Home ახალი ამბები თბილისის ქუჩებში მოსიარულე შიშველი მამაკაცი 200 ლარით დააჯარიმეს

თბილისის ქუჩებში მოსიარულე შიშველი მამაკაცი 200 ლარით დააჯარიმეს

2328
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისში, პეკინზე მოსიარულე შიშველი მამაკაცი 200 ლარით დააჯარიმეს.

აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მეორე ნაწილით დააჯარიმდა, რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედება, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება), ისჯება ჯარიმით 100-დან 200 ლარამდე“, – აცხადებენ უწყებაში.

შიშველი მამაკაცის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას Facebook-ის მომხმარებლები ავრცელებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here