Home სხვადასხვა დაიჯესტი თანამედროვე ფარმაციის ნამდვილი სახე

თანამედროვე ფარმაციის ნამდვილი სახე

224
დევიდ საკლერი

Purdue Pharma მზად არის, 10-12 მლრდ დოლარი გადაიხადოს ოპიოიდური კრიზისის გამოწვევის გამო

ტელეარხ NBC Newsის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია Purdue Pharma, რომელიც მილიარდერი საკლერების ოჯახს ეკუთვნის, მზად არის, გადაიხადოს 10-12 მლრდ დოლარი 2 ათასზე მეტი სარჩელის დასაკმაყოფილებლად ოპიოიდური კრიზისის საქმეზე. ამ სკანდალურ საქმეზე ჩვენი გაზეთი ამა წლის თებერვალში წერდა (იხ. წერილიროგორ და ვის მიერ არის ორგანიზებული ლეგალური ნარკომანია აშშში და რას ნიშნავს სინამდვილეში ჩანაცვლებითი თერაპია”. “საქართველო და მსოფლიო” #5, 2019 .).

ტელეარხის რესპონდენტთა თქმით, აგვისტოში კლივლენდში (ოჰაიოს შტატი) შტატების ათამდე გენერალური პროკურორი და ადვოკატები შეიკრიბნენ პოტენციურ გარიგებაზე სამსჯელოდ.

შეხვედრაზე Purdue-ს, აგრეთვე, შესთავაზეს გაკოტრების პროცედურა ერთ-ერთი პირობის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს კომპანიის გადაცემას სანდო მმართველებისთვის.

სარჩელებში, რომლებიც სასამართლოში შეიტანეს შტატებმა, ქალაქებმა და ოლქებმა, მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ საკლერების ოჯახის კომპანია პასუხისმგებელია ოპიოიდური კრიზისის დაწყებაზე. NBC აღნიშნავს, რომ დევიდ საკლერი, რომელიც იყო კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, ახლა, ფაქტობრივად, ოჯახის წარმომადგენელია კომპანიაში.

OxyContin

“საკლერების ოჯახმა შექმნა მრავალმილიარდიანი ნარკოიმპერია, რომლის საფუძველშიც დევს დამოკიდებულება”, _ განაცხადა ამა წლის მაისში ნიუ-ჯერსის გენერალურმა პროკურორმა გურბირ გრევალმა. მასაჩუსეტსის შტატის გენერალური პროკურორი მაურა ჰილი კი პირველი იყო, რომელმაც სარჩელში საკლერების ოჯახის წევრების სახელები მიუთითა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს Purdue-ს სასამართლოში უჩივლა სამხრეთ კაროლინის გენპროკურორმა ალან უილსონმა. მან განაცხადა, რომ კომპანია აქეზებდა ექიმებს, რომლებიც პაციენტებს რეცეპტურულ ტკივილგამაყუჩებლებს უწერდნენ, აგრეთვე, ამცირებდა პრეპარატის უკონტროლოდ გამოყენების რისკს. 2018 წლის მარტში Purdue Pharma-მ ოკლაჰომას 270 მლნ გადაუხადა. შტატის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თანხის დიდი ნაწილი (200 მლნ) დაიხარჯებოდა ნარკომანიის შესასწავლი და სამკურნალო ცენტრის ასაშენებლად.

Purdue Pharma სინთეტიკური ოპიოიდების საფუძველზე აწარმოებს ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატ OxyContin-ს, რომელიც აშშ-ში რეცეპტით იყიდება.

ოპიოიდური კრიზისი დაკავშირებულია სიკვდილიანობის მატებასთან ანალგეტიკური ოპიოიდების უკონტროლო გამოყენების გამო.

2017 წელს ოპიოიდებმა 50 ათასზე მეტი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here