გვიან ღამით, თელავში, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაჭრეს.
მას ფეხის არეში ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.