Home რუბრიკები საზოგადოება “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ქართველი ხალხი შეურაცხყო”

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ქართველი ხალხი შეურაცხყო”

3603
ლევან ჩაჩუა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე საქართველოს ოფიციალური უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და თურქული თემის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. როგორც გამოფენის გახსნამდე თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოთურქეთის მეგობრობა მრავალ წელს ითვლის და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ თსუში გაიხსნა გამოფენა. ეს მაშინ, როდესაც 2016 წელს წინასაარჩევნო ბატალიები მოიმიზეზეს და საქართველოს ხელისუფლებამ სათანადოდ არ აღნიშნა შოთა რუსთაველის 850 წლისთავი; შარშან არ აღინიშნა ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლისთავი, 8 ნოემბერს არავის გახსენებია ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, არც გალაკტიონი გაახსენდათ 17 ნოემბერს. სამაგიეროდ, გაახსენდათ მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების დღე

“2018 წელი საიუბილეოა ჩვენი ქვეყნისთვისაც. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპულიკის ასი წლისთავს. ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელსა და პირველ პრეზიდენტს _ მუსტაფა ქემალ ათათურქს. მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავი ვიზეიმეთ. ამ წლების განმავლობაში საქართველომ და თურქეთმა ჩამოაყალიბეს სამაგალითო ურთიერთობა და თანამშრომლობა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებებით; ასევე, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების კუთხით”, _ განაცხადა ოვსიანიკოვამ.

საქართველოს მთავრობის მიერ ღიად გაცხადებული “თურქეთ-საქართველოს ისტორიული და საუკუნოვანი მეგობრობის” ფონზე მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების აღნიშვნა, ერთი შეხედვით, გასაკვირი და გამაღიზიანებელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქმე ის არის, რომ სწორედ ამ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის თავისკვეთის დღეს აღნიშნავდა… “ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. იმ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის “ქებით აღესრულების”.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მზაკვრულ ჩანაფიქრზე, რაც შემთხვევითობად არ გვეჩვენება, პარტიაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა გვესაუბრება.

_ ათათურქის გარდაცვალების დღის აღნიშვნა, თანაც ზუსტად იმ დღეს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის თავისკვეთის დღეს აღნიშნავდა და მეტეხის ხიდთან მილეთის ხალხი იყო შეკრებილი, უბრალო დამთხვევა არ არის, ეს შეგნებულად გაკეთებული მზაკვრობაა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ქართველი ხალხი შეურაცხყო.

მუსტაფა ქემალ ათათურქი ლენინის მეგობარი იყო, ადამიანი, რომელიც ბოლშევიკური რუსეთისგან ითხოვდა, რომ აჭარის ტერიტორია, ბათუმის ჩათვლით, გადასცემოდა თურქეთს.

საქართველოს მარიონეტი ხელისუფლება თავს იმართლებს, თურქეთთან პარტნიორობა გვაქვს და ისინი ჩვენს ჯარს ეხმარებიანო, მაგრამ უნივერსიტეტელების საქციელს მაინც არ აქვს გამართლება, თუ თურქები ერთი ხელით ვითომ რაღაცაში გვეხმარებიან, მეორე ხელით გვანადგურებენ.

თურქეთში იბეჭდება წიგნები და რუკები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ აჭარის ტერიტორია მათ შემადგენლობაში შედის. ამ საკითხზე ჩვენ სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნეთ მასალა და ვაჩვენეთ წიგნები, რომლებიც თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ არის გრიფირებული. ამ წიგნებში წერია, რომ რუსებმა თურქებს აჭარა და ბათუმი საქართველოსთვის წაართვეს. როდესაც თურქეთში ასეთი პროპაგანდაა გაჩაღებული, თურქეთიდან დელეგაციები ჩადიან არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და ღონისძიებებში მონაწილეობენ, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ათათურქის ასეთი პატივისცემა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ანტისახელმწიფოებრივია. ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები.

_ როგორც ჩვენთვის ცნობილია, როდესაც დიდგორობის აღნიშვნა გვინდოდა, თურქეთის ელჩი წინააღმდეგი წავიდა და საქართველოს ხელისუფლებამაც მაშინვე გადაიფიქრა

_ ამის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ უშუალოდ მქონდა შეხება ამ საკითხთან _ ვიყავი ორგანიზატორი ბათუმში. იქაურმა ეპარქიამ, მღვდელმთავარმა მისცა მოსახლეობას კურთხევა, აჭარის დედასამშობლოსთან შემოერთების წლისთავის აღსანიშნავად დადგმულიყო მემორიალი ბათუმის მთავარ ტაძარსა და მთავარ ქუჩას შორის, ადგილიც გამოყოფილი იყო, პროექტი _ გაკეთებული, მონუმენტიც ჩამოსხმული გვქონდა, მაგრამ თურქეთის ელჩმა დაურეკა ბათუმის მერს და მონუმენტი არ დაიდგა. მერიის თანამშრომლებმა დაუფარავად გამოგვიცხადეს, თურქეთის ელჩი წინააღმდეგია მონუმენტის დადგმის და თურქული მხარის განაწყენება არ გვსურსო. ჩვენ საპროტესტო აქცია გავმართეთ და ამის ამსახველი ვიდეოებიც არსებობს.

უნივერსიტეტის მეორე კორპუსზე ჰკიდია სარეკლამო ბანერი _ ამერიკულ განათლებას სთავაზობენ თბილისში. ეს რომ ივანე ჯავახიშვილს დაანახა, საფლავში გადატრიალდებოდა _ ესაა უნივერსიტეტი, ქართული განათლების ტაძარი? თუ იქ ამერიკულ განათლებას იძლევიან, მაშინ რას მიკეთებენ უნივერსიტეტის რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები? რატომ ამაყობენ (თუ ამაყობენ), რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვიათ? ესეც მიუთითებს, რომ მარიონეტული ხელისუფლება გვყავს. ცოდნა, განათლება, კულტურა არავისგან არ გვესწავლება. როდესაც ჩვენ ეს ყველაფერი გვქონდა, ამერიკა არ არსებოდა, არც სხვა ბევრი ევროპული სახელმწიფო. ასე რომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესვეურები ბევრს სცოდავენ, დედაუნივერსიტეტიც იმ ერთი დიდი ჯაჭვის რგოლია განათლების სისტემასთან ერთად, უცხოეთის დირექტივის შემსრულებელი, მარიონეტი ხელისუფლებისა. ისინიც იმ მარიონეტულ პოლიტიკას ატარებენ, რომელსაც ხელისუფლება მისდევს.

“ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის, ამ ორ ოდიოზურ ძალას შორის მუდმივად არჩევნის გაკეთების სურვილი არ გვაქვს. ქვეყანაში არსებული ეს ორი ძალა ოდიოზური რომ არის, საპრეზიდენტო არჩევნებში არმისულმა ამომრჩევლის 65%-მაც დაადასტურა. ამის გამო დასავლეთმა “ნაც-ქოცურ” ძალას საყვედური გამოუცხადა, საყვედური გამოუცხადა იმისთვის, რომ საარჩევნო უნებთან ხალხი არ იდგა. სწორედ ეს აწუხებთ დღეს და ამიტომ იხვეწებიან არჩევნებზე ხალხის მისვლას, თორემ რეალურად რატომ არ მიდის ბოლო წლებში მოსახლეობა საარჩევნო ყუთებთან, ეგ არ აფიქრებთ. ხელისუფლებისთვის მთავარია, საარჩევნო ყუთებთან ხალხი მივიდეს, თუნდაც ყველა გადახაზონ, ოღონდ ხალხი მივიდეს, დასავლეთმა შენიშვნა რომ არ მისცეს.

_ იაკობ გოგებაშვილისდედა ენისსასწავლო პროგრამიდან ამოღებას დიდი პროტესტი მოჰყვა. ძალიან დიდი ძალისხმევა გამოიჩინა იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებამდედა ენისსკოლაში დასაბრუნებლადსამაგიეროდ, უნივერსიტეტში ათათურქის გარდაცვალების დღე აღინიშნა დიდი ზარზეიმით. რატომ არის განათლების ყოველი მომდევნო მინისტრი წინაზე უარესი?

_ ჯერ მინდა, საგანგებოდ აღვნიშნო, რომ თქვენი გაზეთი ერთადერთია ქართულ მედიასივრცეში, რომელმაც პრინციპული ეროვნული პოზიცია დაიკავა და გოგებაშვილის “დედა ენის” ამოღებაზე განგაში ატეხა. თქვენც მიგიძღვით წვლილი “დედა ენის” სკოლებში დაბრუნებაში. შემდეგ: ყველაფერი პოლიტიკის ბრალია. განათლების მინისტრების დეგრადაცია იმის მიზეზია, რომ უცხოური დაკვეთების შემსრულებელი ხელისუფლება გვყავს. ეს ყველა რგოლზე მოქმედებს, ყველა უწყებასა და სტრუქტურაში. ჩვენს ქვეყანას იდეოლოგია არ გააჩნია. ბოლო 30 წელიწადია, თავს გვახვევენ დასავლურ ლიბერალიზმს, მაგრამ ლიბერალიზმი იმავე დასავლურ ქვეყნებში არავის მოსწონს _ ევროპის ქვეყნები აპროტესტებენ ლიბერალიზმს. რამდენიმე დღის წინათ ევროპარლამენტში გამოსვლისას რუმინეთის პარლამენტის ვიცესპიკერმა შუა თითი აჩვენა ევროპარლამენტს, არ მისცა მათ თავისი ქვეყნის სასამართლო სისტემაში ჩარევის უფლება და განუცხადა: ჩვენს ქვეყანას თვითონვე მივხედავთო. იზამს ამას ჩვენი მთავრობა, შეეპასუხება ვინმე ევრო ან ამერიკელ ჩინოვნიკს?

ახლა ბევრს საუბრობენ ახალ ძალაზე, რომელმაც ეროვნული პოლიტიკა უნდა გაატაროს, მაგრამ ამ ძალასაც ისევ ოდიოზური ფიგურები ეპოტინებიან, ისინი, ვისაც ცუდი წარსული აქვთ; ისინი, ვინც მოქალაქეთა კავშირის ფესვებზე აღმოცენდნენ. როდესაც ახალზე ვსაუბრობთ, ახალი სახეები უნდა ვიგულისხმოთ. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან გასვრილნი პოლიტიკაში და წარსულში ცუდს ვერაფერს აღმოუჩენთ. არიან ადამიანები, რომლებსაც ტერიტორიების დაკარგვაში წვლილი არ მიუძღვით და ივანიშვილის მარიონეტ ხელისუფლებასთან არ არიან ანგარიშვალდებულნი.

_ ჩვენმა გაზეთმა შეკითხვები დაუსვა ბიძინა ივანიშვილსთუ გაეცანით მათ და თქვენ თუ გაქვთ მასთან შეკითხვები?

_ სიმართლე გითხართ, სურვილიც არ მაქვს, რამე ვიკითხო. ძალიან ბევრი კითხვაც დაისვა, ბევრი რეკომენდაციაც გაიცა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მისი გარემოცვა არ აძლევს საშუალებას, საღი აზრი მოისმინოს, მას უვარგისი გარემოცვა ჰყავს. თქვენ წარმოიდგინეთ, იმაზეც კი დაითანხმეს ეს კაცი, რომ მისი სახე ბილბორდზე დაბეჭდეს და ქვეშ სალომე ზურაბიშვილის, ანუ ქალის სახელი მიაწერეს. ასე გააკეთა ყველამ: კობახიძემ, ძიძიგურმა და ა.შ. კაცებმა თავიანთ ფოტოს ქალის სახელი მიაწერეს. წარმოიდგინეთ, რა გახარებულები იქნებიან საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერები ამ ბილბორდების დანახვით. ივანიშვილს არაფერი შეუძლია, ის თავისი მილიარდების მძევალია. ერთ რამეს კი დავუმატებ თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებს: როდემდე აპირებს ხალხის მოტყუებას? როდემდე გაგრძელდება ეს მარაზმი, როდემდე უნდა ვუყუროთ ერთეულების კეთილდღეობას? როდემდე უნდა იყოს ქართველი უცხო ქვეყანაში გადახვეწილი ლუკმაპურის საშოვნელად?

ქვეყანა ჩაფლულია პროსტიტუციაში, ნარკომანიაში, სიღატაკეში და მხოლოდ ორი პროცენტი ცხოვრობს განცხრომაში, არც ღმერთის ეშინიათ და არც კაცის რცხვენიათ. ვკითხავდი ივანიშვილს: როდემდე უნდა იყოს მილიარდების მძევალი და როდემდე უნდა უყუროს ხალხის გაჭირვებას?

_ მან ახლახან მილიარდნახევარი ლარი გადაიხადა ხალხის ვალების დასაფარავად

_ ამაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ასეთი კეთილი საქმეები არჩევნების გამო კი არა, ისე, გულწრფელად უნდა გააკეთო.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here