Home ახალი ამბები თბილისში, მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

თბილისში, მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

1383

იაშვილის კლინიკაში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ბავშვი თავდაპირველად მარნეულში, „ავერსის“ კლინიკაში იქნა მოთავსებული, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 18 იანვარს გარდაიცვალა.

ამის შესახებ ipn-ს მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ლაფერაძემ განუცხადა .

„ვადასტურებ, რომ დიაგნოზი მენინგოკოქცემიაა და ბავშვი ამ დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ეს არის პირველი შემთხვევა, მარნეულში არანაირი ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. N 8 საჯარო სკოლაში, იმ კლასში, სადაც გარდაცვლილი ბავშვი სწავლობდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩავატარეთ, ავუხსენით მშობლებს და მოსახლეობას, რომ ეს არ არის ეპიდემია. გარდაცვლილის კლასელების მშობლებს პროფილაქტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციები მივეცით“, – განაცხადა ეთერ ლაფერაძემ.

თავის მხრივ, მარნეულის რესურს-ცენტრში აცხადებენ, რომ სადეზინფექციო სამუშაოები N 8 საჯარო სკოლაში გუშინ ჩატარდა და დღეიდან სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის განაცხადებით, 7 წლის ბავშვის შემთხვევა წელს აღნიშნული დიაგნოზით გარდაცვალების პირველი რეგისტრირებული შემთხვევაა.

”იაშვილის კლინიკაში მცირეწლოვანი მენინგოკოქცემიის დიაგნოზით გარდაიცვალა. ეს წელს პირველი შემთხვევაა. მენინგოკოქცემია ძალიან მძიმე დაავადებაა და სამწუხაროდ, ფატალურად სრულდება ხოლმე. გასულ წელს, თუ არ ვცდები, მენინგოკოქცემიის 10-მდე შემთხვევა იყო. ძალიან იშვიათი დაავადებაა. რაც შეეხება მენინგიტს, ეს ბევრია, თუმცა თუ დაავადება მენიგოკოკურით არის გამოწვეული და მენინგოკოქცემიაა, ის არის მძიმე”, – განაცხადა იმნაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here