Home ახალი ამბები მსოფლიო “თანხმობის” საკითხი: როგორ შეიცვლება პოლიტიკური ვითარება ლატვიაში არჩევნებში პრორუსული პარტიის გამარჯვების შემდეგ

“თანხმობის” საკითხი: როგორ შეიცვლება პოლიტიკური ვითარება ლატვიაში არჩევნებში პრორუსული პარტიის გამარჯვების შემდეგ

1155
არჩევნები

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა პარტიასოგლასიემ” (“თანხმობა” _ 19.8%), რომელსაც მხარს უჭერს რუსულენოვანი მოსახლეობა. მმართველმა კოალიციამერთიანობამ” (6,7%) _ “მწვანეებისა და გლეხების კავშირმა” (9,9%) დაყველაფერი ლატვიისთვის” (11%) _ მნიშვნელოვნად დათმო პოზიციები და უმრავლესობას დაკარგავს სეიმში.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გამარჯვების მიუხედავად, “თანხმობა” მაინც ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას, რადგან სხვა პარტიები არ მოისურვებენ მასთან თანამშრომლობას. ანალიტიკოსთა აზრით, ლატვიას მოუწევს არჩევნების ხელახლა ჩატარება.

სოციალ-დემოკრატიულმა პარტია “სოგლასიემ” (“თანხმობამ”) ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვა ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 6 ოქტომბერს გაიმართა.

რიგის მერის _ ნილ უშაკოვის პარტიამ, რომელსაც არჩვენებში ხელმძღვანელობდა ქვეყნის ყოფილი განათლების მინისტრი ვიაჩესლავ დომბროვსკი ამომრჩეველთა თითქმის 20-პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო. მეორე ადგილზეა მსახიობ არტუს კაიმინშის პოპულისტური პარტია “ვის ეკუთვნის სახელმწიფო” (14,25%), მესამეზე _ ნაციონალისტური ახალი კონსერვატიული პარტია _ 13, 5%. მეოთხე ადგილი დაიკავა ლიბერალურმა გაერთიანებამ “განვითარებისთვის” _ 12,04% მათ სიაში ჰყავთ ქვეყნის ფინანსთა ყოფილი მინისტრი დანიელ პავლიუტსი, ლატვიაში სოროსის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ვიტა ანდა ტერაუდა და ეროტიკული რომანების ავტორი დაცე რუკშანე-შჩიპჩინსკა.

“ჩვენ მოვედით ძალიან მკაფიო პროგრამით _ ცვლილებები, სოციალ-დემოკრატიული ფასეულობები და ბრძოლა ნაციონალიზმის წინააღმდეგ”, _ დაწერა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” რიგის მერმა ნილ უშაკოვმა. მისი თქმით, “ლატვიის პრეზიდენტმა არ შეიძლება, შესაძლებლობა არ მისცეს ვიაჩესლავ დომბროვსკის (პრემიერმინისტრობის კანდიდატი არჩევნებში გამარჯვებული პარტიიდან) ჩამოაყალიბოს მინისტრთა ახალი კაბინეტი”. უშაკოვის აზრით, შრომისუნარიანი კოალიციის შექმნა სეიმში, რომელშიც 7 პარტია შევიდა, “სოგლასიეს” გარეშე შეუძლებელია.

დიამეტრულად განსახვავებული ფასეულობების მქონე 5-6 პარტიისგან შექმნილმა მთავრობამ შეუძლებელია, ნორმალურად იმუშაოს და ქვეყანაში ცვლილებებს ვერ განახორციელებს. თავის მხრივ, სოციალურსაპასუხისმგებლო მიდგომა და თანხმობის იდეა ლატვიელებსა და არალატვიელებს შორის სტაბილიზაციის ფაქტორად უნდა იქცეს ნებისმიერი მთავრობისთვის”, _ განაცხადა უშაკოვმა.

ზემოთ ჩამოთვლილი 4 პარტიის გარდა, ლატვიის სეიმში შევიდა კიდევ 3 პარტია (სულ 7): “მოძრაობა ლატვიის ნაციონალური დამოუკიდებლობისთვის” (11.01%), “მწვანეებისა და გლეხების კავშირი” (9,91%) და პარტია “ახალი ერთობა” (6,6%).

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here