Home ახალი ამბები საქართველო თბილისის მერია ავტობუსების რაოდენობის გაზრდასა და კერძო ტრანსპორტის შემცირებას გეგმავს

თბილისის მერია ავტობუსების რაოდენობის გაზრდასა და კერძო ტრანსპორტის შემცირებას გეგმავს

1199
ავტობუსები

თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცემერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საზოგადოებას ახალშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა. კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებაა. აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად, 2019 წლის ბოლოს, ამორტიზებული ავტობუსების სრულად ჩანაცვლება, ხოლო 2020 წლისთვის ახალი ავტობუსების რაოდენობის 900 ერთეულამდე გაზრდა იგეგმება.

“დღეს ავტოპარკში ყვითელი ავტობუსების რაოდენობა სჭარბობს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ 2019 წელს ახალი ავტობუსები გვეყოლება და ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო კომფორტული გავხადოთ და ყველამ უარი ვთქვათ კერძო ავტომობილებზე”, _ განაცხადა კალაძემ.

რას გეგმავს თბილისის მერია:

* 2019 წლის ბოლოს, ამორტიზებული ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება, ხოლო 2020 წლისთვის ახალი ავტობუსების რაოდენობა 900 ერთეულამდე გაიზრდება.

* 2019 წელს განახლდება მეტროს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები და მოხდება მათი სინქრონიზაცია. შედეგად, ოპტიმალურად განაწილდება მგზავრთა ნაკადები და გაიზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა.

* 2021 წლამდე რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე ავტობუსის ზოლები მოეწყობა; 2019-2021 წლებში მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here