.

შემუშავებული გვაქვს ახალი საარჩევნო სისტემის პროექტი, რომელიც აბსოლუტურად ცვლის ძველს (ეს ცალკე საუბრის თემაა) და რომელიც წინააღმდეგობათა დაძლევის კანონიერ საშუალებას იძლევა პრინციპით _ უვარგისი უნდა მოიკვეთოს.

მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ პოლიტიკას მეორეხარისხოვან მნიშვნელობას ვანიჭებთ: პოლიტიკამ მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს. პოლიტიკურ ინსტიტუტებს დაექვემდებარება ფისკალური სამინისტროები, ეკონომიკური გუნდი.

ჭეშმარიტებას ღაღადებს პლატონი: სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქცია არის საზოგადოების აღზრდა. როცა კონსტიტუციით გათვალისწინებული იქნება საზოგადოების აღზრდის პრინციპი, გამოირიცხება უღირსი ადამიანის ხელისუფლებაში მოსვლა.

_ ყველაფერი, რაც თქვენ ბრძანეთ, სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს, მაგრამ ფურცელი სუფთა რომ არ არის, თუნდაც სამართლიანობის თვალსაზრისით? როგორ აპირებთ ამ ნეგატივიზმისგან სახელმწიფოს გაწმენდას?

_ შევეცდები, ერთი მაგალითის მოშველიებით გაგცეთ პასუხი.

1996 წელს, გაეროს შესაბამისი სტრუქტურის მოთხოვნით, საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ მსხვერპლად აღიარა მეანაბრეები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული ცვლილებების შედეგად მილიარდ დოლარზე მეტი იზარალეს და კომპენსაციის ეტაპობრივად გადახდის ვალდებულება დაიკისრა. ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.

დღევანდელ საქართველოში 300 ათასზე მეტი იპოთეკარია, რომლებსაც საცხოვრებლის დაკარგვა ემუქრება. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ დღეს მოქმედი საბანკო სისტემა არის ანტისახელმწიფოებრივი, რომელიც მილიარდობით მოგებას იღებს ხალხის ხარჯზე, რომელიც (მოგება), როგორც წესი, უცხოეთში გაედინება.

დაზარალებულები არიან უცხოეთში გახიზნული ჩვენი მოქალაქეები, ომისა და შრომის ვეტერანები, უმუშევრები და ა.შ. რა უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში?

მაგალითად, ისლანდიის ხელისუფლებამ მოუწოდა ხალხს, შეუწყვიტოს ბანკებს პროცენტების გადახდა. გააკოტრა ბანკები და შემდეგ მოახდინა ამ სისტემის ნაციონალიზაცია.

ვაპირებთ ჩვენი მოძრაობის სტრუქტურაში შექმნილი “უსამართლობის მსხვერპლთა დაცვის სახალხო კომიტეტისა” და სხვა საზოგადოებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით ამ დარგის გაწმენდას და იქ ეროვნული იდეის დამკვიდრებას.

_ ეს ხომ რევოლუციაა?!

_ რევოლუციაა, რომელიც მოითხოვს სულიერ მსხვერპლს. შევეცდებით, ეს მსხვერპლი, რაც შეიძლება, უმტკივნეულო იყოს. როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 85-90% თავს დაზარალებულად და რეჟიმების მსხვერპლად თვლის, რევოლუციაც გამართლებულია, ალბათ (მხოლოდ უმსხვეროლო), როდესაც გვაქვს დემოგრაფიული კატასტროფა, გვყავს მილიონ-ნახევარზე მეტი იძულებით გადაადგილებული ჩვენი მამულიშვილი, როდესაც ქვეყანაში ოჯახს ვერ ნახავთ, საბანკო სისტემის მახეში რომ არ იყოს გაბმული, როდესაც ამდენი უმუშევარია და ობობას ქსელივით არის მოდებული სოციალური უსამართლობა და ა.შ. აბა, რა სახელი უნდა დავარქვათ იმ ქმედებას, როცა ხალხი იძლებულია, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება და ხმა აღიმაღლოს ამ უსამართლობაზე?

რაც უფრო ჭიანურდება ასეთი გარდაქმნა, მით უფრო ძლიერდება საზოგადოების უკმაყოფილება. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ, თუ ხალხს ყელში ამოუვიდა, სისხლი დაიღვრება. ჩვენ კი მოწოდებული ვართ, ახალი და უკეთესი საქართველოს მშენებლობაში ჩავაბათ რაც შეიძლება მეტი ღირსეული ადამიანი, თავი მოვუყაროთ საღ აზრს და ამით ნიადაგი მოვამზადოთ ქვეყანაში ანგარიშგასაწევი ძალის დასამკვიდრებლად, ძალისა, რომელიც შთამომავლობას ძლიერ საქართველოს დაუტოვებს.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here