Home ახალი ამბები საქართველო თბილისში “ღამის ავტობუსები” იმოძრავებს

თბილისში “ღამის ავტობუსები” იმოძრავებს

1111
თბილისში “ღამის ავტობუსები” იმოძრავებს

21 სექტემბრიდან ყოველ პარასკევსა და შაბათს 00:00-დან 06:00 საათამდე მეტროპოლიტენის სადგურახმეტელის თეატრიდან” “ვარკეთილამდეავტობუსი იმოძრავებს. მარშრუტიღამის ეკონომიკისპროექტის ფარგლებში შემუშავდა.

“ჩვენ ვამბობდით, რომ “ღამის ეკონომიკის” განვითარების ფარგლებში, საჭირო და მნიშვნელოვანია, ღამის საათებში, კონკრეტულ ლოკაციებზე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იყოს შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია და 21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” “ვარკეთილამდე” ავტობუსი იმოძრავებს. ჩვენთვისაც საინტერესოა, თუ როგორ განხორციელდება საპილოტე პროექტი. ვფიქრობ, ეს ძალიან მოსახერხებელი იქნება, როგორც ღამის ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისა და ღამით დასაქმებული მოქალაქეებისთვის”, _ განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. თბილისის მერიის ინფორმაციით, “ღამის ავტობუსის” საპილოტე პროექტი დაიგეგმა ისე, რომ დედაქალაქის უმეტესი ნაწილი მოიცვას და მგზავრები გასართობი და კულტურული აქტივობებით დატვირთულ ცენტრებთან დააკავშიროს. ავტობუსს ექნება წარწერა “ღამის ავტობუსი”. საპილოტე მარშრუტზე “მანის” მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს.

დედაქალაქის მთავრობამღამის ავტობუსებისგაჩერების ადგილებიც გამოაქვეყნა: მეტროპოლიტენის სადგურიახმეტელის თეატრი”, ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტიგუდვილი”), მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა, ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა, სტადიონიდინამო არენა”, დავით აღმაშენებლის გამზირი #106, პირველი რესპუბლიკის მოედანი, მეტროპოლიტენის სადგურითავისუფლების მოედანი”, ნიკოლოზ ბარათაშვილის . “კონკა”, ევროპის მოედანი, ვახტანგ გორგასლის . #7, აბანოებთან, დოდაშვილის მოედანი, მეტროპოლიტენის სადგურიისანი”, მეტროპოლიტენის სადგურივარკეთილი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here