Home ახალი ამბები საქართველო “თბილისის არც ერთი კლინიკა სტანდარტებს არ აკმაყოფილებს”

“თბილისის არც ერთი კლინიკა სტანდარტებს არ აკმაყოფილებს”

“თბილისში არ არის არც ერთი კლინიკა, სადაც სტანდარტი 100 პროცენტით დაკმაყოფილებულია”. – განაცხადა ინტერნეტგამოცემა “კომერსანტთან” ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულმა.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, თბილისში დასრულდა დაწესებულებების მონიტორინგის ორი რაუნდი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, კლინიკებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. კერძოდ, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მიმართ ბევრი ხარვეზი იქნა აღრიცხული. ეს განსაკუთრებით პატარა, 40-ზე ნაკლები საწოლის მქონე კლინიკებს ეხება, თუმცა ხარვეზები იყო დიდ კლინიკებშიც. ბერძულის მტკიცებით, კლინიკებში არ იყო ინფრასტრუქტურული სტანდარტები, მაგალითად, მოსაწესრიგებელია წყალმომარაგება, სამედიცინო ნარჩენების მართვა და სამედიცინო პერსონალის ინფექციებისგან დაცვის სტანდარტები. ნინო ბერძულის თქმით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნის-ივლისში დაიწყება მესამე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც თბილისში არსებული ყველა კლინიკა ხელახლა შემოწმდება, შემდეგ კი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელი კლინიკა დარჩება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და რომელი გამოეთიშება.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here