Home ახალი ამბები საქართველო თბილისში ირანელების მიერ შეძენილი ბინების რაოდენობამ 2-დან 61%-მდე მოიმატა

თბილისში ირანელების მიერ შეძენილი ბინების რაოდენობამ 2-დან 61%-მდე მოიმატა

1770
თბილისში ირანელების მიერ შეძენილი ბინების რაოდენობამ 2-დან 61%-მდე მოიმატა

TBC Capitalის კვლევის თანახმად, 2019 წლის პირველ ნახევარში თბილისში გაყიდული ბინების 8% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის. უცხოელების მიერ თბილისში ბინების შეძენის ტენდენცია 2015-2018 წლებში მყარად იზრდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2018 წელს აღირიცხა, როდესაც წლის განმავლობაში თბილისში გაყიდული ბინების 13% უცხოელების მიერ იქნა შეძენილი, 2015 წელს მათი წილი 3% იყო.

განსაკუთრებული მატება შეინიშნება ირანის მოქალაქეების მიერ თბილისში შეძენილ ბინებზე: 2015 წელს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, რომლებმაც თბილისში შეიძინეს ბინები, ირანელების წილი 2% იყო, 2016-ში – 8%, 2017 წელს – 27%, 2018 წელს კი _ 61%.

შემცირდა რუსეთის მოქალაქეების მიერ თბილისში ბინების შეძენის შემთხვევები. 2015 წელს უცხო ქვეყნებიდან თბილისში ბინების შემსყიდველებში მათი წილი 42% იყო, 2016 წელს _ 32%, 2017 წელს _ 22%, ხოლო 2018 წელს – 10%.

2015 წლიდან დღემდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდული ბინების 42% ირანელებზე მოდის, 18% _ რუსებზე, 11% კი _ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე.

7 COMMENTS

  1. ირანელთა ურდოსგან თავი საქართველო 200 წელი ვერ დააღწია და თუ გავითცვალისწეინებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხლა 500 წელი მაინც ვერავინ დააღწევს თავს მაგათ ბატონობას და ვიყოთ ასე. ბიძინამ კი იშოვა მილიარდები გაყიდა ქვეყანა და წავა სადმე იბიცაზე დაისვენებს და უზრუნველ, ზე უმდიდრეს ქვეყანაში სახლს იყიდის კიდე…. ბრავო ივანიშვილი და სააკაშვილი მაგრები ხართ ქვეყნის განადგურებაში.

  2. რამეს თუ ვიტყვით გამოხტებიან არასამთავრობორები ,,უცხოელებს ჩაგრავენო” ეს მოძალადე და ქსენოფობი ქართველებიო. არადა მთავრობაც არ გვყავს საკუთარ ქვეყანაში საჩვენო. ირანელების სასიკეთო საქმე კეთდება ბრაო!!!!!!!!!!!

  3. რა გაუმართლათ ირანელებს ლანგრით მიართვეს თბილისი. ყველანაირი უფლება აქვთ წაგვართვან უკვე. არც არავინ შეეხებათ. ჩვენი მთავრობა მათი წარმატებული და უზრუნველი ცხოვრების გარანტიაა.

  4. ყოჩაღ ბიძინიე. კიდე ვისი ჩამოსახლება აქ ნეტა გეგმაში??? საინტერსოა რას ჩალიჩობს კიდე კაის.

  5. ყველა ირანელი და თურქარაბი გააკულაკონ. პანჩური და ჰაიდა. ქონება დაურიგონ ღატაკებს. მთავრობა გამოიცვალოს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here