“თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექციამ გარემოს დაბინძურებისთვის დღეს 14 სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა.
“თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, საჯარიმო ოქმების უმრავლესობა (13 საჯარიმო ოქმი) შედგენილია 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით, კერძოდ სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებაზე, ხოლო ერთი მათგანი კი მუნიციპალურ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსებაზე.
14 სამართალდამრღვევი პირიდან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ისე მიჰყავთ საქმე, რომ ბიჩოკსაც ვერ მოძებნი)))