საქართველოს დედაქალაქში მსვლელობის „უკვდავი ჯარის“ მონაწილეებმა პატივი მიაგეს დიდი სამამულო ომის გმირების ხსოვნას. როგორ ჩატარდა ზეიმი – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში
მსვლელობის მონაწილეები კიკვიძის პარკში შეიკრიბნენ, სადაც ყვავილებით შეამკეს საბჭოთა კავშირის გმირის – მელიტონ ქანთარიას მონუმენტი. ამის შემდეგ ისინი გაემართნენ სხვა გმირის – პორფირე ჩინჩიბაძის ძეგლისკენ, რომელიც ასევე ყვავილებით შეამკეს.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ევრაზიის ინსტიტუტი. ხელმძღვანელის გულბაათ რცხილაძის თქმით, მსვლელობის მიზანი – წინაპართა გმირობის ისტორიული ხსოვნა და მათი საგმირო საქმეების მომავალი თაობებისთვის გადაცემაა.
ვიდეო: https://sputnik-georgia.com/20250509/———-293313506.html