Home რუბრიკები პოლიტიკა თანამშრომლობდა თუ არა გიგა ბოკერია აშშ-ის სპეცსამსახურებთან ანუ ჭეშმარიტების მარცვალი ემზარ კვიციანის...

თანამშრომლობდა თუ არა გიგა ბოკერია აშშ-ის სპეცსამსახურებთან ანუ ჭეშმარიტების მარცვალი ემზარ კვიციანის განცხადებაში

გიგა ბოკერია- ბრუს ჯექსონი

19 აპრილს საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი შეხლაშემოხლა მოხდა: მსჯელობას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის განხილვა დახურულ თუ ღია პლენარულ სხდომაზე მომხდარიყო, დაპირისპირება მოჰყვა დეპუტატებს _ ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა განაცხადა: “რა მნიშვნელობა აქვს, სხდომა ღია იქნება თუ დახურული, როცა უცხო ქვეყნის რეზიდენტი გიგა ბოკერია გვიზის აქ, სხდომა გინდ დახურე და გინდ _ გახსენი”. ამ განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი და ამჟამინდელი დეპუტატების ხმაური და რეპლიკები მოჰყვა. ამან ემზარ კვიციანი განარისხა, მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრს, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ იდეოლოგს, ამჟამად “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს _ გიგა ბოკერიას წყალი შეასხა და არაკაცი უწოდა (მოგვიანებით ემზარ კვიციანმა ქართველ საზოგადოებას მოუბოდიშა, თავშეუკავებელი საქციელის გამო).

შემდეგში დააზუსტე, რას გულისხმობ”, _ ასე უპასუხა გიგა ბოკერიამ გაცხარებულ ემზარ კვიციანს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უცხო ძალებისგან იმართება, ქვეყნის ხელისუფლება დამოუკიდებლად ვერ იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, იქნება ეს საგარეო პოლიტიკური კურსი, ევროკავშირსა და ნატოში შესვლა თუ თავდაცვის მინისტრის დანიშვნა, ემზარ კვიციანის სიტყვებში არის ჭეშმარიტების მარცვალი და შევეცდებით, ეს ახლა “დავაზუსტოთ”…

თანამშრომლობდა თუ არა გიგა ბოკერია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, კერძოდ, აშშის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან?

ამ კითხვას პასუხს სცემს ფრანგული ტელეარხი “canal+”-ის ჟურნალისტთა მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი “რევოლუცია.com. აშშ: აღმოსავლეთის დაპყრობა”. ინგლისური სახელწოდება _ “USA: The Conquest of the East”, რომელიც საფრანგეთის სატელევიზიო სივრცეში 2005 წლის 17 ოქტომბერს აჩვენეს. ფრანგმა ჟურნალისტებმა მოიარეს ბელგრადი, ბიშკეკი, ვაშინგტონი, ბოსტონი და ფირზე აღბეჭდესფერადი რევოლუციებისრეალიზატორთა და მათი ამერიკელი კურატორების იშვიათი გულწრფელობა, აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყანაშირევოლუციებისმომწყობთა მჭიდრო კავშირები ერთმანეთთან და ვაშინგტონელ პატრონებთან.

ფილმში აღსანიშნავია ერთი ეპიზოდი:

ბოკერია, სააკაშვილი ბრუს ჯექსონი

თბილისში, ოფიციალურ მიღებაზე, პირველი ადამიანი, რომელსაც საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელს ართმევს, არის აშშ-ის სპეცსამსახურის წარმომადგენელი ბრუს ჯექსონი. პროტოკოლის სიაში მისი გვარი არ არის.

* ბრუს ჯექსონმა 20 წელზე მეტ ხანს იმსახურა სამხედრო დაზვერვის ოფიცრად აშშის სახმელეთო ჯარებში, არის პროფესიონალი მზვერავების ოჯახის წარმომადგენელი. მისი მამა _ უილიამ ჰარდინგ ჯექსონი აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთერთი დამფუძნებელია (1950-1951 წლებში იყო ცსს დირექტორის მოადგილე, 1951_56 წლებში _ ცსს დირექტორის მთავარი მრჩეველი). 2002 წელს ბრუს ჯექსონმა დააარსანატოს გაფართოების აშშის კომიტეტი” (U.S. Committee to Expand NATO), რომლის დევიზიც არის: “გავაძლიეროთ ამერიკა. უზრუნველვყოთ ევროპის უსაფრთხოება. დავიცვათ ფასეულობები. გავაფართოოთ ნატო”.

* 2000 წელს, ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ხელმძღვანელობდა საგარეო პოლიტიკის კომიტეტს, 2008 წელს კი ჯონ მაკეინის საარჩევნო კამპანიაში _ საგარეო პოლიტიკის საკონსულტაციო ჯგუფს.

* ბრუს ჯექსონის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებაა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა ნატოში შესასვლელად. 2002 წელს ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ერაყის გათავისუფლების კომიტეტს”, მისი ორგანიზებით შეიქმნა ე.წ. ათეულის წერილი, რომლითაც აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის შეჭრას ერაყში.

* ბრუს ჯექსონმა 2002 წელს დააარსა “გარდამავალი დემოკრატიის ინსტიტუტი”, რომელსაც დღესაც ხელმძღვანელობს. ე.წ. ვარდების რევოლუციის პერიოდში და საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისას იყო მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის წევრი. მრჩეველის რანგში ეხმარებოდა, აგრეთვე, “ნარინჯისფერი რევოლუციის” შედეგად უკრაინის ხელისუფლების სათავეში მოსულ ვიქტორ იუშჩენკოს.

მოკლედ, ბრუს ჯექსონის პოვნა იოლად შეიძლება იქ, სადაც მზადდებაფერადი რევოლუციაან იმკიან მის ნაყოფს

დავუბრუნდეთ ფრანგი ჟურნალისტების ფილმს: ოფიციალურ მიღებაზე მიხეილ სააკაშვილი კამერების წინ ამბობს: “აუცილებლობა იმისა, რომ რუსმა სამხედროებმა დატოვონ საქართველო, აშკარაა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ცივილიზებულად. ჩვენ არ გვსურს მათი გაყრა, ნახეთ, სირიელებმა ლიბანი 3 კვირაში დატოვეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა 4-ჯერ აღემატებოდა რუსების რაოდენობას სამხრეთ ოსეთში”. იქვე, ახლოს მყოფი ბრუს ჯექსონი ყურადღებით ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამს. უცებ მისკენ შებრუნდება სააკაშვილი და შეცბუნებული კაცის ღიმილით ეუბნება:

_ რაღაც ისე არ ვთქვი?

_ არა, მისტერ პრეზიდენტ, განაგრძეთ, ყველაფერი რიგზეა, _ უპასუხებს ჯექსონი.

ეს ოფიციალური მიღება თბილისში ბრუს ჯექსონმა თავის პროტეჟესთან, “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასთან ერთად დატოვა.

ფრანგი ჟურნალისტების დოკუმენტურ ფილმში გიგა ბოკერია სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ადამიანთან ერთად ჩნდება: ვაშინგტონში მიღებაზე, სადაც პრეზიდენტ ბუშთან აუდიენციის ლოდინში შეკრებილი არიან აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ის “ფერადი რევოლუციების” ლიდერები, რომლებიც კუბის მიმართ გეგმებს აწყობენ; აი გიგა ბოკერია გივი თარგამაძესთან ერთად თბილისში ხვდება ბელარუსის ოპოზიციის იმჟამინდელ ლიდერს _ ანატოლი ლებედკოს, რომელიც ბელარუსში “ფერადი რევოლუციის” მოსაწყობად რჩევებისთვის ჩამოვიდა.

სხვათა შორის, იმხანად, 2005 წლის მაისში, თბილისში იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში.

გიგა ბოკერია ეკითხება ლებედკოს, არიან თუ არა ბელარუსის ხელისუფლებაში ადამიანები, რომლებთანაც შეიძლება მუშაობა, შეუძლია თუ არა მას ქვეყანაში სააგიტაციო პროპაგანდა და რა ვითარებაა “დონორის” მიმართ? ლებედკო უპასუხებს, რომ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, აშშ-ის კონგრესი რამდენიმე მილიონს გამოყოფს, თუმცა პროცესი ჯერ ლოდინის რეჟიმშია. გივი თარგამაძე კი ეუბნება ლებედკოს, რომ დაეხმარებიან 4 მილიონით ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.

აი გიგა ბოკერია ვაშინგტონში, ბრუს ჯექსონის ოფისში. მას ჯექსონი საქართველოში რუსული სამხედრო ბაზის დახურვას (რაც მოხდა თბილისში ბუშის ვიზიტიდან 10 დღის შემდეგ) ულოცავს და უყვება, როგორი კმაყოფილნი არიან ვაშინგტონში ბოკერიას შესრულებული სამუშაოთი.

გახარებული ბოკერია კი ბრუს ჯექსონს მოძრაობაკმარასმაისურს გადასცემს

საქართველო და უკრაინა “ფერადი რევოლუციების” მოწყობის ყველაზე წარმატებული მაგალითებია. ამოცანები, რომლებიც რევოლუციების ორგანიზატორების წინაშე იდგა იმხანად, შესრულდა: ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც მორჩილად ემსახურებოდნენ აშშ-ის ინტერესების გატარებას საქართველოში და 9 წლის განმავლობაში გულმოდგინედ ანგრევდნენ ქართულ კულტურას, განათლებას, მეცნიერებას, ქართულ ტრადიციებს, ქუჩაში ხოცავდნენ ადამიანებს, ციხეებში ცოცხით აუპატიურებდნენ პატიმრებს, ბიზნესმენებს ართმევდნენ ბიზნესს, ებრძოდნენ და დღესაც ებრძვიან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას…

ზემოაღწერილის შემდეგ მკითხველმა თვითონ განსაჯოს _ თანამშრომლობდა თუ არა ბოკერია აშშის სპეცსამსახურებთან და არის თუ არა დეპუტატ ემზარ კვიციანის ნათქვამში ჭეშმარიტების მარცვალი.

ნიკა კორინთელი

P.S. საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურები გაძეძგილი რომ არის უცხო ქვეყნის აგენტებით, ამაზე ბევრი ექსპერტი ლაპარაკობს. ამ რამდენიმე თვის წინათ წერდასაქართველო და მსოფლიო” (იხ. “საქართველო და მსოფლიოს” 2016 წლის 45- ნომერში გამოქვეყნებული მასალა _ “დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს”).

ცნობისთვის:

გიორგი (გიგა) ბოკერია დაიბადა 1972 წლის 20 აპრილს.

1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი _ კვალიფიკაციით ისტორიკოსი, ისტორიის მასწავლებელი.

1996_2004 წლებში იყო თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომელი _ ადამიანის უფლებების პროგრამების კოორდინატორი, უფროსი იურიდიული მრჩეველი. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გიგა ბოკერია აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 2005_2008 წლებში იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PAჩE) ვიცეპრეზიდენტი. 2008 წლიდან _ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო 2010 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე _ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here