პენტაგონის ლაბორატორიიდან გამოჟონილი მონაცემები მოწმობს, რომ ადამიანებზე საშინელ ექსპერიმენტებს ატარებენ _ საქართველო ბიოლოგიური იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად იქცა
ჰაკერულ ფორუმ Raid Forums-ზე გამოაქვეყნეს ელექტრონული წერილები თბილისში პენტაგონის ბიოლაბორატორიას (ლუგარის ცენტრი), ქართველოში აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის. ამ დოკუმენტებში საუბარია 161 მლნ დოლარის ღირებულების საიდუმლო პროექტზე, რომელიც სტარტს უახლოეს ხანში აიღებს.
ინტერნეტრესურს Arms Watch-ის მოხალისეებმა ლუგარის ლაბორატორიიდან გამოჟონილი მონაცემები გააანალიზეს და მივიდნენ დასკვნამდე: “პენტაგონი თავისი სამხედრო რესურსებისა და აშშ–ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (Centers for Disease Control CDC ) რესურსების გაერთიანების შემდეგ გეგმავს, საქართველო ბიოლოგიური კვლევების უდიდეს ცენტრად გადააქციოს. ამ საიდუმლო წერილების მიხედვით, თბილისში უნდა ჩავიდეს (ან უკვე ჩავიდა) სამხედრო ექიმებისა და CDC–ის წამყვანი სპეციალისტების 16-კაციანი ბრიგადა. მათთვის საქართველოში აშენდება ცალკე ლაბორატორია VSL-2, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ გააკონტროლებს, აგრეთვე, ადმინისტრაციული შენობა და კორპუსი. ეს შენობები ლუგარის ლაბორატორიის ახლოს აშენდება. ამ ბიოსაშინელებას გამომძიებელი ჟურნალისტები მოიხსენიებენ, როგორც მოედანს, რომელზეც ამზადებენ სასიკვდილო გადამდებ სნეულებებს.
აღსანიშნავია, რომ საიდუმლო წერილებში საქართველო პოზიციონირებს, როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პენტაგონის ბიოლაბორატორიების მართვის ცენტრი.
როგორ უნდა მოაწონო თავი ამერიკას, რომ უკრაინას გრანტები წაართვა ახალი ბიოლოგიური ექსპერიმენტისთვის? როგორც ჩანს, ვაშინგტონს არ სჯერა, რომ კიევი საბოლოოდ ჩამოყალიბდა რუსოფობიურ ქვეყნად და თავისი ბინძური საქმეებისთვის თბილისი აირჩია.
ექსპერტებმა მყისვე განაცხადეს ორმაგი დანიშნულების კვლევებსა და უსაფრთხოების დაბალ სტანდარტებზე თბილისის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში. თბილისის რაიონ ალექსეევკაში, სადაც განლაგებულია ეს ლაბორატორია, ადგილობრივებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ლაბორატორიის თანამშრომლები ღამღამობით საიდუმლოდ წვავენ მკვდარ ცხოველებს, აგრეთვე, რაღაც ნარჩენებს ყრიან აქვე ახლოს ჩამდინარე მდინარეში.
როგორც Arms Watch-ი წერს, ახალგამოჟონილი მონაცემების მიხედვით, ამერიკელი სამხედრო მეცნიერები თბილისში მიავლინეს იმ პროგრამის განსახორციელებლად, რომელზეც მუშაობა აშშ-ში აკრძალულია, საერთოდ, რაზეა ლაპარაკი, გაუგებარია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ განზრახულია რაღაც საშინელი, რასაც იანკები ქართველებს, რა თქმა უნდა, არ ეტყვიან.
გამორიცხული არ არის, რომ ე.წ. ლუგარის ლაბორატორიაში შექმნილი შემდგომ სამხედროებს გადაეცეთ. კერძოდ, პროექტ #1059-ში, რომლის მიხედვითაც ორთოპოქსვირუსები (Orthopoxvirus) უნდა შეიქმნას (ამ ვირუსებს შეუძლია ადამიანებისა და ძუძუმწოვრების ინფიცირება), ჩართულია ადამიანის, მაიმუნის, ძროხისა და აქლემის ვირუსები.
არსებობს კიდევ პროექტი #1439, რომელსაც ეწოდება ნეიტრალური “მოლეკულურ-ვირუსოლოგიური კვლევა საქართველოში”, მაგრამ კავშირი აქვს ჰანტავირუსის შტამებსა და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ციებ-ცხელებასთან. ამ პროგრამის ფარგლებში ამერიკელებმა თბილისში ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში თავი მოუყარეს მღრღნელებისა და ექტოპარაზიტების (ტკიპები და რწყილები) მსოფლიოში ყველაზე დიდ კოლექციას.
თუ კორონავირუსი SARSCov-2 მართლაც ხელოვნურად არის შექმნილი, არ არის გამორიცხული, რომ COVID-19-მა ლუგარის ცენტრიდან “გაჟონა”.
საქმე ის არის, რომ 2017 წელს თავდაცვის საფრთხეების შემცირების ამერიკულმა სააგენტომ (DTRA) ღამურებისა და კორონავირუსების შესახებ აამუშავა 6,5 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი სამხრეთ კავკასიასა და დასავლეთ აზიაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და იორდანია) და კვლევების ჩატარების ბაზად თბილისის ლაბორატორია აირჩია.
ორიოდე სიტყვა ამ პროექტზე.
ამ პროექტს კურატორობს აშშ–ის არაკომერციული ორგანიზაცია Eco Health Alliance _ პენტაგონის ოფიციალური მოიჯარე. პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადეს, რომ თბილისის ბიოლაბორატორიაში უნდა გამოიკვლიონ 5 ათასი ღამურა და 20 ათას ნიმუშის (ნაცხი პირის ღრუდან, სწორი ნაწლავიდან) სისხლს ჩაუტარდეს ე.წ. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (ე.წ. PCR) ტესტი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ Eco Health Alliance უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან ერთად ახორციელებდა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კვლევით პროგრამას ღამურებზე, მაგრამ ჩინელ მეცნიერებთან კონტაქტი პანდემიის დაწყებამდე გაწყვიტეს, საქართველოში კი ურთიერთობა დღემდე შენარჩუნებულია.
Arms Watch-ი წერს: “მიუხედავად საქართველოსა და აშშ–ის ოფიციალური განცხადებისა, რომ ლუგარის ცენტრს ამ კავკასიური ქვეყნის მთავრობა სრულად აკონტროლებს, შიდა დოკუმენტები საწინააღმდეგოს მოწმობს. საქართველოში პენტაგონი არა მხოლოდ ბიოლოგიური კვლევების პროგრამებს აფინანსებდა, არამედ ფარავდა უსაფრთხოებისა და ტექნიკური მომსახურების ყველა ხარჯს, მათ შორის კომუნალურ გადასახადებსაც _ წყლის, ბუნებრივი აირის, დასუფთავების”.
სახიფათო პროექტებს ხელმძღვანელობენ უოლტერ რიდის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილიალის სპეციალურ ქვედანაყოფ USAMRU-Georgia–ს ოფიცრები. სხვათა შორის, USAMRU-Georgia–ს ექსპერიმენტში ტულპრემიაზე (ზოოანთროპონოზური ინფექცია, რომელიც იწვევს ინტოქსიკაციას, ციებ–ცხელებასა და ლიმფური კვანძების დაზიანებას) ქართველი ჯარისკაცები და ადგილობრივი მცხოვრებლები მონაწილეობდნენ. სულ 900 მოხალისე (სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი) შეგროვდა DTRA GG-19-ის პროექტისთვის, “ტულარემიის ეპიდემიოლოგია და ეკოლოგია საქართველოში”. ადამიანებზე ცდები ტარდებოდა 2014-2017 წლებში. ამ მოხალისეებისგან აიღეს სისხლი და შეამოწმეს ტულარემიაზე. კვლევის ანგარიშში განმარტებული არ არის, რის საფუძველზე ჩართეს ჯარისკაცები “ტულარემიის” პროექტში და როგორ დაინფიცირდნენ ისინი.
სამაგიეროდ, გამოჟონილი მონაცემებიდან ცნობილი შეიქნა, რომ საქართველომ აშშ–ის საელჩოს მიმართა თხოვნით, დახმარებოდნენ ქვეყანაში მეორე სამხედრო ჰოსპიტლის მშენებლობაში, რაც, ალბათ, დაკავშირებულია ბიოლაბორატორია BSL-2-ისგან მომდინარე საფრთხესთან. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ჯანდაცვის მაღალჩინოსნებს “ერიდებათ”, ჰკითხონ ამერიკელებს, რა უნდა გააკეთოს მათ ქვეყანაში ახალმა ამერიკულმა ბიოლოგიურმა ცენტრმა. ქართველები აცნობიერებენ, რომ სუვერენიტეტი დაკარგეს, რაც ნიშნავს იმას, რომ უფლება არ აქვთ, ამერიკელებს უხერხული კითხვები დაუსვან.
ყურადღებას იმსახურებს პროექტი #1447 “ნიმუშების აღება საქართველოში ჩ ჰეპატიტის ლიკვიდაციის პროგრამის ფარგლებში”. ამ პროგრამას კურატორობდა და აფინანსებდა ოკეანისგაღმელი გიგანტი Gilead-ი, რომელშიც თავის ექსპერიმენტებზე, ჯამში 3,3 მლრდ დოლარი დახარჯა (არა მხოლოდ საქართველოში). საჯაროდ გამოქვეყნებული კონფიდენციალური ანგარიშებიდან ჩანს, რომ საქართველოში “ჰეპატიტთან ბრძოლის” პროგრამაში ჩართული, სულ ცოტა, 249 პაციენტი დაიღუპა უცნობი მიზეზით.
მიმოწერიდან რთულია პროექტ #1447-ის ჭეშმარიტი მიზნების გაგება. გაუგებრობა დაკავშირებულია 65 ათასამდე პაციენტთან. ჩანს, საქმე ფულში არ იყო, რადგან ჰოსპიტალიზაციისა და წამლებისათვის გამოყოფილი 181 მლნ აუთვისებელი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი იყო ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლეზე. საქმეს ნათელს ვერ ჰფენს ინფორმაცია ვადაგასული და გაფუჭებული წამლების შესახებ, რაც შეიძლება მიუთითებდეს რაღაც ფასეულ ექსპერიმენტებზე. უფრო მეტიც, Gilead-ისა და საქართველოს შეთანხმების ჩარჩოებში მეგაფარმაცევტული კომპანია საქართველოს გადასცემს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალ პრეპარატებს, ოღონდ პასუხს არ აგებს ნებისმიერ ტრაგიკულ შემთხვევაზე. როგორც ჩანს, საქართველო ბიოლოგიური იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად იქცა.
არსებობს ალბათობა, რომ BSL-2-ში მივლინებული პენტაგონის 16 ექიმი-მკვლევარი განაგრძობს ექსპერიმენტებს C ჰეპატიტზე. თუ ეს დაავადება სამომავლოდ ძალიან სწრაფად დაიწყებს გავრცელებას, მაშინ, დიდი ალბათობით, ჰემოტრანსმისიური ვირუსი მოდიფიცირებული იქნება თბილისის ლუგარის სახელობის ბიოლოგიურ ცენტრში, შემდეგ კი… ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია Gileard-ი მსოფლიოს ეფექტიან, მაგრამ ძალიან ძვირ სამკურნალო პრეპარატებს შესთავაზებს.
Svpessa.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა